• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ოცნების“ ზოგი ლიდერი ეჭვიანობს კიდეც, რომ ზურაბიშვილი, შესაძლოა, მათ კონკურენტად იქცეს, რადგან პრეზიდენტი აშკარად ბიძინას ფავორიტია” – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
22:09 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,071

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე.

–ბატონო დათო,  სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა „ლე მონდს“ მისცა ინტერვიუ, სადაც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი და ფაქტიურად, რუსეთის მოკავშირე უწოდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა ასე ღიად გაილაშქრა ივანიშვილის წინააღმდეგ. ოპოზიციამ ამის შემდეგ განაცხადა, ზურაბიშვილი გამოკვეთილი და დამოუკიდებელი პროდასავლელი ლიდერია, ამ ინტერვიუს მერე ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა, რომ ის ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული და მისი ხიდია დასავლეთში, მძიმე დარტყმა მიყენაო. თქვენ რას იტყვით?

– აბა, რას ელოდებოდნენ, სალომე ზურაბიშვილი გამოვიდოდა და იტყოდა, ბიძინა ივანიშვილი პროდასავლური პოლიტიკოსიაო? ეს ჩვენი მკვდარი ოპოზიციაა ბიძინას პროექტი, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილი და ერთ თამაშს თამაშობენ. ახლა ამ ინტერვიუმ მათ საშუალება მისცა, ზურაბიშვილი გაემართლებინათ და ივანიშვილის ოპოზიციონერად წარმოესახათ ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის ყველა დავალება შეასრულა, სადაც და როდესაც უჭირდა, ყველა პოლიტიკური პრობლემა მოუგვარა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. „ქართული ოცნების“ ზოგი ლიდერი ეჭვიანობს კიდეც, რომ ზურაბიშვილი, შესაძლოა, მათ კონკურენტად იქცეს, რადგან პრეზიდენტი აშკარად ბიძინას ფავორიტია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის ოპოზიციონერია, სჯეროდეს, ნეტარ არიან მორწმუნენი. მე ამისი არ მჯერა. ივანიშვილი, ოპოზიცია და ზურაბიშვილი ერთად ატყუებენ ხალხს, მათ არ უნდათ რაიმე შეიცვალოს ქვეყანაში, ძალიან კარგად არიან დალაგებულები. ეს ოპოზიცია ძალიან კომფორტულად ცხოვრობს, ამ რეალობის შეცვლა არაფერში აწყობს, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნიათ და ოპოზიციური ნიშის დაკარგვა, ამ კომფორტსაც დააკარგინებს. ხალხის მდგომარეობა, რომელიც დღითი დღე უარესდება, არ ადარდებთ. ხალხზე მზრუნველი განცხადებები მათი ტყუილებზე აგებული პოლიტიკის ნაწილია, სხვა არაფერი.

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved