• რეკლამა
  • კონტაქტი
20:12, სამშაბათი, 28 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას” – პრეზიდენტი იმნაძეს 3 თვის შემდეგ პასუხობს?

ალია ავტორი - ალია
20:55 06-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში, წერს:

“ზოგზოგიერთები ავრცელებენ ძალიან უპასუხისმგებლო ინფორმაციას, ჯანმოს განცხადებებზე ვითომცდა დაყრდნობით. ვითომც ასიმპტომატური ადამიანებისგან იშვიათად თუ გადაიცემა ვირუსიო და ამდენად დისტანცირების წესების მკაცრად დაცვა ნუთუ გამართლებულიაო.

გუშინ გავრცელებული ჯანმოს საინფორმაციო ვიდეო პირიქით აჩვენებს,რომ ასიმპტომატური ისევე როგორც პრესიმპტომატური (უკვე ინფიცირებული მაგრამ ჯერ უსიმპტომო ადამიანი რაც სამ დღემდე შეიძლება გაგრძელდეს) ადამიანებისგან ასევე ვრცელდება ვირუსი ახლო კონტაქტის პირობებში.


მე კი მგონია, რომ აფეთქების პრევენცია და მიღწეული შედეგის შენარჩუნება ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას განაპირობებს და ყველასი ინტერესში უნდა იყოს. ვერ ვხდები რას ემსახურება ასეთი “განსხვავებული აზრის” გავრცელება… ალბათ თავის გამოჩენას … და ნამდვილად არა ქვეყნისა ან საზოგადოების კეთილდღეობას!”

ქალბატონმა პრეზიდენტმა, ალბათ, იცის, რომ პირველად სწორედ პაატა იმნაძემ გააჟღერა ეს “განსხვავებული აზრი” – ეს იყო 11 მარტს და განცხადება გააკეთა “მაესტროს” ეთერში.

მაშინ, პაატა იმნაძის ამ განცხადებას სასწაულებრივად დაემთხვა მალევე, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც ვერ გაუძლო მედიის და ემიგრანტების შეტევას და თქვა, რომ კარანტინში არ აქვს ადგილები და ამიტომ ვერ ჩამოყავს ემიგრანტები.

შესაბამისად, ლოგიკურად თუ მივყვებით, თუ დავიჯერებდით, პაატა იმნაძის ვერსიას, საჭირო აღარ იქნებოდა უსიმპტომოებისთვის კარანტინში გადაყვანა.

მაგრამ, ისე მოხდა, რომ “ალიამ” არ დაიჯერა იმნაძის სიტყვები, მიუხედავად იმისა, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ “ალიას” მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა ჯანმოს ის ფილმი ნანახი, ახლა რომ თქვენ უყურეთ, მაგრამ “ალია” იცნობს რამდენიმე კარგ პროფესიონალს ქვეყანაში, მათ შორის, თენგიზ ცერცვაძეს, რომელსაც ვერანაირი მიზეზი ვერ ათქმევინებდა, რომ უსიმპტომო პაციენტები არ არიან გადამდებნი, პირიქით, ის ყოველთვის ამბობდა და ამბობს, რომ უსიმპოტომო პაციენტი ყველაზე საშიში გამავრცელებელია.

მას შემდეგ, რაც მოგვიწია მთელი მთავრობისთვის და ეპიდემიოლოგთა გავლენიანი წარმომადგენლებისთვის თვალებზე აგვეფარებია თენგიზ ცერცვაძის და არა მარტო მისი, სიტყვები – ამ ვერსიის გაჟღერება დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან შეწყდა.

მაგრამ, დათესილმა თავისი შედეგი გამოიღო და არიან ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ბატონი პაატას ნათქვამი და იმეორებენ – სამწუხაროდ, მათ ამის გამო ვერ განვსჯით, მათ ბატონი ეპიდემიოლოგებისგან განსხვავებით, არ აკისრიათ პასუხისმგებლობა ნათქვამზე.

ისევე, როგორც ეპიდემიოლოგთა უპასუხისმგებლო სიტყვებმა – “ეს ვირუსი არ კლავს” – ჩვენ თავისი შედეგი მოგვიანებით გვაჩვენე…

ისევე, როგორც ახლა ვიმკით სააღდგომოდ დათესილ შედეგს – დაუსაბუთებელმა ე.წ. “დაზაფვრის მცდელობამ უნდობლობა გამოიწია და იმ ცნობილი იგავის არ იყოს, 5 მგელიც რომ შემოგვესიოს, აწი, დაჯერება რთული იქნება.

ერთ რამეში გეთანხმებით პრეზიდენტო, მართლაც უპასუხისმგებლო განცხადება იყო და ძალიან უცნაურია, პირი, რომელსაც თანამდებობა უკავია და ხელფასს ვუხდით, დღემდე რომ არ გრძნობს პასუხისმგებლობას ამ სიტყვებით გამო.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა ყველა ფაქტი, რაც აქ მოვყევით, დაწვრილებით იცოდა და თავის წერილში სწორედ ეპიდემიოლოგები იგულისხმა და არა უბრალო მოქალაქეები, რომლებმაც ის გაიმეორეს, რაც გაიგეს – მაგრამ, მაინც, მეტი სიცხადისთვის, ფაქტების მოტანა არ დავიზარეთ.

და ბოლოს, ქალბატონო პრეზიდენტო, იმნაძის იმ ცნობილი განცხადებიდან, რომ უსიმპტომო პაციენტი არ არის ვირუსის გადამდები, სამი თვე გავიდა და ცოტა კი დაგიგვიანდათ პასუხი, მაგრამ, ვგონებ, თქვენი ბრალი არ არის, ეს ჯანმომ დააგვიანა ფილმის გამოშვება – ამიტომ, ენდეთ ქართველ პროფესიონალ ექიმებს და “ალიას”, ნუ დაელოდებით ჯანმოს… ფაქტია, თორემ, არ გეტყოდით…

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

„ემპი დეველოპმენტმა“, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, დოლარსა და ევროში დენომინირებული ობლიგაციები განათავსა

14:31 07-28-2026
თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა
ახალი ამბები

თიბისიმ მეწარმეებისთვის გადახდების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა

14:16 07-28-2026
თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზება ბიზნესებს – სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, სრულიად უფასოდ

17:29 07-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved