პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე:
გაზიდა ეროვნული ბანკის რეზერვები ივანიშვილის კლანმა. პანიკურად აკონვერტირებენ ლარებს დოლარებში. ვამბობდი, რომ არნახული ოდენობის დოლარები გაიყიდებოდა სექტემბერ-ოქტომბერში ამათი მავნებლური საარჩევნო კამპანიის გამო, 400 მილიონი დოლარამდე. წარმოუდგენლად ეჩევენებოდა ყველას. სინამდვილეში გადასცდა უკვე ამ რიცხვს. ნუ გაგვიკვირდება, რომ ნახევარ მილიარდსაც თუ მიაღწევს თვის ბოლომდე. მერე რა მოხდება და საიდან მოვა ლარის გადადსარჩენი ვალუტა, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
თუ რამდენი გაიყიდა ბოლო ორ თვეში, ამას ოფიციალურად, სამწუხაროდ, გავიგებთ მხოლოდ 25 ნოემბერს, როცა ურემი გადაბრუნებული იქნება. ასეთი წესი აქვს დადგენილი ეროვნულ ბანკს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: უნდა გაყიდონ რეზერვები, ახლა სხვა გამოსავალი არ არის, მაგრამ, რომ არ ამბობენ, რა მოხდა, რატომ მოხდა და ხელს რომ აფარებენ “ოცნებას”, ეს არანაკლები დანაშაულია.…
ეროვნული ბანკის განცხადება იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნოდ ეროვნულ ბანკს უწევს უცხოური ვალუტის გაყიდვა და მერე ეს ვალუტა უკანვე მალე ბრუნდება რეზერვებში, არის სიცრუე. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, წელიწადნახევრის განმავლობაში, ეროვნული ბანკი კვლავ აგრძელებდა დოლარების გაყიდვას მთელი წელიწასნახევრის განმავლობაში ლარის კურსის შესანარჩუნებლად და მხოლოდ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო რეზერვების დაგროვება ცნობილი მიზეზების გამო.ანალოგიური მდგომარეობა იყო 2016 წლის არჩევნების შემდეგ. მხოლოდ 5 წლის შემდეგ შეძლო ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის შეძენის დაწყება, მანამდე მხოლოდ გაყიდვით იყო დაკავებული.სავალალოა, რომ ეროვნული ბანკის სტატისტიკაში ჩახედვაც რომ ეზარებათ ან არ იციან წაკითხვა.
ეროვნული ბანკი კვლავ ცდილობს გაამართლოს “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი საარჩევნო რიტორიკა, რომელმაც გამოიწვია ქვეყნის რეზერვების კრიტიკულ დონემდე შემცირება.
კომენტარები