• რეკლამა
  • კონტაქტი
22:58, ორშაბათი, 18 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წლევანდელი 9 აპრილი სამარცხვინო თარიღად შევა საქართველოს ისტორიაში!” – მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:48 04-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,318

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

რაც ახლა პარლამენტის შენობის წინ ხდება, არის 9 აპრილს დაღუპულთა სულების შეურაცხყოფა და 9 აპრილს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ფეხქვეშ გათელვა!
სამარცხვინოები ხართ!
ადამიანებსაც ვერ გიწოდებთ!
36 წლის წინ ჩვენ მაშინდელ მთავრობის სახლთან ვიდექით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მოთხოვნით, დღეს კი ვხედავ მანქურთების თარეშს, რასაც არაფერი აკავშირებს არც 1991 წლის 9 აპრილს დაღვრილ სისხლთან და არც 1991 წლის 9 აპრილის ემოციასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოცხადებამ რომ მოგვგვარა.
წლევანდელი 9 აპრილი სამარცხვინო თარიღად შევა საქართველოს ისტორიაში!
ასეთი რამ არასდროს მომხდარა:
9 აპრილის მემორიალთან 9 აპრილს იგინებიან, იფურთხებიან და ძალადობენ!
ეს არის გაუგონარი მკრეხელობა!
1990 წლის 9 აპრილს, ტრაგედიის წლისთავზე არავის უკითხავს, ვინ რომელი პარტიის წევრი იყო, ხელისუფლებას წარმოადგენდა თუ ოპოზიციას, – რუსთაველის პროსპექტი ტიტების და მიხაკების ველად გადაიქცა. ყველას მდუმარედ მიჰქონდა ყვავილები და ყველა ხმადაბლა საუბრობდა!
არც მომდევნო წლებში მომხდარა დაპირისპირება, მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა!
დღეს კი, დღეს რა ხდება?!
სირცხვილი ყველას, ვინც ორგანიზება გაუწია ამ სიბინძურეს და ვინც მონაწილეობს ამ საზიზღრობაში!
ის, რაც ახლა რუსთაველის პროსპექტზე ხდება, 1989 წლის აპრილის მოშიმშილეთა და მაშინდელი აქციის ლიდერების შეურაცხყოფაც არის!
ეს არის საქართველოსთვის სილის გაწვნა!
სადამდე მიგიყვანათ სიძულვილმა!
როგორ დაეცით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სასესხო პორტფელის სავალუტო სტრუქტურის შესახებ რეკომენდაციები გამოაქვეყნა – მკითხველის კომენტარებზე პასუხებთან ერთად

14:15 05-18-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ კონცერტს

13:17 05-18-2026
PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved