• რეკლამა
  • კონტაქტი
06:59, ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პოლიანსკი ძველი მონაცემებით წარსდგა გაეროში? – რუსეთი საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი აღარაა

ალია ავტორი - ალია
13:54 08-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,931

“ქართულ ოცნებას” გაეროდან რუსი დიპლომატი აქებს. დმიტრი პოლიანსკი ორმხრივი კავშირების აღდგენის და ურთიერთობების ნორმალიზების ახალ ეტაპზე გადაყვანის  მზაობაზე საუბრობს:

რუსეთის სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ჩვენ ვართ საქართველოს ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორი. ასევე, გასულ წელს 1.5 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია საქართველოს. ასე რომ, ეს მოწმობს ჩვენი ორივე ერის აბსოლუტურად მკაფიო სურვილს, აღადგინონ ორმხრივი კავშირები და ნორმალიზდეს ურთიერთობები.
თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვისაც არ აინტერესებს ასეთი სცენარი.

ისინი ფიქრობენ, რომ უკრაინასთან წარმატებას მიაღწიეს. თუმცა საქართველოს ხელმძღვანელობას აღმოაჩნდა საკმარისი სიბრძნე, უარი ეთქვა ასეთ მავნე სცენარზე, რომელიც ჩვენს ევროპელ კოლეგებს არ ასვენებს. ისინი ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა იმავე ტრაგედიაში ჩააგდონ ეს ქვეყანა, რომელშიც უკვე ჩააგდეს უკრაინა
სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი უსაფრთხოების კლიმატის შექმნასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სამ ქვეყანას [საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს] შორის ურთიერთობები ნორმალიზდეს. ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის” ინიციატივას პრობლემურ რეგიონში ვითარების დასტაბილურების გარანტიაა, – განაცხადა პოლიანსკიმ. 

ცნობისთვის, რუსეთი ბოლო მონაცემით, მეორე ადგილზე მყოფი სავაჭრო პარტნიორი აღარ არის, მან კიდეც ერთი ნაბიჯით ჩამოიწია ქვემოთ და უკვე მესამე ადგილზეა. იმპორტის მიხედვით, პირველ ადგილზეა – თურქეთი, მეორეზე კი – აშშ და მხოლოდ მესამეზე რუსეთი. ექსპორტის მიხედვით კი სამეული ასე გამოიყურება: ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი. 

აღსანიშნავია, რომ რუსი დიპლომატის ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

შეგახსენებთ, რომ შარშან გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი უშიშროების საბჭოს სხდომაზე “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებით მივიდა. აგვისტოს ომთან დაკავშირებით თავის მართლების დროს პოლიანსკიმ სწორედ “ოცნების” სიტყვები გამოიყენა, რომელიც წერდა, რომ ეს სააკაშილის მიერ წარმოეუბული ომი იყო, რომელიც დასავლეთმა დაუკვეთა.მაშინ რუსი დიპლომატის ამ განცხადებაზე ირაკლი კობახიძის პასუხი იყო: “მერე, რა?”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved