• რეკლამა
  • კონტაქტი
13:52, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ სრული იდიოტია ახალაია, რევოლუციას როგორ აწყობდა?” – ლევან ჯავახიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:11 12-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
855

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი სუსის ბრიფინგს ეხმაურება:

ახლა სუს-ის ბრიფინგს ვუსმინე, ბაჩო ახალაიას და მისი მეუღლის, ანა ნადარეიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და აი, რა თქვეს.
ახალაია იყო 4 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების მეთაური, ამ გადატრიალების სათავეში მყოფ სხვა პირებს, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას და სხვებს, ახალაია საკუთარი სახლიდან, საკუთარი ცოლის ტელეფონიდან ეკონტაქტებოდა, მესიჯებსაც სწერდა და ურეკავდა კიდეცო.
გამოდის, ბაჩო ახალაია არის სრული იდიოტი, კრეტინი, იმბეცილი. თუ ასეა და მაგას როგორ უნდა მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება? ყველაფერს თავი დავანებოთ, კაცმა იმდენიც ვერ მოიფიქრა, იმ 4 ოქტომბერს, სახლიდან და ცოლის ტელეფინით არ ეკონტაქტა გადატრიალების სხვა მოთავეებთან? კაცი გადატრიალებაზე მიდის, ფინანსური რესურსები არ აკლია და ვინმეს ახლობლისა და თანამოაზრის სახელზე, ერთი ყალბი პირადობის მოწმობა ვერ იშოვნა, რომ სხვას ექირავებინა ერთოთახიანი ბინა, მერე თვითონ ფარულად შესულიყო, თუნდაც ღამით, მანამდე იმავე პარადობით ეყიდა ტელეფონი და სიმ-ბარათი და იმ ბინიდან ერეკა და ემესიჯა გადამტრიალებთან? ის პიროვნება კი, ვის სახელზეც ყალბი პირადობა იქნებოდა გაკეთებული, აორთქლდებოდა საქართველოდან.
ვისაც გჯერათ, გაგატარებთ, მაგრამ ფაქტია, რომ სუს-მა მორიგი ზღაპარი მოგვიყვა, სულ ეს იყო ეგ ბრიფინგი.
ბაჩო ახალაია როცა ხელისუფლებაში იყო, მასთან, მის ძმასთან, დათა ახალაიასთან, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, კაი გვარიანი ბრძოლები მაქვს გადატანილი. სხვა და სხვა გაზეთებში მაგათი კრიტიკის მეტს არაფერს ვაკეთებდი. ჰოდა, მაშინ ბუჩქებში რომ იმალებოდით და ხმას ვერ იღებდით, ის ხალხი ნუ შემომივცივდებით კომენტარებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved