ყველაფერი, რაც ბავშვებს უკავშირდება, განსაკუთრებული და შთამბეჭდავი უნდა იყოს. ეს კარგად აქვს გააზრებული „ვიშლისთის“ გუნდს და სთავაზობს მომხმარებელს საუკეთესო, საიმედო და მრავალფეროვან არჩევანს.
“ვიშლისთი” არის დიდებული სამყარო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 50 000-ზე მეტ განსხვავებულ პროდუქტს და არის საბავშვო პროდუქციის ყველაზე დიდი იმპორტიორი ევროპიდან.
“ვიშლისთის” ბავშვთა სამყარო მოიცავს თქვენი და თქვენი პატარას კომფორტისათვის საჭირო ყველა ნივთსა თუ აღჭურვილობას.
- ხის საწოლები პატარებისათვის
- საწოლ მანეჟები • პორტატული საწოლები
- მანეჟები
- სათამაშოები
- ელექტრო მანქანები
- ქარ სითები (მანქანის სავარძლები)
- საბავშვო ეტლები
- გასართობი ავეჯი ბავშვებისთვის
- მობაილები
- საკვები სკამ–მაგიდები
- საბავშვო შეზლონგები, საქანელები
- საბავშვო ტანსაცმელი
- ჭოჭინები, ვოლქერები და ჯამფერები
- ბავშვთა კვება
- ბავშვის მოვლა და ჰიგიენა
- საბავშვო ტექსტილი, პლედები, საბნები, ბალიშები
- დედის ჩანთები, კენგურუები, კომპლექტები
- “რადიოძიძა” და მონიტორები
- ძუძუთი კვება
- სპორტული ინვენტარი
- განსავითარებელი სათამაშო ხალიჩები
- სააბაზანოები, ღამის ქოთნები, ადაპტორები
- Anex
- გამოსაცვლელი მაგიდები, კარადები, კომოდები
- ყველაფერი დედებისთვის
ხის საწოლები პატარებისათვის – “ვიშლისთი” თავის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საუკეთესო ფასს ნებისმიერ პროდუქციაზე, რა თქმა უნდა, ხის საწოლებიც არ არის გამონაკლისი და შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ, მხოლოდ ჩვენთან შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის ხის საწოლები საუკეთესო ფასად.
ხის საწოლების გარდა, “ვიშლისთი” გთავაზობთ საწოლის აქსესუარებს: ბალიშებს, ზეწრებს, სხვადასხვა ტიპისა და მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებულ მატრასებს, გამოსაკრავ ბალიშებს, ბალდახინსა და მრავალ სხვადასხვა ტიპის აქსესუარს, რომლებიც განუყოფელი ნაწილია ყველა ხის საწოლისთვის.
საწოლ მანეჟები • პორტატული საწოლები – საწოლ-მანეჟების / მანეჟების ყველა მოდელის დანიშნულება ერთია – უზრუნველყოს ბავშვის უსაფრთხოება და კონტროლი.
პოპულარული ბრენდების: Selby, KikkaBoo, Cangaroo, Graco, Quatro და სხვ. საწოლ მანეჟები / პორტატული საწოლები და მათი ყიდვის საუკეთესო ადგილი ინტერნეტში wishlist.ge, როგორც განვადებით, ისე პირდაპირ გადახდის შემთხვევაში.
ყველა ტიპის როგორც საწოლ მანეჟების, ისე პორტატული საწოლების ყველაზე დიდი არჩევანი საუკეთესო ფასად.
სათამაშოები – სათამაშოების ისეთი მრავალფეროვნებაა “ვიშლისთში”, რომ საოცნებო სამყარო შეგიძლიათ თქვენს პატარას რეალურად უქციოთ. ჩვენთან თქვენ ნახავთ:
გასავითარებელი სათამაშოები – ,,ვიშლისთი“ სწორედ ის სივრცეა, რომელიც გთავაზობთ თქვენი პატარებისათვის გასავითარებელი სათამაშოების განსხვავებულ და საოცარ არჩევანს.
სწორად შერჩეული ბავშვის გასავითარებელი სათამაშო ხელს უწყობს პატარას, როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ განვითარებას. აუმჯობესებს კოორდინაციას, გონებამახვილობასა და სხვა უნარებს. ამისათვის მნიშვნელოვანია ბავშვის გასავითარებელი სათამაშოს სწორად შერჩევა.
,,ვიშლისთს“ იმასთან ერთად, რომ შეუძლია საუკეთესო ბავშვის გასავითარებელი სათამაშოს შემოთავაზება, ასევე შეუძლია საუკეთესო რჩევებისა და რეკომენდაციების მიცემა, ძვირფასო მომხმარებელო, შერჩევის პროცესში, გვესტუმრეთ და გვიგულეთ თქვენს სამსახურში.

ხის სამზარეულოები და აქსესუარები – დროის ნაკლებობა სერიოზული გამოწვევაა თანამედროვე მშობლებისთვის, რომლებიც შვილებთან ერთად მცირე დროს ატარებენ. თუმცა, ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ გამოსავალი არსებობს. ისინი გვთავაზობენ სხვადასხვა სათამაშო „საოჯახო“ ინვენტარის, განსაკუთრებით კი სათამაშო სამზარეულოს გამოყენებას ბავშვებისათვის, როგორც ბავშვის განვითარების უნიკალურ სივრცეს. შეფმზარეულობა ბავშვების თვალით დანახული ყველაზე ,,გემრიელი“ პროფესიაა.
ყველაზე ლამაზ, საიმედო და კომფორტულ ხის სამზარეულოებს ნახათ მხოლოდ “ვიშლისთში”.
ბარბის სახლები – თოჯინების მოყვარული პატარებისთვის ბარბის სახლი საუკეთესო არჩევანია. ისინი შეძლებენ ითამაშონ როლური თამაშები ბარბის სახლიას და მისი აქსესუარების საშუალებით. ბარბის აქსესუარები თამაშის პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს ხდის.
ის საუკეთესო სათამაშოა ყველა ბავშვისათვის, რადგან პატარებს შეუძლიათ ააგონ თავიანთი ფანტაზიითა და გემოვნებით სათამაშო სახლი და შემდეგ გაერთონ როლური თამაშებით.
Barbie-ს ლიცენზირებული სათამაშოები – ძვირფასო მომხმარებლებო, Barbie არის თოჯინა, რომელიც თქვენს შვილებს გაუხსნის ფანტაზიისა და ოცნებების მთელ სამყაროს. ეს არის თოჯინა, რომელიც განასახიერებს ქალურ იდეალს. მას შეუძლია შთააგონოს და აღაფრთოვანოს. ის იმსახურებს არა მხოლოდ თქვენს ყურადღებას, არამედ უსაზღვრო პატივისცემას. ნებისმიერი სხვა თოჯინა შეიძლება შეიცვალოს მსგავსი სათამაშოთი და ორიგინალური Mattel Barbie ყოველთვის განუმეორებელია!
სად შეგიძლიათ შეიძინოთ Barbie საუკეთესო და კომფორტული შეძენის პირობით, საუკეთესო ფასით? – რა თქმა უნდა, ,,ვიშლისთში“.
,,ვიშლისთს“ აქვს მდიდარი გამოცდილება საბავშვო პროდუქციის რეალიზებისა, ჩვენ მუდამ ვზრუნავთ, რომ თქვენი პატარებისთვის საინტერესო და 100%-ით უსაფრთხო პროდუქცია წარვადგინოთ.
LEGO® – ლეგო – რატომაა მნიშვნელოვანი ლეგოს მაღალი ხარისხი? – თქვენ შეგიძლიათ საათობით გაერთოთ ლეგოს კონსტრუქციით, შექმნათ ყოველ ჯერზე საინტერესო და უჩვეულო კომბინაციების ახალი ქმნილებები. ის თქვენ არასდროს მოგწყინდებათ და ასეთი არჩევანი არის მხოლოდ “ვიშლისთში”
რატომაა კომფორტული ლეგოს ფართო არჩევანი? – მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს სტანდარტული და თემატური კომპლექტების უზარმაზარი მრავალფეროვნებაა. პოპულარული მულტფილმებისა და ფილმების პერსონაჟებზე დაფუძნებული კომპლექტები განსაკუთრებით პოპულარულია ბავშვებში. ეს ნაკრებები სხვადასხვა სირთულისა და თემატიკის დონით გამოირჩევა, რაც ბავშვის ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით განსხვავდება, ხოლო მრავალფეროვნება კი აერთიანებს უკვე სხვადასხვა ასაკის ადამიანს და ხელს უწყობს ურთიერთობათა გაუმჯობესებასა და ურთიერთთანამშრომლობის უნარების ჩამოყალიბებას, როგორც ბავშვებში, ისე – ზრდაასრულებში.
LEGO არ არის მხოლოდ თამაში, ის არის ბავშვის წარმოსახვისა და ვიზუალური უნარების განვითარების საშუალება. სამშენებლო კუბიკებით თამაში ბავშვებს უვითარებს თანმიმდევრული ანალიზის უნარს, საბოლოო შედეგის, მოლოდინის განსაზღვრის უნარსა და სივრცით ნავიგაციას. ლეგოს აწყობის პროცესში, ბავშვები ივითარებენ ნატიფ მოტორიკასა და კრეატიულობის სხვადასხვა დონეს, მოთმინებასა და შეუპოვრობას. ამიტომ რჩება LEGO-ს სამშენებლო ნაკრებები სხვადასხვა თაობის სასურველ და რჩეულ გასართობად.
რა არის ისეთი „ვიშლისთში“, რომელიც გამოარჩევს მას სხვა კომპანიებისგან? – ის არის „ლეგოს“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. როგორც ცნობილია „ლეგო“ საუკეთესო კონსტრუქციული თამაშია ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანისათვის, რომელსაც კონკურენტი არ ჰყავს.
აიწონა–დაიწონა – მოგეხსენებათ, რომ აიწონა–დაიწონას გამოყენებას გარკვეული წესების დაცვა სჭირდება, სპეციალისტები რადგან გვირჩევენ, რომ მასზე შეგიძლიათ მხოლოდ 3+ ასაკის ბავშვები დასვათ, ,,ვიშლისთმა“ გაითვალისწინა ის, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვებიც აქტიურად ცდილობენ აიწონა–დაიწონაზე გართობას და თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის განსაკუთრებული მოიძია სწორედ აიწონა–დაიწონას ისეთი მოდელები, რომლებსაც მეორე ბავშვი არ სჭირდება წონასწორობისთვის და შეგიძლიათ თქვენი დახმარებით უფრო მცირე ასაკის ბავშვიც კი დასვათ მასზე.
როგორც ჩვენი ყველა პროდუქცია, აიწონა–დაიწონაც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, არის 100%-ით უსაფრთხო და რა თქმა უნდა, EN-სერტიფიცირებული. ,,ვიშლისთი“ გაძლევთ საშუალებას, რომ აიწონა–დაიწონა აარჩიოთ, როგორც სასურველი დიზაინის, ასევე სასურველი ასაკი შესაბამისად.
გასართობი ავეჯი ბავშვებისთვის – ბავშვთა სამყარო ოცნებების სამყაროა. ბავშვები თამაშის დროს ივითარებენ ისეთ უნარებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია მათი სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებისათვის. ბავშვების გასართობი ავეჯით თამაშის დროს თითოეული პატარა ცდილობს დამოუკიდებლად გააკეთოს ნებისმიერი აქტივობა, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მათთვის ბავშვების გასართობი ავეჯის შემადგენელი სათამაშოების შერჩევისას მშობელმა სწორად შეარჩიოს ისინი. უნდა დააკვირდეს მშობელი პატარას ინტერესის სფეროს და ბუნებრივად, ზედმეტი ზალდატანების გარეშე შეეცადოს, რომ მიაჩვიოს ისეთ სათამაშო აქტივობებს, რომლებიც ბავშვის ჯანსაღ გარემოსთან ადაპტაციას შეუწყობს ხელს.
გასავითარებელი სათამაშო ხალიჩები – საბავშვო ხალიჩას გამორჩეული და ორიგინალური დიზაინი აქვს, რომელიც პატარებს ძალიან მოეწონებათ. სათამაშო ხალიჩას მოყვება აქსესუარები, რომელიც თამაშის პროცესს უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის.
სათამაშო ბავშვის გონებრივი განვითარების შეუცვლელი იარაღი და უნიკალური აღმზრდელია, ის პატარას ამზადებს მომავალი ცხოვრებისა და საზოგადოებაში დამკვიდრებისთვის. აქედან გამომდინარე სათამაშოს შერჩევას ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სათამაშოები ბავშვს ეხმარება სამყაროს გაცნობიერებასა და შესწავლაში, ასევე ის მას უვითარებს ფიქრის, მეხსიერების, მეტყველებისა და ემოციების გამოხატვის უნარს.
გასართობი ავეჯი ბავშვებისთვის – დღეს, როცა ელემენტარული კომპიუტერული უნარები თითქოს დაბადებიდან აქვთ განვითარებული პატარებს, აქცენტის გაკეთება სჯობს ისეთ გასართობებზე, რომლებიც ტექნიკასთან მიჯაგჭვულობასაც მოუხსნის პატარას და ამავდროულად მისი სუფთა ჰაერზე ყოფნისა და ჯანსაღი ცხოვრების გარანტორი იქნება. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია შეიძინოთ სათამაშო ავეჯი ბავშვებისთვის.
Wishlist.ge გთავაზობთ საუკეთესო საშუალებას ბავშვის ჯანსაღი განვითარებისათვის და წარმოგიდგენთ ,,ბავშვთა სამყაროს“ საუკეთესო შემადგენელ ნაწილებს ბავშვის სათამაშო ავეჯის სახით: ეზოს სათამაშო სახლებს, სასრიალოსა და საქანელას ( კომპლექტები), ბატუტებს, ღობესა და გვირაბებს, აიწონა-დაიწონას, მექანიკურად სამართავ მანქანებს, ქვიშაში სათამაშოებს, მაგიდასა და სკამებს და სხვა.
თითოეული პროდუქტი წარმოდგენილია სათამაშოების მწარმოებელი საუკეთესო კომპანიების სახელით, რომლებიც ლიდერობდნენ და ლიდერობენ დღესაც. ამ კომპანიების შესახებ ინფორმაციას იხილავთ ქვემოთ.
ეს და კიდევ მრავალი სხვა კატეგორია დაგხვდებათ „ვიშლისთში“, საყურადღებოა, რომ „ვიშლსთმა“ შექმნა მაღაზათა ქსელები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საუკეთესო პროდუქციითა და შთამბეჭდავი შოურუმებით შემდეგ მისამართებზე:
- თბილისი: აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი მოლი მე-3 სართული;
- თბილისი: ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. N 2,ისთ-ფოინთი, კავეას შენობა;
- თბილისი: ცინცაძის ქ. N 12, აქსისის სავაჭრო ცენტრი;
- თბილისი: ვაჟა-ფშაველას ქ N 70, სითი მოლი, საბურთალო, LG სართული;
- რუსთავი: 1ა მეგობრობის გამზირი (რუსთავი მოლი);
- ბათუმი: ჟიული შარტავას ქ. N 22;
- ქუთაისი: 9 აპრილის ქ. #3;ზუგდიდი: კონსტანტინე გამსახურდიას ქ. N 35.
გვეწვიეთ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე შოურუმებში ან ონლაინ, ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე, wishlist.ge-ზე და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთი თქვენზე მორგებული პირობებით. საუცხოო კომფორტის შეგრძნებაა, როცა შენს გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებულ პროდუციას ირჩევ, ცალკე კომფორტი კიდევ გახლავთ ის, რომ ნებისმიერ შოურუმში დაგხვდებათ ჩვენი კომპეტენტური თანაშრომელი და დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ვერ ახერხებთ მაღაზიებში მისვლას? – შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე დაუკავშირდეთ ჩვენს წარმომადგენლებს, რომლებიც ისეთივე კვალიფიციურ რჩევას მოგცემენ, როგორსაც შოურუმებში ვიზიტისას.
დღეს ,,ვიშლისთი” მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებელს გადაწყვეტილების ონლაინ მისაღებად, რაც უმაღლესი დონის პროფესიონალურ კონსულტაციასა და ადგილზე უფასო მიწოდებაში გამოიხატება. დღეს სახლიდან გაუსვლელად, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, რომელსაც უმოკლეს ვადაში მიიღებთ სასურველ მისამართზე.
(R)
















კომენტარები