• რეკლამა
  • კონტაქტი
23:19, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნახეთ, ბადრიჯანს იფარებს, როგორი ცოდოა, ფეხი არ გაფშიკოსო – მარკეტში შეხლა-შემოხლის flash back” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
17:45 02-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,791
მწერალი, ალეკო შუღლაძე:
აი, ისიც, მარკეტში მორიგი შეხლა-შემოხლის flash back:
ორივე ხელში პარკი მეჭირა, თავზე პარიკი მეხურა, კბილებით კი მესამე ჩანთას ვათამაშებდი, თან ვიღრინებოდი, უკნიდან ვიღაც მაწვებოდა და წინ მე ვაწვებოდი ვიღაც გაჭედილს, რომელსაც სამი ბარათიდან არცერთზე თანხა არ ჰქონდა, – როცა მივხვდი, რომ რკინის კალათის თავის ადგილზე დაბრუნებას მხოლოდ ფეხის ოსტატური გაკვრით თუ მოვახერხებდი და ასეც მოვიქეცი. კალათა, მარჯვენა ტერფის გარე მხრით, საოცრად ტექნიკურად მოვჭერი და ბოსტნეულებში შევასრიალე.
და არ დააყოვნა კონსულტანტის გაცოფებამ, ის საიდანღაც მესამე იარუსიდან გადმოხტა და ჩემ წინ დახტა. ვიფიქრე, შპაგით განმეგმირა სანამ ჰაერში იყო, როგორც ზორო კლავს ესპანელს, მაგრამ შპაგა არ მქონდა… ამიტომ დიდი ბადრიჯანი ავიფარე. მან კი დამიწივლა: „შე უზრდელო, კალათას ფეხი როგორ გაკარიო…“ და ატყდა ჩხუბი, ისინი სამნი იყვნენ, მე მარტო, ერთი ქალი წამომეშველა, ჩემზე უთხრა, მოხუცი კაცია, ნერვული, კლიმაქსიანი, შეეშვით, ნუ ეჩხუბებით, ნახეთ, ბადრიჯანს იფარებს, როგორი ცოდოა, ფეხი არ გაფშიკოსო…
გამოვარდი, წამოვედი, ბადრიჯანი ზურგს უკან მოვისროლე, კლიმაქსი არ მქონდა და დამემართა… მაგრამ ეს მინიატიურა სხვა რამეზეა…
მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი და მესიამოვნა. მახარებს ცოცხლების უპირატესობა მკვდრებთან შედარებით, ფეხის გაკვრა, სარკასტული ფრაზა, უზრდელური ქცევა საზოგადოებაში… ყოველთვის მახარებდა კარგი მოჭადრაკე კომპიუტერს რომ ამარცხებდა. მაგრამ ამბობენ, კომპიუტერი ისეთ დონეზე დააპროგრამეს, ადამიანი ვერ უგებსო. ეს მოსალოდნელი იყო, ისინი ხომ უბრალო ფიგურები არიან, მხედარი ვერ ფიქრობს, მხოლოდ დახტუნაობს, ლაზიერიც საკმაოდ სწორხაზოვანია, თანაც სულ გარე-გარე დარბის, მეფე არც ახსოვს, – და ამიტომაც გამოუთვალეს ყველა კომბინაცია და მოიმწყვდიეს ელექტრონულმა კუებმა და ოფიცრებმა კუთხეში.
აი, მწერლობა კი სხვა ამბავია: აქაც კომბინაციაა, მაგრამ სიტყვების კომბინაციას სხვა მაგია აქვს: მათ გადალაგებას, მასში ჩადებულ ძალისხმევას, ქვეტექსტს, ჯადოქრობას, რომელიც სიტყვებსა და ფრაზებს შორის ცხოვრობს. და აი, კლიმაქსიანს და შერცხვენილს გამახსენდა, რომ მოთხრობების კრებულს ვამთავრებ. მომბეზრდა ცნობიერების ნაკადის ფრქვევა და სიუჟეტი დავაბრუნე ჩემს ლიტერატურაში, შინაარსი, თავგადასავალი… ასე გავაგრძელებ ამიერიდან და არ ვიცი, რა ღირებულება ექნება მთლიანობაში, მაგრამ ერთი რამეს ვაცნობიერებ:
ისეთი წიგნი უნდა დავწერო, ხელოვნური ინტელექტი ნაკერავზე რომ გაიხეს, ნერვიულობისგან მაზერ ბორდები და დედა პლატები გადაეწვას, მეხსიერება მილიარდი ტერაბაიტი გაუხდეს, მსგავსი ვერაფერი შექმნას.
თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved