• რეკლამა
  • კონტაქტი
05:56, სამშაბათი, 3 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთავრდება ეს ტანცი-მანცი დუნდულების თამაში და შიშვლდება ის შენი სიაფანდობა” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
17:33 12-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,971

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

“არასოდეს დავწერ ისეთ წიგნს, მკითხველმა დღეში მხოლოდ ერთი ფურცლის წაკითხვა რომ შეძლოს და მეტის ვერა, სამი ფურცლის წაკითხვა გმირობის ტოლფასი იყოს, წიგნი კი ინტელექტუალურ ნაშრომად მოინათლოს. ვიმუშაო წიგნზე 2-3 წელი, ჩემი ცხოვრების ეს დრო მივახარჯო ისეთ ნაშრომს, რომლის წაკითხვასაც ერთი-ორი ადამიანი შეძლებს მხოლოდ და ისიც ბოლოში იტყვის, რომ კი მივხვდი, ეს წიგნი არაფერზეა, ეს წიგნი მკვდარ სამყაროზეაო.

მკვდარ სამყაროს და გრაფომანიას რატომ უნდა დავუთმო წლები? რა მხიბლავდა, რა მიყვარდა დიდი მწერლების რომანებში, როცა ვკითხულობდი? ნაღდი გრძნობა, აღმაფრენა, სიცოცხლე. ახლა რა გვეტაკა? რა გვეტაკა და ინტელექტუალობის ნაკლებობა. არაფერზე იმიტომ ვწერთ, რომ სათქმელი არაფერი გვაქვს? ეგრეა ზუსტად. ორი მკვლელი უკიდურესობაა: ან საპნის ოპერა, ან რომანი არაფერზე. განა შუაში არაფერია? თან პარადოქსი ნახე: ლიტერატურშინით შეპყრობილებს რომ გვკითხონ, თქვენი საყვარელი გმირი რომელიაო, ცოცხალ პერსონაჟებს დავუსახელებთ, ნაღდ ადამიანებს, რომანის სიუჟეტს მოვყვებით, დეტალებს დავუხატავთ ემოციურად. მაგრამ კითხვა ადვილია, აი, წერისას კი და ვინ რას ბოდიალობს, თუ იცოდეს. რა დრამატურგია, რის აზრი და ფაბულა. ამაზე თავს არავინ იწუხებს. გავკარი ეგეთ პოსტმოდერნიზმს. თან მკითხველიც შეაჩვიეს, არც ამას აქვს თავი, რამეზე იფიქროს. არც ერთი ფიქრობს, არც მეორე. 6 წელიწადში 6 რომანი არაფერზე. სიცარიელის დიდება. კაცობრიობას დედა ეტირა, ესენი კიდევ არაფერზე ბჭობენ არაფრით. დაიმახსოვრე, რომანში შეყრილი 500 მაგარი ამბავი ერთად, უაზროდ, უძაფოდ – სიცარიელეა.

შემდეგ იწყება ამ არაფრის შეფუთვა. იწყება კონკურსები, ლიტერატურული ფესტივალები, ინტერვიუები, პოზიორობა, ლოყების ბერვა და ცაში ყურება. ერთმანეთის წარმოჩენა, ტუსოვკა-მასოვკა, იწყება თავის მოტყუება და მწერალი უკვე დარწმუნებულია, რომ შედევრი შექმნა. ინტელექტუალურ-ავანგარდული ტექსტის შემქმნელი, აქეთ რომ გწნეხდა დიდი ტირაჟის გამო, ახლა თავად განიცდის საკუთარი წიგნის ჩაწოლას. და მაინც, რამე რომ წამოგცდეს, კბილებით ღვიძლს ამოგაცლის. იმ გერმანიაშიც ასეთივე ტიპები არიან უხვად. წარმოიდგინეთ, ენჯეოშნიკურმა ევროპამ იმდენი იჩალიჩა, რომ მკითხველს მოთხრობები შეაძულა. არა ძმაო, მოთხრობა არ გვინდა. ლექსი და მოთხრობა არ გვინდა, რომანი დაგვიწერე რამე ყვერობა… უმჯობესია, ყვერობაც არ იყოს, სჯობს არაფერზე იყოს და დაგიბეჭდავთ.

რატომ არ უყვართ მოთხრობა? იმიტომ, რომ მას ვერ გააყალბებ. დაიწყებ ბოდიალს, ერთი ადგილის ტკეპნას და დრო ამოგეწურება, დამთავრდება მოთხრობა. უი. მწერალი იძულებულია აფერაზე წავიდეს: მოთხრობის იდეა, შედარებით პატარა თემის რომანად გადაქცევა სურს და იწყება ხანგრძლივი ხეტიალი ვაკუუმში. ხამ აქედან წელავს, ხან იქიდან. მკითხველს ეგრევე ვერ დააბოლებ, ამისთვის 300 გვერდზე მეტია საჭირო. იმ დღეს მითხრეს, მცირე პროზა საერთოდ ხელოვნება არ არისო. ანუ გესმის, ბორხეს! ედგარ, სად ხარ?! კორტასარ, გამოჩნდით, გვირტყამენ. მარკეს, წამოიღე ეგ შენი „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ და დავცხოთ ამათ.

მაგრამ კარგი მკითხველი ყოველთვის არსებობს, მას ვერაფერს გამოაპარებ. მთავრდება ეს ტანცი-მანცი დუნდულების თამაში და შიშვლდება ის შენი სიაფანდობა. აღარავის ახსოვს შენი უპოპულარესობა. ბიბლიოთეკიდან გამოაქვს ვინმეს შენი „შედევრი“ და რჩები ტატამიზე მკითხველთან პირისპირ. აქ ვერც გამომცემელი გიშველის, ვერც მოსყიდული კრიტიკოსი, ვერც ფანკლუბი. გადის დრო და მხოლოდ ყალბი პრეზენტაციებით იკმაყოფილებ ეგოს, ბოლოსკენ კი მოდიდან გადადიხარ და აღარავის სჭირდები. ამიტომ შეეშვი ლიტერატურას და თავიდანვე რამე სარფიანი ბიზნესით დაკავდი.”

თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025

ბიზნესი

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
ახალი ამბები

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

14:45 06-02-2025
შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved