• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

​შეიძლება თუ არა ბუქსირებისას სრული ამოძრაობის ავტომობილი დაზიანდეს?

ალია ავტორი - ალია
16:35 06-01-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92
​ავტოსაგზაო შემთხვევას ყველა შეიძლება გადაეყაროს, სხვისი შეცდომის, ბუნებრივი პირობების გამო. ავარია, მაშინაც კი, თუ ფიზიკური დაზიანება არავის აქვს, ყოველთვის დიდ ფსიქოლოგიურ სტრესთან არის დაკავშირებული,

პირველი წუთები შეჯახების შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სანამ საევაკუატორო სამსახური შემთხვევის ადგილზე მოვა, თითოეულმა მძღოლმა იმოქმედოს მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლით, რათა მაქსიმალურად დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, მგზავრები და მოამზადოს მყარი, სამართლებრივი საფუძველი შემდგომში ზარალის ასანაზღაურებლად.

​პირველი და უმთავრესი ნაბიჯია: უსაფრთხო ადგილას გადასვლა.

თუ შემთხვევა მაგისტრალზე ხდება, ხოლო ავტომობილი იქოქება და მოძრაობისთვის საჭირო ფუნქციები აქვს, ის სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოთ გზის აქტიური სავალი ნაწილიდან გვერდულზე ან უახლოეს უსაფრთხო სივრცეში. გადატვირთულ მაგისტრალზე შუა ზოლში გაჩერებული მანქანა წარმოადგენს უდიდესი კატასტროფის საფრთხეს. სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად სწორედ ამ დროს ხდება მეორეული შეჯახებები, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი სხვა ტრანსპორტი გვიან ამჩნევს დაბრკოლებას, ვერ ასწრებს რეაგირებას და ეჯახება უკვე ავარიაში მოყოლილ უძრავ მანქანებს, ეს კი მსხვერპლის რისკს აორმაგებს.

​შემდეგი ეტაპია საავარიო სიგნალიზაციის ჩართვა და ამრეკლი სამკუთხედების განთავსება.

საავარიო ციმციმები უნდა ჩაირთოს მომენტალურად, რათა გზაზე მყოფ სხვა მძღოლებს შორიდანვე მიეცეთ საშუალება დროული მანევრირების.

უსაფრთხოების მანათობელი სამკუთხედი კი უნდა დაიდგას მანქანის უკან, დასახლებულ პუნქტში მინიმუმ 15-20 მეტრის, ხოლო სწრაფმავალ ავტომაგისტრალზე 50-100 მეტრის დისტანციაზე. ეს მანძილი აუცილებელია იმისათვის, რომ სხვა მანქანებმა უსაფრთხო მანევრირება წინასწარ დაგეგმონ.

​ევაკუატორის მოსვლამდე აუცილებელია შემთხვევის ადგილისა და დაზიანებების დოკუმენტირება.

თუ მანქანის გზიდან გადაყვანა არაა საჭირო, არ შეეხოთ და არ შეცვალოთ მანქანის, ან მისი დეტალების განლაგება პოლიციის ან სადაზღვევო აგენტის მოსვლამდე.

ხოლო, თუ ის ბლოკავს მოძრაობას და გადაყვანა მოგიხდათ, გადაიღეთ დეტალური ფოტოები და ვიდეოები ყველა შესაძლო რაკურსიდან: ორივე მანქანის საერთო ხედი, სამუხრუჭე ნაჭდევები მიწაზე, ნამსხვრევების განლაგება და კონკრეტული მექანიკური დაზიანებები. ეს მასალა იქნება თქვენი მთავარი და უტყუარი მტკიცებულება სადაზღვევო კომპანიასთან, თუ სამართალდამცველებისას დავისას

​ამ ნაბიჯების შემდეგ, სასურველია ინფორმაციის გაცვლა. მშვიდად, კონფლიქტის გარეშე გამოართვით მეორე მძღოლს პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის, მანქანის ტექნიკური პასპორტისა და სადაზღვევო პოლისის ფოტოები და მიაწოდეთ თქვენიც. ჩაიწერეთ შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების, გარემოვაჭრეების ან სხვა მძღოლების საკონტაქტო ნომრებიც, რომლებიც გამოდგებიან თვითმხილველებად.

​სანამ ევაკუატორი მანქანას პლატფორმაზე აიყვანს, შეაგროვეთ პირადი ნივთების შეგროვება. გამოიღეთ სალონიდან, სათავსოებიდან და საბარგულიდან ყველა ძვირფასი თუ ძვირადღირებული ნივთი, პორტატული ტექნიკა, ფული, პირადი საბუთები და მანქანის დოკუმენტაცია. მას შემდეგ, რაც მანქანა საევაკუატორო მოედანზე ან უცხო სერვისცენტრში გადავა, თქვენს ნივთებზე კონტროლი მნიშვნელოვნად გართულდება და პასუხისმგებლობას აღარავინ აიღებს.

​შეიძლება თუ არა ბუქსირებისას სრული ამოძრაობის ავტომობილი დაზიანდეს?

​ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და კრიტიკული ტექნიკური საკითხი, რომლის არცოდნამაც შეიძლება ავტომობილის ძვირადღირებული ტრანსმისია სრულად გაანადგუროს.

პასუხი ცალსახაა – დიახ, არასწორ ბუქსირებას შეუძლია უმოკლეს დროში მწყობრიდან გამოიყვანოს სრულად უმოძრაო ავტომობილის სისტემა და მძღოლს უდიდესი ფინანსური ზარალი მიაყენოს.

​ვეცდები მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, რა იწვევს სრული ამძრაობის მექანიკის დაზიანებას გადატანისას და როგორ უნდა იქნეს გადატანილი, რათა არ დაზიანდეს.

ჩვეულებრივი წინა ან უკანა ამძრავიანი მანქანებისგან განსხვავებით, სადაც მხოლოდ ერთი ხიდია აქტიური და მეორე თავისუფლად გორავს, სრული ამძრაობის სისტემაში ოთხივე თვალი მუდმივად ან ელექტრონულად არის დაკავშირებული გადაცემათა კოლოფთან ან ცენტრალურ დიფერენციალთან. ეს რთული სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ოთხივე თვალი ბრუნავდეს მხოლოდ ძრავის მუშაობის დროს, თანაც აბსოლუტურად სინქრონულად.

​აქედან გამომდინარეობს ორი თვლით ბუქსირების საფრთხეები. თუ ასეთ მანქანას წინა ხიდს აუწევთ და უკანა თვლებით მიწაზე მიათრევთ, უკანა თვლები იწყებენ იძულებით ბრუნვას გზის ზედაპირთან კონტაქტის გამო. ეს ბრუნვა მომენტალურად გადაეცემა ტრანსმისიას, მაგრამ ვინაიდან მანქანის ძრავი გამორთულია, გადაცემათა კოლოფში არსებული ზეთის ტუმბო არ მუშაობს. შედეგად, ცენტრალური დიფერენციალი განიცდის კოლოსალურ მშრალ ხახუნს და მომენტალურ გადახურებას. სულ რამდენიმე კილომეტრის ასე გავლის შემდეგაც კი, სისტემა განიცდის სრულ მექანიკურ დეფორმაციას და “დნება’, კოლოფის შეკეთება ან შეცვლა კი ათასობით ლართან არის დაკავშირებული.

​ერთადერთი უსაფრთხო გზა პლატფორმული ევაკუატორია. სრული ამძრაობის მქონე მანქანის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ისე, რომ ოთხივე თვალი მთლიანად და უძრავად იდგეს ევაკუატორის სპეციალურ პლატფორმაზე. ამ დროს ტრანსმისიის არცერთი დეტალი არ ბრუნავს, დატვირთვა ნულოვანია და დაზიანების რისკიც სრულად გამოირიცხება.

​იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმული ევაკუატორი ფიზიკურად ვერ უდგება მანქანას, მაგალითად ვიწრო და დაბალ მიწისქვეშა პარკინგში, გამოიყენება სპეციალური საევაკუატორო ურიკები. ეს არის პატარა დამცავი დამხმარე თვლები, რომლებიც ყენდება მიწაზე დარჩენილი ხიდის საბურავების ქვეშ. ამ მეთოდით მანქანის საკუთარი თვლები მთლიანად სცილდება ასფალტს, ისინი აღარ ბრუნავენ და მავნე დატვირთვა გადაცემათა კოლოფზე აღარ ვრცელდება.

თუმცა, ისეც არ უნდა გავიგოთ, თითქოს პლატფორმული ევაკუატორი ყველა შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია, არის შემთხვევები, რომ სხვა ტიპის მომსახურება სჯობს, სპეციფიკიდან გამომდინარე. ინდივიდუალურ შემთხვევებში, პროფესიონალი ზუსტად აგიხსნით, რომელი მომსახურებაა თქვენს შემთხვევაში უპრიანი.

​შეცდომები, რომლებიც უნდა ავიცილოთ თავიდან, როდესაც მანქანა გზაზე გვიფუჭდება

​მხოლოდ ავარია როდია მანქანის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი. ნაწილების ცვეთა, რომელიმე დეტალის გაუმართავობა და ზოგჯერ ავტომობილი მოულოდნელად წყვეტს მუშაობას შუა გზაზე.

ასეთ დროს, ახალბედა კი არა, გამოცდილი მძღოლებიც კი ხშირად პანიკაში ვარდებიან, კარგავენ რაციონალური აზროვნების უნარს და უშვებენ უპატიებელ შეცდომებს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.

​პირველი კრიტიკული შეცდომაა გაჩერებულ მანქანაში ჯდომაა მაგისტრალზე. თუ მანქანა გაგიფუჭდათ სწრაფმავალ გზაზე და ვერ ახერხებთ მის გადაყვანას უსაფრთხო სამშვიდობო ზონაში, მანქანაში ჯდომა კატეგორიულად დაუშვებელია.

თუ გარეთ ცუდი ამინდია? – ქარია, ცივა, წვიმს – ასეთ დროს კიდევ უფრო სწრაფად უნდა დატოვოთ მანქანა, რადგან უამინდობაში კიდევ უფრო მეტია ავარიებია რისკი. მაგისტრალზე მანქანებმა 150-200 მეტრიდან მაინც უნდა შეგამჩნიონ, რომ მანევრირება შესძლონ..გზის პირას გაჩერებულ მანქანებს უკნიდან დაჯახების უდიდესი ალბათობაა. სწორედ ამიტომ, მძღოლი და მგზავრები სასწრაფოდ უნდა გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან, სპეციალური დამცავი ბარიერის ან მოაჯირის მიღმა, ანუ რაც შეიძლება შორს.

​მეორე გავრცელებული შეცდომაა ხელის მუხრუჭის დავიწყება! გაფუჭებული მანქანის იძულებითი გაჩერებისას, განსაკუთრებით დახრილ ზედაპირზე, აღმართსა თუ დაღმართზე, მხოლოდ გადაცემათა კოლოფის იმედად ყოფნა, მაგალითად საპარკინგე პოზიციაში დატოვება, ძალიან სახიფათოა და არასაკმარისია. აუცილებელია ხელის მუხრუჭის ბოლომდე, მყარად დაფიქსირება, რათა მანქანა არ დაგორდეს საევაკუატორო სამუშაოების დაწყების ან ჯალამბარის ჩაბმის მომენტში.

​მესამე საშიში პრაქტიკაა არალიცენზირებული ევაკუატორების მომსახურებაზე დათანხმება. ხშირად, მაგისტრალზე გაჩერებისას, თქვენთან მოულოდნელად ჩერდება კერძო ევაკუატორი, რომელიც საერთოდ არ გამოგიძახებიათ. უცხოეთში მათ “მეკობრე ევაკუატორებს” ეძახიან, საქართველოში კი, შეიძლება ჩათვალო, რომ შემთხვევით მოხვდა იქ. რეალურად კი, ისინი მაგისტრალის იმ მონაკვეთებზე დადიან, სადაც ყველაზე ხშირია ავარიები. მათი უმრავლესობა, შეიძლება საათობით დადის უკვე და ეძებს “კლიენტს”, შესაბამისად, როდის დაისვენა, ან გამოიძინა ბოლოს, – უცნობია. მართალია, ადამიანი ფიქრობს, რომ რაკი “გამვლელი” ევაკუატორია, უკეთეს ფასად მოემსახურება, მაგრამ რეალურად, მათი უმრავლესობა სარგებლობს მძღოლის სტრესული მდგომარეობით, მოქმედებს სწრაფად და. მანქანის პლატფორმაზე აყვანის შემდეგ კი უყენებენ არარეალურად მაღალ, წინასწარ შეუთანხმებელ ტარიფებს, ან მანქანა გადაჰყავთ საეჭვო კერძო ავტოსახელოსნოებში, სადაც ხელოვნურად გიზრდიან ხელოსნის ხარჯებს.

​მეოთხე შეცდომაა კაპოტის ახდა გადატვირთულ მოძრაობაში. მძღოლების მცდელობა, თავადვე, სპონტანურად შეაკეთონ ძრავი, შეამოწმონ აკუმულატორის მომჭერები ან წყლის დონე პირდაპირ გზის აქტიურ სავალ ნაწილზე, ხშირად მთავრდება ფატალურად. გვერდით დიდი სიჩქარით ჩამომავალი მანქანების მძღოლებმა, განსაკუთრებით შეზღუდული ხილვადობის ან ღამის პირობებში, შეიძლება საერთოდ ვერ შენიშნონ აწეული კაპოტის წინ გადახრილი ადამიანი.

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

ევაკუატორის გამოყენება საუკეთესო, ყველაზე თანამედროვე და უსაფრთხო გზაა ნებისმიერი მანქანის გადასაზიდად, თუმცა, თავად აყვანის პროცესი მოითხოვს ავტომობილის წინასწარ სწორ მომზადებას, რათა თავიდან ავიცილოთ სავალი ნაწილის, დაკიდების სისტემისა თუ ბამპერების დამატებითი დაზიანება.

​პირველ რიგში, აუცილებელია საჭის გასწორება. მანქანის წინა თვლები უნდა იდგეს აბსოლუტურად სწორად, გზის პარალელურად. თუ საჭე დაგრეხილია, ლითონის ტროსით მისი პლატფორმაზე იძულებითი ამოთრევისას მანქანა დაიწყებს გვერდზე წასვლას. ეს გამოიწვევს საბურავებისა და დისკების ძლიერ ხახუნს ევაკუატორის რკინის ბორტზე, რაც მანქანის გვერდულად გადაყირავების კრიტიკული რისკია.

​შემდეგი ეტაპია მანქანის ნეიტრალურში ჩაგდება. სანამ სპეციალური მექანიკური ჯალამბარი მუშაობს და მანქანა ნელ-ნელა ადის აღმართზე, პლატფორმაზე, გადაცემათა კოლოფი აუცილებლად უნდა იყოს ნეიტრალურ პოზიციაში. თუ მანქანა შეცდომით დატოვებულია სიჩქარეში მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, ან საპარკინგე რეჟიმში ავტომატური კოლოფის დროს, თვლების ძალით დატრიალება ფიზიკურად დაგლეჯს და დაამსხვრევს კოლოფის შიდა ძვირადღირებულ კბილანებს, რადგან დამცავის ჩამკეტი მექანიზმი ამ დროს დაბლოკილია.

​მნიშვნელოვანია ხელის მუხრუჭის ჩამოწევა უშუალოდ აყვანის წინ. ხელის მუხრუჭი უნდა იყოს მყარად ამოწეული მანამ, სანამ ევაკუატორი ადგილზე პოზიციონირებს და იშლება, მაგრამ უშუალოდ პლატფორმაზე დაძვრისა და თრევის მომენტში ის აუცილებლად უნდა ჩამოიწიოს, რომ თვლებმა თავისუფლად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე იგორონ. როგორც კი მანქანა სრულად ავა ზემოთ პლატფორმაზე და საბოლოოდ გაჩერდება, ხელის მუხრუჭი ხელახლა და ბოლომდე უნდა ამოიწიოს ფიქსაციისთვის.

​ბოლო აუცილებელი ნაბიჯია გარე დეტალების საიმედო დაფიქსირება. თუ მანქანის წინა ან უკანა ბამპერი, ფრთა, დამცავი პლასტმასი ან გვერდითა სარკე ნახევრად მოგლეჯილია და ჰაერში კიდია, ისინი საიმედოდ უნდა დაფიქსირდეს წებოვანი ლენტით, ან საერთოდ მოიხსნას და ჩაიდოს სალონში ან საბარგულში. ევაკუატორის დიდი სიჩქარით მოძრაობისას შემხვედრმა ძლიერმა ქარმა შეიძლება ეს დეტალები საბოლოოდ მოგლიჯოს და ისროლოს უკან, რაც, გარდა იმისა, რომ ნაწილების დაკარგვას ნიშნავს, რეალურ კატასტროფულ საფრთხეს შეუქმნის თქვენს უკან მომავალ სხვა უდანაშაულო ავტომობილებს.

ყოველთვის პლატფორმული ევაკუატორია საჭირო?
ამ კითხვაზე პასუხია – არა!

მაშ, როგორ უნდა განსაზღვრო, რომელი სჯობს კონკრეტულ სიტუაციაში, რომელი ევაკუატორი უნდა გამოიძახო? – უნდა დარეკო სერვისზე ევაკუატორის გამოძახება და აუხსნა მანქანის მდგომარება, სწორედ ამ კომუნიკაციის მიხედვით გადაწყვეტს პროფესიონალი, რომელი ევაკუატორია საჭირო.

სტატისტიკურად, ზაფხულის თვეებში, ყველაზე ხშირი საჭიროებაა ევაკუატორი ბათუმშია, ან ბათუმი–თბილისის მიმართულებით.  “მეკობრე ევაკუატორთა” მსხვერპლი რომ არ გახდე, გიტოვებ ლინკს, ევაკუატორის სერვისი ბათუმში, ან უფრო მოკლედაც იყოს, თუ გსურს, ევაკუატორი ბათუმი. ამ ლინკიდან მარტივად შეძლებ, საჭირო ევაკუატორი გამოიძახო და არ დაგავიწყდეს, როგორ უნდა მოემზადო მის მისვლამდე და რა თანმიმდევრობით,

მწვანე შუქი და მშვიდობიანი, ხალისიანი მგზავრობა!

თეგები: ევაკუატორიევაკუატორი ბათუმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად
ახალი ამბები

​როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ევაკუატორით გადასაყვანად

16:35 06-01-2026
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ნათელა გრიგალაშვილის პერსონალურ გამოფენას

14:34 06-01-2026
„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
ბავშვთა სამყარო “ვიშლისთისგან”
ახალი ამბები

ბავშვთა სამყარო “ვიშლისთისგან”

13:50 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved