• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაზიდა ეროვნული ბანკის რეზერვები ივანიშვილის კლანმა” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
21:09 10-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,022
პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე:
გაზიდა ეროვნული ბანკის რეზერვები ივანიშვილის კლანმა. პანიკურად აკონვერტირებენ ლარებს დოლარებში. ვამბობდი, რომ არნახული ოდენობის დოლარები გაიყიდებოდა სექტემბერ-ოქტომბერში ამათი მავნებლური საარჩევნო კამპანიის გამო, 400 მილიონი დოლარამდე. წარმოუდგენლად ეჩევენებოდა ყველას. სინამდვილეში გადასცდა უკვე ამ რიცხვს. ნუ გაგვიკვირდება, რომ ნახევარ მილიარდსაც თუ მიაღწევს თვის ბოლომდე. მერე რა მოხდება და საიდან მოვა ლარის გადადსარჩენი ვალუტა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
თუ რამდენი გაიყიდა ბოლო ორ თვეში, ამას ოფიციალურად, სამწუხაროდ, გავიგებთ მხოლოდ 25 ნოემბერს, როცა ურემი გადაბრუნებული იქნება. ასეთი წესი აქვს დადგენილი ეროვნულ ბანკს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უნდა გაყიდონ რეზერვები, ახლა სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ, რომ არ ამბობენ, რა მოხდა, რატომ მოხდა და ხელს რომ აფარებენ “ოცნებას”, ეს არანაკლები დანაშაულია.
…
ეროვნული ბანკის განცხადება იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნოდ ეროვნულ ბანკს უწევს უცხოური ვალუტის გაყიდვა და მერე ეს ვალუტა უკანვე მალე ბრუნდება რეზერვებში, არის სიცრუე. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, წელიწადნახევრის განმავლობაში, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა დოლარების გაყიდვას მთელი წელიწასნახევრის განმავლობაში ლარის კურსის შესანარჩუნებლად და მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო რეზერვების დაგროვება ცნობილი მიზეზების გამო.
ანალოგიური მდგომარეობა იყო 2016 წლის არჩევნების შემდეგ. მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეძლო ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შეძენის დაწყება, მანამდე მხოლოდ გაყიდვით იყო დაკავებული.
სავალალოა, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკაში ჩახედვაც რომ ეზარებათ ან არ იციან წაკითხვა.
ეროვნული ბანკი კვლავ ცდილობს გაამართლოს “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი საარჩევნო რიტორიკა, რომელმაც გამოიწვია ქვეყნის რეზერვების კრიტიკულ დონემდე შემცირება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved