• რეკლამა
  • კონტაქტი
01:31, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნანგრევებში ჩარჩენილი ხალხი, ბავშვებთან ერთად, მოსახლეობამ გადაარჩინა, ტექნიკა არ გვყავს და ვერ მოვდივართო, ეგ იყო თქვენი პასუხი”; “ეგ თოვლი დაგასრულებთ თქვენ” – ხალხი ლანჩხუთის მერიას

ალია ავტორი - ალია
04:25 02-26-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
514

დღეს, ე.წ. საკოორდინაციო შტაბის განცხადება, სადაც ეწერა, რომ ყველაფერს აკეთებს ხელისუფლება, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება, რაც პანიკას იწვევს და რომ მოხალისეების ჩასვლა არაპროდუქტიულია, რადგან, თურმე, იქეთ გაუხდათ მოხალისეები დასახმარებელი, გაავრცელა გურიის სამივე მუნიციპალიტეტმა, ოზურგეთმა, ჩოხატაურმა, ლანჩხუთმა.

განცხადებას, სამივე მუნიციპალიტეტის გვერდზე უპასუხეს მოქალაქეებმა.

ლანჩხუთის მუნიპალიტეტს და ლანჩხუთის მერს, ალექსანდრე სარიშვილს, ხალხი, კომენტარებში, ასე პასუხობს:
ადგილზე მობრძანდით და ნახეთ არასწორია თუ სწორი ინფორმაცია. ახლა მატყუარებიც გამოგვიყვანეთ თოვლში ჩარჩენილი ხალხი. ელექტროენერგია, წყალი და ელენტარული პირველადი დახმარების ნივთები არგვაქვს. სახლები თავზე გვენგრევა და თქვენ აქ პოსტებს წერთ ტყუილი ინფორმაცია ვრცელდებაო. შემოდგომას დამეწყრილი კლდე თავზე მადგას და მაგის ყურებაც თქვენი უნითაობის გამო მიწევს გადასახლებაში რო არ მომაყოლეთ და ჩამტოვეთ ამ მეწყერსაშიშ ზონაში.
არაფრის მაქნისები თქვენ არ ხართ. ამობრძანდით მამათში და ნახავთ ყველაფერს. მაგრამ ვერც ამოხვალთ 2 მეტრზე დიდი თოვლი და გაუწმენდავი გზაა თქვენი დამსახურებით
გამოაცხეთ პოსტი !!
რა მძიმე ტექნიკა დაგჭირდათ, სად? როდის გამოიყენეთ?
ხალხი ბავშვებთან ერთად ნანგრევებში ჩარჩენილი მოსახლეობამ გადაარჩინა.
ტექნიკა არ გვყავს და ვერ მოვდივართო, ეგ იყო თქვენი პასუხი.
ვის ეხმარებით???!!!
გზა ვერ ვაგიწმენდიათ დაბა სოფელში, მაღალმთიან სოფლებში საუბარი ზედმეტია.
ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ სტქიასთან ბრძოლას და ვინც დახმარების ხელს უწვდის იმათ მაინც აცადეთ!!!
ორი დღეა, ცდილობენ დაადგინონ, უტყუარია თუ არა ინფორმაცია, სოფელ კოკათში, დანგრეულ სახლში მოყოლილი ადამიანის შესახებ, რომელსაც მეზობლები ვერ ეხმარებიან.
ორი დღეა, სამაშველო გვთხოვს საკონტაქტო პირის ნომერს, რომლისგანაც ეს ინფორმაცია მივიღეთ, თუმცა რატომღაც დაუჯერებლად ეჩვენებათ რომ ტელეფონს ვერ ტენის .
მესმის, რომ ვერ ეხმარებით—არ გაქვთ შესაბამისი ტექნიკა, ხოლო ადამიანური რესურსით რაიმე შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია. სიმშვიდისკენ მოწოდება თბილი ოფისებიდან მარტივია, მაგრამ რეალობა …
“ის” , ვინც ყველაზე კარგად იცის, რას ნიშნავს ამ სოფელში ცხოვრება და რა გამოწვევების წინაშე დგას აქაური მოსახლეობა, შეიძლება თავისი ძალებით ცდილობს სიტუაციის მართვას. მაგრამ როცა ცენტრალური ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებით იფარგლება, როცა მათთვის ეს ადამიანები უბრალოდ სტატისტიკაა, ციფრები ანგარიშებში, და არა სიცოცხლე, რომლის გადარჩენაზე პასუხისმგებლები არიან, როცა ადამიანების ბედი მათთვის არაფერს ნიშნავს და დახმარება მხოლოდ მაშინ „გააქტიურდება“, როცა ტრაგედია განვლილ ამბად იქცევა—ამ დროს ცალკეული მცდელობები უძლურია. ხელისუფლებისთვის ეს მორიგი შემთხვევაა, ხალხისთვის—დაუსრულებელი კატასტროფა..
ტაშის დასაკვრელი პოსტი კი დაუდეთ და მე გამეცით პასუხი მწოლიარე პაციენტი მყავს აკეთში 15 წლის შვილი. როდის მიაღწევთ იქამდე? მამცნეს გუშინ ტრაქტორი დაგიქოქიათ ყოჩაააღ. იმდენს იზამთ რომ ეგ თოვლი დაგასრულებთ თქვენ, ან რა ფოტოებისთვის გცალიათ? ხო მშვიდობით ხართ?
სირცხვილია ასეთ ტყუილებს წერთ, სად იწმინდება გზები, რატომ არ ეხმარებით ხალხს სახლების დათოვლაში. სოფ.ღრმაღელის გამგებელმა ტელეფონიც კი გათიშა, ვის მივმართო დასახმარებლად, მოხუცი დედა არის ჩაკეტილი სახლში.

(ვიდეო) – მოხალისეებმა ჯარის მაღალი გამავლობის მანქანა ამოათრიეს თოვლიდან – ნანა დიხამინჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved