• რეკლამა
  • კონტაქტი
14:01, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რევოლუციები სექსის შეზღუდვისა და რომელიმე კავშირებში ვერ შესვლის გამო არ ხდება” – შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
19:14 08-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
361

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

“სანამ საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, არ გააცნობიერებს და ბოლომდე არ გაითავისებს, რომ ეს მისი ქვეყანაა, მისი სამშობლო და რომ, სწორედ მან უნდა მართოს და გადაწყვიტოს საკუთარი სამშობლოს ბედი, მანამდე ვიბუქსავებთ გაუთავებლად. ეს უნდა გამოვლინდეს ყოველ დღე, სიყვარული და ზრუნვა უნდა იყოს ჭეშმარიტი. თუ გვექნება მხოლოდ მთავრობაში მყოფი ერთი ან ორი ადამიანის იმედი, რომ ისინი დაალაგებენ, – ანდა თუ ვიფიქრებთ, რომ რომელიმე ორი ადამიანი არ იქნება და მერე გეშველება – არაფერი გვეშველება. თუ მთავრობა არ იქნება სწორედ ასეთი ხალხისგან შედგენილი, ვისაც მართლა უყვარს ხალხი, სახელმწიფო ვერ აშენდება. თუ ასეთები ცოტანი ვართ, მაშინ ჩათვალეთ, რომ განწირულნი ვართ დიდი ხნით. სამშობლოზე უნდა ზრუნავდეს ნებისმიერი უმცირესობის წევრი, თუ შეუძლია, რასაკვირველია, და მერე დაიწყება უკუ პროცესიც. და არა პირიქით, რომ თავში იყვნენ ადამიანები, ვისაც ვაიძულებთ, რომ უმცირესობებზე იზრუნონ. ძალით და კანონებით, ვერავის ვერაფერს შეაყვარებ.
ამ წუთას უმცირესობების, ნაციონალური მოძრაობის, ელგებეტესა და ევროპის კოზირებად გამოყენება არასწორია. ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. ხალხმა უნდა დაინახოს ეკონომიკური სიდუხჭირე, დაუცველობა და გულგრილობა. რევოლუციები სექსის შეზღუდვისა და რომელიმე კავშირებში ვერ შესვლის გამო არ ხდება. საიდან უნდა მოვიყვანოთ ასეთი ადამიანები ქვეყანაში, უმრავლესობაში, რომ სხვა ადამიანზე და ქვეყანაზე ზრუნავდეს? ეს არის მთავარი ამოცანა. მერე დალაგდება „თავისით“. ის ახალი ადამიანი მიხვდება, რომ შუაღამის საათებში მაყუჩმოხსნილი ავტომობილით არ უნდა იაროს. დღეს ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეა. სწორედ იმ ათწლეულების წინ ერთნაირად მოაზროვნე, არამოძალადე, ასეული მილიონობით ადამიანმა, მოიშორა იმპერიალისტი მტერი. ამიტომ დინამომ მოიგოს და გორის დილამ მოიგოს და ძიუდოისტებმა მოიგონ, მაგაზე კი არ უნდა ილოცოთ (ეგ მერე), საქართველოში ადამიანი რომ გამოსწორდეს მაგაზე ილოცეთ პირველ რიგში რა. იქნებ გაგვიმართლოს და ერი შევიცვალოთ.”
თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved