• რეკლამა
  • კონტაქტი
12:04, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიცი ჩასაფრებული ხართ, თქვე ნაბი@ვრებო…” – ხაფანგი და კიბორგები – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
20:18 08-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,401
მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“გულწრფელ, გულგახსნილ ადამიანებს მინდა გამოვეხმაურო, მსურს ჩემი მოსაზრება და გამოცდილება გავუზიარო მათ, საჯარო ტექსტებთან დაკავშირებით.
ხანდახან დგება მომენტი, როცა სიმართლის თქმას აპირებთ, გსურთ, თქვენი გულისტკივილი დაანახოთ მკითხველს, ხართ პირდაპირნი და ალალნი, ენდობით მკითხველს და იმედი გაქვთ, რომ ისინი ემპათიით განეწყობიან თქვენ მიმართ. გულის სიღრმეში გჯერათ, რომ თქვენი სიტყვით პრობლემას მოაგვარებთ, ხალხს შეარიგებთ, იქნება ჯანსაღი დისკუსია და ა.შ.
არ შეცდეთ. ეს პროცესი ასე არ მუშაობს. განსაკუთრებით მაშინ, თუ Public რეჟიმი გაქვთ ჩართული. ეს ერთგვარი ხაფანგია. ჯერ ერთი ის, ვისთვისაც არის განკუთვნილი ეს გზავნილი, შეიძლება არც გამოჩნდეს, იქამდე ვერც მიაღწიოთ. ან უბრალოდ, რბილად დაგილაიკოს და ამით დაკმაყოფილდეს.
სულ სხვა ხალხი ჩნდება, ვისაც არ იცნობთ. თავიდან ჩვეულებრივი ადამიანები იწყებენ აცდენილ კომენტარებს და შეპასუხებებს, თითქოს თქვენი წერილი არც წაუკითხავთ, არა ადეკვატურ რაღაცებს გწერენ და სიტუაციას ძაბავენ: პირობითად, ვიღაც ნათელა იტალიიდან, რომელიღაც გივი საბერძნეთიდან, აქაური ნინუცა ნინუცა, ანდა ვინმე გნიდა ტიპი თავისი ნამდვილი სახელით და გვარით. მათი კომენტარები უეჭველიზაციის პროპაგანდაა, მათ თითქოს იციან თქვენი დიაგნოზი და ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ხაფანგში გახლართვა სწორედ აქედან იწყება, როცა თქვენ გგონიათ, რომ მათ უბრალოდ არასწორად გაიგეს და ცდილობთ, უკეთესად აუხსნათ პრობლემის არსი. და აი, იწყება თქვენი დაცინვა, მტრის რაოდენობა იზრდება, თითქოს ამას ელოდნენო, თუ აქამდე ტიპებს არ იცნობდით, ახლა გაოგნებული ხართ, ფიქრობთ, ამათ საერთოდ აქ დედამიწაზე რა უნდათო. გააზრებას ვერც კი მოასწრებთ, ისე გადავლენ ისინი შეურაცხყოფებზე, და საქმეში კიბორგები და ტროლები ჩაერთვებიან ეგრევე, მაგალითად ვინმე „მრისხანე ბაბუაწვერა“, ანდა „ღვთის რისხვა“, თქვენს ადამიანურ გრძნობებს ისინი ასეთ მარტივ ფრაზებს დაუპირისპირებენ:
„ყლე ხარ“. „დედა მოვტყან შენი.“ „შენი ყველაფერი მოვტყან“.
ზოგიერთი უფრო ნატიფად დაგცინებთ: „ა, ბიჯო, მოდი და ტრიპერს მოგირჩენ“. „აგიფუჩუნდა, ბიძა“. „წადი, დაანძრიე და გაგივლის.“ „ვაი, შე უბედურო, მწერალი უნდა გერქვას, შე უნიჭო ვირთხა“… და ა.შ.
არიან ღრმა ეგზისტენციალური საფუძვლებით რომ გიტევენ: ყველას პასუხს ვერ გასცემთ. თუ არ გასცემთ და რა, რა შედეგი გამოიღო თქვენმა სიალალემ? იგრძენით, რომ რაღაც ამოთქვით და გათავისუფლდით?
მორჩა. სულ ეს არის. თქვენი გულწრფელობიდან არაფერი დარჩა. ის ფუჭი გასროლის მსგავსი იყო, თქვენ დათრგუნული ხართ.
ამიტომ თქვენ პირველმა უნდა შეუტიოთ:
„გულწრფელი მინდოდა ვყოფილიყავი, მაგრამ ვიცი ჩასაფრებული ხართ, თქვე ნაბიჭვრებო, ამიტომ ჩუმად ვიქნები და მათ კი, ვინც ჩასაფრებული იყო, ერთს ვეტყვი მოშნად: თქვენი დედები მოვტ*ყან ყველასი.
მადლობა ყურადღებისთვის, შემდეგი გაკვეთილი შემდეგ კვირას. მე თქვენ გასწავლით დაცინვებს, სარკასტულ გამოხტომებს, აცდენილ თესლობებს და ჩვენ თავად გავხდებით კიბორგები.”
თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved