• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბიძინა კულუმბეგოვის რჩევები „ალიას“ მკითხველს – უნდა მივირთვათ თუ არა ის ხილი და ბოსტნეული, რომელიც არ ითლება?

ალია ავტორი - ალია
23:08 04-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

„ალიას“ ესაუბრება ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი:

-ხილი და ბოსტნეული – როგორ უნდა გავრეცხოთ და თუ არის რომელიმე, რომელიც არ შეიძლება ისე გაირეცხოს, რომ მისი მიღება იყოს უსაფრთხო, რადგან, გვახსოვს, ერთხელ თქვით, სალათის ფურცლების გარეცხვაზე როცა გკითხეს, რომ სჯობს, საერთოდ არ მივირთვათ სალათის ფურცლებიო. ამჯერად როგორია რეკომენდაცია?

– იცვლება რეკომენდაციები ამერიკის წამლისა და საკვების უვნებლობის სააგენტოს მიერ და ამ კუთხითაც შეცვალეს. ძალაში რჩება ის, რომ უნდა მოხდეს საკვები პროდუქტების გარეცხვა და დამუშავება – რაც შესაძლებელია, უნდა გაითალოს, მერე ისევ გაირეცხოს და ისე მივირთვათ, რაც თერმულად დასამუშავებელია – უნდა დავამუშავოთ.

მაგრამ პროდუქტები, რომლებიც შეიძლება, ვერც თერმულად დაამუშავო და ვერც გათალო – მაგალითად, მარწყვი, კენკროვანი ხილი არ გაითლება და ვერც თერმულად დამუშავდება, არის შესაძლებლობა, გამდინარე წყალში დავტოვოთ რამდენიმე წუთი. ვირუსი რადგანაც საჭიროებს გამრავლებისთვის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმს, ბუნებრივია, პროდუქტებზე ზემოდან დაწებებული ვერ მრავლდება, ამიტომ, მექანიკურად მას წყალი ჩამორეცხავს და არ არის საშიშროება.

– რამდენი წუთით უნდა დავტოვოთ მაგალითად, მარწყვი, გამდინარე წყალში?

– 5-იდან 10 წუთამდე უნდა დავტოვოთ.

-ხომ არ არის განსაკუთრებული რეკომენდაციები და რჩევები, რომელიმე კონკრეტული პროდუქტის მიღებაზე?

-ყველა პროდუქტის მიღებას გირჩევთ, მაგრამ მაგალითად, აი ვაშლი რომ ავიღოთ, დავანებოთ თავი მის საპონში გარეცხვას – გავთალოთ, გავრეცხოთ და ისე შევჭამოთ.

-მოსახლეობის უმეტესობა სახლშია გამოკეტილი. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაა, ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ სახლში – მაგრამ, „დე“ ვიტამინისთვის მაგალითად, მზის სხივი აუცილებელია, არა?

-უდიდესი  ნაწილი „დე“ ვიტამინის კანში უნდა წარმოიქმნეს, ეს ყველაზე ბუნებრივი გზაა, ამიტომ, აუცილებელია 15-20 წუთი გარეთ ფრთხილად გავიდეთ, არ ვამბობთ რომ ყველა სულ სახლში იყოს, არ უნდა შეიკრიბოთ დახურულ სივრცეში. გარეთ მზეს თუ მივეფიცხებით მცირე ხნით, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. შეგვიძლია დავეხმაროთ ხელოვნური საკვებითაც – კვერცხი, ყველი, თევზეული – ყველა ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს „დე“ ვიტამინს.

-რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს სახლში დიდი ხნით გამოკეტვამ ბავშვებში ან ხანდაზმულებში? – ისინი ხომ მაღაზიაშიც არ დადიან.

-ვირუსი უფრო დიდი საფრთხეა ბავშვებისთვისაც და მოზრდილებისთვისაც, ვიდრე სახლში ჯდომა. სახლში ჯდომა და უმოძრაობა რა თქმა უნდა არის რისკი ჭარბწონიანობის. ასევე  ფსიქოლოგიური და ემოციური ზემოქმედებაცაა – დეპრესია, მაგალითად. კარგად გავიაზროთ ყველამ, რომ ეპიდემიის საფრთხე უფრო დიდია, ვიდრე ყველა ამ დაავადების. დამთავრდება პანდემია და ჩვეულებრივ ცხოვრებასაც დავუბრუნდდებით.

თამო კეშელავა

თეგები: ბიძინა კულუმბეგოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved