• რეკლამა
  • კონტაქტი
15:49, ორშაბათი, 17 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს დიდ დანაზოგს გაუკეთებს თქვენ ჯიბეს” – რას უყვება ალიას “ცელსიუსის” თელავის ფილიალის მენეჯერი

ალია ავტორი - ალია
15:34 07-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,397

ცელსიუსი – გათბობა გაგრილების კომპანიაა, რომელიც არისტონით და სხვა წამყვანი ბრენდით გვანებივრებს ბაზარზე. კომპანიამ  რამდენიმე დღის წინ კონდიციონერის ახალი ბრენდ CHIQ – ექსკლუზივობით წარსდგა.

“ცელსიუსი” საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი, როგორც საცალო, ასევე საბითუმო და კორპორატიული მიმართულებით.  დასაქმებული ჰყავს 120 ზე მეტი თანამშრომელი თბილისსა და რეგიონებში.

დღეს გადავწყვიტეთ თელავის ფილიალზე გესაუბროთ და კითხვებით ცელსიუსის თელავის ფილიალის მენეჯერს, დავით კასრელიშვილს მივმართეთ:

–დავით, მოგვიყევით თქვენს შესახებ. რამდენი ხანია რაც ცელსიუსში ხართ და როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?

–ჩემი პირველი ნაბიჯები  18 წლის ასაკში მზარეულის პოზიცით დაიწყო. ძალიან საინტერესო და მეგობრული გარემოში. პირველი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. საწყისი ეტაპისთვის გამოცდილება და სამუშაო რეჟიმის შეგრძნება სწორედ აქ მივიღე. მიუხედავად ყველაფრისა, ვთვლიდი, რომ ეს ის სფერო არ იყო, სადაც განვითარება მინდოდა და უფრო მეტს ვთხოვდი თავს.

ამ დროს თელავში გამოჩნდა გათბობა-გაგრილების კომპანია „ ცელსიუსი“, რომელმაც შანსი მომცა დამეწყო მუშაობა კონსულტანტის პოზიციაზე.  ჩემმა მონდომებამ და მიზნებისკენ სწრაფვამ მიმიყვანა იქამდე, რომ დღეს სწორედ  ფილიალის მენეჯერი ვარ.

სამი წელი გახდება მალე რაც ვმუშაობ ცელსიუსში, სადაც კომფორტული და მეგობრული გარემოა. პროფესიონალთა გუნდი, რომელთანაც არასამუშაო დროსაც დიდ დროს ვატარებ და შეიძლება ითქვას მეგობრები ვართ.  ამ ადამიანებთან ურთიერთობით, საკმაოდ ბევრი ვისწავლე მიმდინარე პერიოდში, როგორც გაყიდვების მხრივ, ასევე მომსახურების და სერვისის კუთხით.

–გვითხარით თქვენი გუნდის შესახებ, რამდენი ადამიანია დასაქმებული  თელავში.

–ამჟამად ოთხი ადამიანით არის ჩვენი პატარა გუნდი წარმოდგენილი ქ.თელავში. მე დავითი კასრელშვილი ფილიალის მენეჯერი, გაყიდვების მენეჯერები: გიორგი მაისურაძე  და გიორგი ქევხიშვილი და ჩვენი „დედა-დიასახლისი“- ეთერი უმიკაშვილი.

–რა არის ის, რაც თელავს გამოარჩევს ცელსიუსის სხვა ფილიალებისგან ?

–რთულია თქვა სხვა ფილიალებისგან რით გამოვირჩევით… ფილიალებთან  საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს.  ვთვლი, რომ ყველა მენეჯერი  და თითოეული მაღაზიის  თანამშრომელი არის პროფესიონალი.

–თუ თანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან  და როგორია მოთხოვნა ამ მიმართულებით.

–დიახ,  ვთანამშრომლობთ ადგილობრივ კომპანიებთან, მაღაზიებთან, სადაც ჩვენ პროდუქციას ვუკეთებთ რეალიზაციას.  მოგეხსენებათ, რომ ვართ იტალიური ბრენდ ”ARISTON”-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ენერგოეფექტურობით. ხარისხიდან გამომდინარე ჩვენს პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულების  კომპანიებთან.  ამ ეტაპზე ერთ-ერთ დიდ სამშენებლო კომპანიასთან დავიწყეთ დიდი პროექტი, რომელიც .ქ.თელავში საცხოვრებელი კომპლექსს აშენებს.

ამასთან ერთად „ცელსიუსი“ მუდმივად ანებივრებს მომხმარებელს სხვადასხვა აქციებით. ამ ეტაპზე კონდიციონერებსა და გათბობის ქვაბებზე დიდი ფასდაკლებები გვაქვს.

–რა რჩევებს მისცემდით  მომხმარებელს?  თუ გაქვთ ისეთი შემოთავაზებები, აქციები რაც მომხმარებლისთვის საჩუქარია და რის გამოც თქვენზე უნდა გააკეთონ არჩევანი.

–მომხმარებელს ვურჩევდი, როდესაც  პროდუქციის შეძენას გადაწყვეტს, ბრენდს  და მწარმოებელ კომპანიას მიაქციოს ყურადღება. კარგად გაიაროს საგარანტიო პირობები, მომსახურების თუ ოფიციალური სერვისის საკითხი, რომ მომავალში პრობლემები არ შეექმნას რამე დეტალის შეძენისას.  ერთს დავამატებ, ჩვენს კომპანიას აქვს ძალიან კარგი აქცია, რაც ძველი (დაზიანებული) ქვაბის ჩანაცვლებას  მოიცავს ახალი ქვაბით. ეს დიდ დანაზოგს გაუკეთებს თქვენს ჯიბეს.

იმედია ამომწურავად გიპასუხეთ.

გელოდებით თელავში, ვარდოშვილის 10 ნომერში.

 

 

თეგები: ARISTONcelsiusi.geCHIQარისტონიგათბობა–გაგრილებაგათბობა–გაგრილების კომპანიათელავიკონდიციონერიცელსიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved