• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელი დააკავა და როგორ გაქრა მისი გვარი ხმაურიანი საქმის მასალებიდან

ალია ავტორი - ალია
23:22 01-25-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
507

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, გრიგოლ ბესელია ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, აჭარის რეგიონში “ქართული ოცნების” მთავარი დასაყრდენია. სწორედ მან დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპროტესტო სტიკერი გაკვრისთვის.

ტვ პირველის ცნობით, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმის ფავორიტი პოლიციელი გახდებოდა, ის ვანო მერაბიშვილის რჩეული იყო.

გრიგოლ ბესელიას გვარმა გაიჟღერა 2009 წელის 15 ივნისს, დიღომში პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების საქმეში – მაშინდელი ოპოზიციის წინააღმდეგ სამართალდამცველმა გადამეტებული ძალა გამოიყენეს და არა ერთ მომიტინგე სცემეს. 

მედიის ინფორმაციით, დიდი სკანდალი შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 თანამშრომლის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. წლების შემდეგ ეს საქმე ივანიშვილის პროკურატურამ გადმოიბარა, თუმცა საქმის მასალებიდან არსად ჩანს ბესელიას გვარი.

ქონება:

შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის ცხრა ნომერში, მდებარე ორ სართულიანი ტყუპი სახლებიდან ერთ-ერთი, პროევროპული დემონსტრაციების დარბევასა და ხალხის უკანონო დაკავებაში მხილებულ, აჭარის პოლიციის სკანდალში გახვეულ უფროსს გრიგოლ ბესელიას ეკუთვნის. 

ეს მაშინ, როცა ბესელიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის უსახლკაროა, არ აქვს მანქანა და მისი 6800 ლარიანი ხელფასით, ყოფილი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული ბინის სესხს იხდის. 

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში ორ სართულიანი სახლის მშენებლობის დამკვეთად გრიგოლ ბესელია ფიგურირებს.

საინფორმაციო დაფაზე ფოტოსურათები 2021 წლის 25  აგვისტოთი თარიღდება.  ამ დროს მიწა ოფიციალური მონაცემებით, გრიგოლ ბესელიას ბიძაშვილის, გიორგი წეროძის საკუთრებაა,  თუმცა საინფორმაციო დაფაზე წერია, რომ  სახლის მშენებლობის დამკვეთი აჭარის პოლიციის შეფი გრიგოლ ბესელიაა. მიწის გამყიდველიც “შაბათის ეთერს” უდასტურებს, რომ მოლაპარაკებები ვახტანგ გომელაურის მარჯვენა ხელთან ჰქონდა.

ორ სართულიანი თეთრი სახლი, შავი ალუმინის ვიტრაჟებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის პენსიონერი დედის სახელზეა გაფორმებული. ოფიციალური მონაცემებით, ბესელიას მშობლებს ბიზნესი არ აქვთ.  მათი ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოსგან დანიშნული პენსიაა.

გრიგოლ ბესელიას მამამ,  პოლიციის პოლკოვნიკმა არ უარყო, რომ ამ ორ სართულიანი სახლის მფლობელი მისი ვაჟია, სახლის მშენებლობისთვის, რემონტისთვის, მოწყობისთვის ფული გრიგოლ  ბესელიამაც ჩადო.

საჯარო მოხელე ვალდებულია, დეკლარაციაში ასახოს არა მხოლოდ მისი ქონება, არამედ ნებისმიერი ხარჯი, რომელიც თუნდაც სხვისი სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების ასაშენებლად ან მოსაპირკეთებლად გაწია, ასეთი ჩანაწერი გრიგოლ ბესელიას დეკლარაციაში არ არის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved