• რეკლამა
  • კონტაქტი
17:24, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პრემიერის 4 სირცხვილი – “ფეხქვეშ თელავს მორალურ კანონებს” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
04:01 09-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,505

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“დიდ ბრიტანეთს ჰყავდა ერთი შესანიშნავი პრემიერ-მინისტრი – ჰაროლდ უილსონი!

ცხადია, ბენჟამინ დიზრაელის, დევიდ ლოიდ ჯორჯისა და თვით ჩერჩილის ფონზე, ოქსფორდელი ეკონომისტი არავის ახსენდება, მაგრამ ფაქტია – ლეიბორისტმა ურთულეს პერიოდში ძალიან ბევრი შეძლო …

უილსონი საზოგადოებაში ყოველთვის ჩიბუხს ეწეოდა. სახელი გაითქვა იმითაც, რომ ფეშენებელური კურორტების ნაცვლად შვებულებას ხშირად ატარებდა სამხრეთ ინგლისში, სილის კუნძულებზე.

ოპონენტები მას სიყალბესა და იაფფასიან პოპულიზმში ადანაშაულებდნენ. უილსონს კი უბრალოდ სრცხვენოდა თავისი ამომრჩევლების, ლივერპულელი მუშების წინაშე! ისედაც მათზე ასჯერ უკეთესი სოციალური პირობები ჰქონდა და დამატებითი ატრიბუტებით თავისი უპირატესობის ხაზგასმა ეხამუშებოდა, ესიკვდილებოდა.

არ ვიცი, შეიძლება ბ-ნი ღარიბაშვილი ადამიანის მიერ დაწერილ არცერთ კანონს არ არღვევს! მაგრამ ის უხეშად ფეხქვეშ თელავს დაუწერელ, მორალურ კანონებს.

სირცხვილია, როდესაც ქვეყანაში მოხუცებს პენსია წამლის ფულად არ ჰყოფნით, პრემიერ-მინისტრის პენსიონერ მშობლებს კი მოულოდნელად უგროვდებათ 150 000 ლარი შვილისთვის საჩუქრის გასაკეთებლად.

სირცხვილია, როდესაც ადამიანებს მამაპაპისეული მიწის დამტკიცება უჭირთ, პრემიერ-მინისტრის მეუღლე კი ბაკურიანში სარფიანი გარიგებით ახერხებს უძვირესი მიწის ნაკვეთის ხელში ჩაგდებას.

სირცხვილია, როდესაც მთელი საქართველოს ბავშვები გაუბედურებულ, მახინჯ სკოლებში არიან შეყრილნი, პრემიერ-მინისტრის შვილები კი მხოლოდ კერძო სკოლებში სწავლობენ ( ერთი სახელმწიფო სკოლა ვერ მოიძებნა ქვეყანაში, რომელსაც პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შვილს მიანდობნენ).

სირცხვილია, როდესაც პრემიერ-მინისტრი ჩვეულებრივი რეისებით, მათი ბიზნეს-კლასით მგზავრობასაც კი ვეღარ ეგუება და საზღვარგარეთ შვილთან ერთად ჩარტერით დაფრინავს (ისე ყვებიან ამ ამბავს, თითქოს ტელეფონით ტაქსი გამოიძახა).

კულტურული და თავმოყვარე ადამიანი ანგარიშს უწევს თავისი ხალხის მდგომარეობას; პრივილეგიებით დემონსტრაციულად სარგებლობა, ზედმეტი ფუფუნებით საკუთარი თანამოქალაქეების გაღიზიანება ამაზრზენი საქციელია. ასმაგად შემაშფოთებელია, როდესაც ასე თავხედურად პოლიტიკური ლიდერი იქცევა.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved