• რეკლამა
  • კონტაქტი
19:05, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოულოდნელად სასამართლოში უჩვეულო რამ მოხდა” – მზია ამაღლობელის პროცესის დეტალები

ალია ავტორი - ალია
15:40 05-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45,013
ჟურნალისტი, გამოცემა პუბლიკას დამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი:
ამ წუთებში მზია ამაღლობელის პროცესზე ძალიან საინტერესო მოწმის ძალიან საინტერესო დაკითხვა სრულდება, ამიტომაც გადავწყვიტე ვრცლად აღვწერო:
სასამართლოში იკითხება დაცვის მხარის მოწმე – სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ ქირურგი-იმპლანტოლოგი, ექიმი თათია ანდღულაძე. მოწმე აცხადებს, რომ მის 20-წლიან პროფესიულ გამოცდილებასა და განათლებაზე დაყრდნობით გააჩნია სპეციალური ცოდნა როგორც ტკივილის მართვის, ასევე მისი სიმულაციის ამოცნობის კუთხით. მისი თქმით, ამ საკითხებს პრაქტიკაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.
ანდღულაძე სანდოობის გასაზრდელად სასამართლოს აცნობს საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებს, რომლებიც აღწერს ტკივილისთვის დამახასიათებელ ობიექტურ ნიშნებს:
მიმიკური რეაქცია – სახის გამოკვეთილი ცვლილება (გრიმასა),
მოტორული რეაქცია – თავდაცვითი ან ტკივილის არეში ხელის წაღება,
ხმოვანი გამოხატულება – კივილი, კვნესა და სხვა,
ქსოვილური დაზიანება – გარეგანი თუ შიდა ფიზიკური კვალის არსებობა.
ამის შემდეგ ადვოკატი მწარიაშვილი წარადგენს ცნობილ ვიდეოკადრებს, სადაც ასახულია, როგორ აწნავს მზია ამაღლობელი სილას ირაკლი დგებუაძეს.
მოწმე განაგრძობს განმარტებას: ტკივილს აუცილებლად ახლავს თან ფიზიოლოგიური რეფლექსები, რომლებიც არ ექვემდებარება ადამიანის ნებელობას. „თუ ადამიანს სახეში დაარტყამენ, პირველ რიგში რაც მას სჩვევია, არის ტკივილის გამომხატველი გრიმასა და ხელის წაღება მტკივნეულ ადგილას – ეს ბუნებრივია, თანდაყოლილი რეაქციაა“, – ამბობს ანდღულაძე.
ვიდეოს შეფასებისას ექიმი აღნიშნავს, რომ სილის შემდეგ ბატონი ირაკლის ერთადერთი რეაქცია იყო მხოლოდ თავდაცვითი – უკან დახევა. „ეს არის ინსტინქტური, თანდაყოლილი და ხშირად სპორტსმენებში გააზრებული რეაქცია, რომელიც არ გულისხმობს ტკივილის აღქმას.“
ანდღულაძე ხაზგასმით აცხადებს: „ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი არ აღქმულა.“
მისივე თქმით, ეს არაა პირადი მოსაზრება, არამედ სამედიცინო მეცნიერებაზე დაფუძნებული დასკვნა. „პაციენტი ექიმთან ტკივილის გამო მიდის. ტკივილის შეფასება ექიმის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, ხოლო მხოლოდ იმის თქმა, რომ ‘მტკივა’, არ არის საკმარისი – აუცილებელია ობიექტური მახასიათებლები.“
ანდღულაძე საუბრობს სიმულაციურ ტკივილზეც – ზოგიერთ პაციენტს ტკივილი შეიძლება მოიგონოს დაზღვევის თანხის მისაღებად ან ემოციური მოტივით. ამიტომაც, ექიმისთვის უმნიშვნელოვანესია განასხვაოს ავთენტური და სიმულაციური ტკივილი.
მისი განმარტებით, სახის არეში თავმოყრილია უამრავი ნერვი, კაპილარი და სისხლძარღვი. ამიტომ, თუ ტკივილმა ნერვულ დონეზე მიაღწია, აუცილებლად უნდა გამოიწვიოს ქსოვილური რეაქცია – კანის გაწითლება, სიწითლის კვალი, შეშუპება და ა.შ.
„ფერმკრთალი კანის შემთხვევაში, კაპილარული ქსელი განსაკუთრებულად სწრაფად აქტიურდება. თუ დაზიანება მოხდა და სიწითლე აღინიშნება, ამან კვალი უნდა დატოვოს. თუ ეს კვალი არ ჩანს – უკვე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტკივილი სიმულირებულია.“
ანდღულაძე განმარტავს: არსებობს სამედიცინო პრინციპი – „ყველაფერი ან არაფერი“ – ანუ თუ ტკივილი არსებობს, მას აუცილებლად თან ახლავს დაზიანება.
პროკურორის კითხვით გაირკვა, რომ მოწმის მონაწილეობა პროცესში არ ყოფილა მისი ინიციატივა – მას დაცვის მხარემ მიმართა, ვინაიდან განხილვის საგანი შეეხებოდა ტკივილის არსებობის საკითხს. ანდღულაძე, როგორც თავად განმარტავს, მზია ამაღლობელის მკურნალი ექიმია.
პროკურორი დაინტერესდა, დაიწყო და დასრულდა თუ არა მისი შეფასება ერთი შეხვედრით, და გაეცნო თუ არა სხვა მასალებს. ექიმმა განმარტა, რომ მხოლოდ ვიდეომასალასა და ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო – და მისი ამოცანა მხოლოდ ტკივილის იდენტიფიცირება იყო, სხვა კუთხით შეფასებას იგი არ შეხებია.
პროკურორი პროცესისას აჩერებს ვიდეოკადრებს, მრავალჯერ ატრიალებს მას, ცდილობს აღბეჭდოს სახის მიმიკის ცვლილება დარტყმის მომენტში. ერთ-ერთ მომენტში აცხადებს: „აი აქ ხომ ხედავთ სახის შეჭმუხვნას?“ – დარბაზში ხარხარი ტყდება, მოსამართლე მკაცრად რეაგირებს, აფრთხილებს დამსწრეებს, გაძევებით იმუქრება.
ანდღულაძე ამბობს: „ამ გისოსებს მიღმა ჩემი შვილიც რომ იდგეს, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ არ ვიქნებოდი 100%-ით დარწმუნებული იმაში, რასაც ვამბობ.“
მოულოდნელად სასამართლო დარბაზში უჩვეულო რამ ხდება – მოსამართლე სახელაშვილი დგება, ტელეფონს ხელს სტაცებს და ჩქარი ნაბიჯით გადის დარბაზიდან, გასვლისას არაფერს ამბობს. პრაქტიკულად გარბის. როგორც ჩანს, მას ურეკავენ. დარბაზი იბნევა, სასამართლოში ვრჩებით ყველა – პროკურორები, მზია, ადვოკატები, ხალხი… მოსამართლე არაა. ნელ-ნელა ხმაური იწყება. ხმაური ყიჟინაში გადადის, “მზია გვიყვარხარ”, “თავისუფლება მზიას”… წამოვიშალეთ, მზიას ვესაუბრებით. მანდატურებიც დაბნეულები არიან, არავინ იცის რა ხდება. მოსამართლე არ ბრუნდება…
… იგი დარბაზში დაახლოებით 10-15 წუთში შემოდის. არაფერს განმარტავს და სხდომას განაგრძობს.
პროკურორი ცდილობს ექიმის დისკრედიტაციას – ეკითხება, აქვს თუ არა მის კომპეტენციას დამადასტურებელი საბუთი. ანდღულაძე პასუხობს, რომ ტკივილის შეფასება არის ყველა ექიმის პროფესიის განუყოფელი ნაწილი, და სპეციალური დიპლომი ამ მიმართულებით არ არსებობს. პროკურორი კვლავ ეკითხება, აქვს თუ არა გავლილი სპეციალური კურსი – ექიმი პასუხობს, რომ ეს არ არის ცალკე კურსი, არამედ ნებისმიერი პროფილის ექიმის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი.
მოსამართლე რამდენჯერმე ერევა დაკითხვაში, ეხმარება პროკურორს კითხვების დაზუსტებაში, თუმცა იმავდროულად ამბობს, რომ მოწმის ცოდნა და ინფორმაცია მნიშვნელოვანია და შეიძლება დარბაზში ვერც სხვამ ჰქონდეს მსგავსი კომპეტენცია.
პროკურორი ამტკიცებს, რომ რაზეც მოწმე საუბრობს, ეს ტრავმატოლოგის კომპეტენციაა. მოწმე პასუხობს რომ – არა – სახისა და ყბის არეში მიყენებული დაზიანების შეფასება მისი – ქირურგი-იმპლანტოლოგის – პირდაპირი სპეციალიზაციაა.
დასასრულს, პროკურორი ცდილობს ჰიპოთეტური კითხვა დაუსვას: „შეიძლება თუ არა ადამიანი დანით დაჭრან და ტკივილი არ იგრძნოს?“ – რასაც ადვოკატები აპროტესტებენ. პროკურორი ამატებს: „რა იცით, ექიმო, ისეთ რაღაცებს ამბობთ, ესეც ხომ არ იცით?“ – ექიმი მიუგებს, რომ იგი არაფერს არ „ადგენს“, არამედ საუბრობს სამედიცინო ცოდნაზე, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერულ ლიტერატურასა და გამოცდილებაზე.
ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სუბიექტური ტკივილის ცნება – უბრალოდ, პაციენტის პატივისცემის გამოხატულებაა და არა დიაგნოსტიკის სანდო ინსტრუმენტი.
„თუ ტკივილმა მიაღწია ნერვულ სისტემამდე – დაზიანება აუცილებლად უნდა დადგეს და ის ექსპერტიზაში უნდა აისახოს,“ – დაახლოებით მეოთხედ ამბობს ექიმი.
გვახსოვდეს: პროკურატურის მოწმის, ექსპერტ გივი ჩხარტიშვილის დასკვნის თანახმად, დგებუაძეს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. ეს ექსპერტი წინა პროცესზე დაიკითხა.
ესეც გვახსოვდეს: ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გამოცემის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობა დაფუძნებულია ბრალდების ვერსიაზე, რომ დგებუაძემ განიცადა საზარელი ტკივილი და საშინლად გაუწითლდა ლოყა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved