• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

ალია ავტორი - ალია
14:34 06-01-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

თიბისი კონცეპტის გალერეა 6 ივნისიდან 15 სექტემბრამდე წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილი პერსონალურ გამოფენას – „საით მიფრინავ, ღრუბელო?“ – ფერეიდნული კვალი: ოთხი საუკუნის შემდეგ.

გამოფენა ფერეიდნელი ქართველების ისტორიასა და კოლექტიურ მეხსიერებას ეძღვნება – თემს, რომელიც ოთხ საუკუნეზე მეტია საქართველოს ფარგლებს გარეთ, ირანის ისპაანის პროვინციაში აგრძელებს საკუთარი იდენტობის, კულტურისა და ქართული ენის შენარჩუნებას.

გამოფენის სახელწოდება ერთი სიმბოლური ისტორიიდან იღებს სათავეს. ფერეიდანში მოგზაურობისას ნათელა გრიგალაშვილმა ადგილობრივისგან მოისმინა მისი დედის სიტყვები: „საით მიფრინავ, ღრუბელო? ვინ იცის, იქნებ საქართველოს მთებს გადაუფრინო?!“ – მონატრებისა და სამშობლოსთან უხილავი კავშირის ეს განცდაგამოფენის მთავარ ემოციურ ხაზად იქცა.

პროექტის კონცეპტუალური საფუძველი უკავშირდება ლადო აღნიაშვილის 1894 წლის ჩანაწერებს. აღნიაშვილი პირველი ქართველი იყო, რომელმაც ირანში „დაკარგული“ ქართველების მოსაძებნად იმოგზაურა და მათი ყოფა აღწერა. ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია სწორედ ამ ისტორიული მოგზაურობის თანამედროვე ინტერპრეტაცია სწარმოადგენს – კულტურული მეხსიერების, იდენტობისა და დროის მიღმა გაგრძელებული კავშირის კვლევას.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ასახავს ფერეიდანს, როგორც უნიკალურ კულტურულ სივრცეს, სადაც ყოველდღიური ცხოვრება სამშობლოს მუდმივ მონატრებასთანაა გადაჯაჭვული. ფოტოსერია ქმნის დიალოგს საუკუნის წინ აღწერილ და დღევანდელ ფერეიდანს შორის, წარსულსა და აწმყოს შორის, რომელიც ერთდროულად ისტორიულიცაა და პირადიც.

ოცდაათ წელზე მეტია, ნათელა გრიგალაშვილი დოკუმენტური ფოტოგრაფიის სფეროში მუშაობს. მისი შემოქმედების მთავარი თემებია საქართველოს რეგიონების ყოველდღიური ცხოვრება, იზოლირებული თემების სოციალურ–კულტურული იდენტობა, კოლექტიური მეხსიერება და თანამედროვეობის გავლენა ტრადიციულ გარემოზე. ფოტოგრაფი ცნობილია გრძელვადიანი პროექტებით, რომლებიც ადგილობრივ თემებთან მჭიდრო ურთიერთობისა და ნდობის საფუძველზე იქმნება, რაც მის ნამუშევრებს განსაკუთრებულ სიღრმესა და ინტიმურობას ანიჭებს.

კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი

გამოფენის გახსნა: 6 ივნისის, 17:00 სთ.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, მარჯანიშვილის

(R)

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved