• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კაკისტოკრატია – საფრთხე მყისიერია და რეაქციაც მტკივნეული და ეფექტური ჭირდება – გიორგი თარგამაძე

ალია ავტორი - ალია
03:55 06-13-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,637

ფოტოკოლაჟი – ფორმულა

ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე:

 

კაკისტოკრატია ბერძნული სიტყვაა და სახელმწიფოს მმართველობის ისეთ ფორმას ნიშნავს, როდესაც ძალაუფლება ყველაზე ცუდ, არაკვალიფიციურ და უსინდისო ადამიანების ჯგუფს უპყრია ხელთ.

საქართველოში დღეს კლასიკური კაკისტოკრატია გვაქვს, სადაც ავტორიტარიზმის, მაფიოზურ-კლანურობის, კორუფციის, კრიმინალის, გაუნათლებლობის, არაკვალიფიციურობის, ანტიჰუმანურების, ქრისტიანული და ნებისმიერი ტრადიციული რელიგიური ეთიკის თავდაყირა დაყენების და უსინდისობის ისეთი კოქტეილია ათქვეფილი, რომ მისგან მომდინარე სიმყრალის სრულად გასანიავებლად და ნაბახუსევიდან თავის დასაღწევად სერიოზული ძალისხმევა და დრო დაგვჭირდება.

კაკისტოკრატიის პირდაპირი გამოვლინებაა ძალადობა და რეპრესიები ოპოზიციის ლიდერების, მედიის, სამოქალაქო აქტივისტების, სტუდენტების თუ უბრალოდ ხელისუფლებისგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მიმართ, რომელსაც ჩვენი ქალაქების ქუჩებში თითქმის ყოველდღიურად ვხედავთ და სულ უფრო თავხედურ ხასიათს იძენს.

ძალადობის უკან, პოლიციის ფართოდ დახუჭული თვალების ფონზე, ღიად და დემონსტრაციულად დგას ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ამ “ძალადობრივი გამჭვირვალობით” საზოგადოებას აჩვევს, რომ მომავალში კი არა – დღეიდან – მათ მოძალადე, ტერორისტული სახელმწიფოს პირობებში მოუწევთ ცხოვრება, ისე, როგორც ეს რუსეთსა თუ ბელარუსშია.

ამ დამთრგუნველი გზავნილის უკეთესად პენეტრირებისთვის პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ხდება მონიშვნა იმ სამიზნეების, რომლებსაც კაკისტოკრატიის რისხვა არ ასცდებათ.

საერთო ტერორის განცდის დამკვიდრებასთან ერთად – კონკრეტულად მშობლებმა უნდა იფიქრონ, რომ სხვა გზა არ არის – სისტემა დამკვიდრდა, წინააღმდეგობა ვერ აჩერებს და მათი შვილები გარდაუვალი და აუცილებელი ძალადობის მსხვერპლი გახდებიან, ამიტომ, როგორც ივანიშვილმა არაერთხელ გვითხრა ჩვენი ბავშვები – “კედელს ტყულიად თავს ნუ ურტყამენ…” მოკლედ შეეშვან ამ წინააღმდეგობას და თავები – პირდაპირი მნიშვნელობით გადაირჩინონ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ზოგიერთ მშობელს, შვილის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვამ, ერთი შეხედვით მოულოდნელი რამ ათქმევინოს, ან გააკეთებინოს…

რა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ მიტაცებული სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დაძრული რეპრესიის ტალღა შევაჩეროთ? პირველი პასუხი რაც თავში მოგვივა ალბათ ასეთია – არჩევნებში ხმა არ მივცეთ და ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ. მაგრამ საქმეც და პრობლემაც იმაშია, რომ  კაკისტოკრატიის ეს რეპრესიული მანქანა გაუჩერებლად სწორედ იმიტომ მუშაობს, რომ ყველაზე აქტიური ადამიანები წყობიდან ფიზიკურად გამოიყვანოს და დანარჩენებში კი შიში დათესოს, რომელიც არჩევნების და ზოგადად ცივილიზებული პოლიტიკური პროცესის მეშვეობით კაკისტოკრატების ხელისუფლებისგან ჩამოშორებას შეუძლებლად წარმოაჩენს.

მაშ რა ვქნათ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობისთვის ძალადობა სასტიკად მიუღებელია და ათასობით ადამიანი გამოთქვამს მზაობას თავდასხმებისგან დაიცვან პოლიტიკოსები თუ სამოქალაქო აქტივისტები, ცალ-ცალკე ყველა მათგანის სახლთან ორგანიზებული ჯგუფების დაყენება, უბრალოდ შეუძლებელია. მნიშვნელოვანი და ბუნებრივი პროცესია, როცა კობახიძეს, პაპუაშვილს თუ ოცნების სხვა წარმომადგენლებს საზოგადოება ყოველდღიურად ახსენებს თუ ვინ არიან, რა დაუშავეს ქვეყანას და რას იმსახურებენ, თუმცა ცხადია არასაკმარისი, რადგან ივანიშვილს საკუთარი მარიონეტების კომფორტი და მომავალი ნაკლებად ანაღვლებს.

ამოცანის მისაღწევად აუცილებელია გავიაზროთ ის, თუ ვინ დგას ძალადობრივი პირამიდის სათავეში, ვინ არის რეპრესიების მთავარი დამკვეთი და პირადად მას შევუქმნათ დისკომფორტი. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ადამიანზე და რაც უფრო სასტიკად იძალადებს სახელმწიფო, მით უფრო რთული უნდა გახდეს ივანიშვილისთვის ამ ქვეყანაში ცხოვრება.

მართალია, ოლიგარქს აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძის მსგავსად, ან პარკში, კომენტარის მისაცემად გასული წილოსანივით ვერ წააწყდები. თუმცა, საერთო ოპოზიციური და მის მიღმა არსებული კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების რესურსი უკვე იმ სიდიდისაა, რომ საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი ფორმის მშვიდობიანი აქციის პერმანენტულად ორგანიზება შეიძლება ისე, რომ სადაც არ უნდა იყოს ივანიშვილი თავი მშვიდად ვერ იგრძნოს.

პარალელურად, სანამ საარჩევნო კონფიგურაცია გამოიკვეთება – ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ თემაზე მაინც შეუძლიათ მუდმივმოქმედი შტაბის ფორმატში თანამშრომლობა და რეაგირება. ერთობის დემონსტრირება – საერთაშორისო ყურადღების კიდევ უფრო აქტიურად მიპყრობა და უკვე ამუშავებული დასავლური სასანქციო სისტემის მაქსიმალური კონცენტრაცია პირადად ბიძინაზე, მის ოჯახსა და უახლოეს გარემოცვაზე. მოკლედ ერთი ახალგაზრდის ცემა პირადად ივანიშვილს და მის ოჯახს ძალიან მძიმედ უნდა უჯდებოდეს, ახლა და დაუყოვნებლივ.

საფრთხე მყისიერია და მუდმივი. რეაქციაც ორგანიზებული, მტკივნეული და ეფექტური ჭირდება. მხოლოდ ასეთი პასუხები და ინიციატივის ხელში აღება მიგვიყვანს არჩევნებამდე ისე, რომ ყუთებთან რეფერენდუმი – შედეგში აისახოს და მისი მასობრივი გაყალბება ვერავინ გაბედოს. ამისთვის ყველა წინაპირობა უკვე სახეზეა, ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ზუკა ბერძენიშვილსა და სხვა ნაცემი ახალგაზრდების სახეებზე ასახული ქართული ოცნების კაკისტოკრატიული პორტრეტი ყველაზე კარგად აჩვენებს შინაურსაც და უცხოელსაც – ივანიშვილის ხელში საქართველოს მშვიდობა და ნორმალური განვითარება არ უწერია.

ეს არ მოხდება, მაგრამ ბიძინას კაკისტოკრატიული რეჟიმი რომ მიუშვა, გაისად,  26 მაისის ფორმალურად აღნიშვნის შემდეგ, მისი თოჯინები უფრო შემართებით და ნამდვილი ენთუზიაზმით აღნიშნავენ დღევანდელ დღეს, 12 ივნისს, რუსეთის, ანუ მსოფლიო კაკისტოკრატიის  დღეს…

თეგები: გიორგი თარგამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved