• რეკლამა
  • კონტაქტი
19:23, ორშაბათი, 27 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ამიხსენით, ვინ რას აკეთებს ბურჭულაძეზე უარესს?” – ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:46 04-27-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,092

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“ვლადიმირ პუტინისა და მისი ხროვის გარდა, ომი არც არავის უნდოდა, უნდა თუ ენდომება!..
არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს გლობალური ომის პარტია!..
თუ ვინმეს ჰგონია, რომ დანილოვის, არესტოვიჩის ან სხვათა აზრები ჩვენი რუსეთთან ომის საფუძველია, ცდება! არც ამ პერსონებს და არც უკრაინას და არც მთლიანად მსოფლიოს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა-ჩარევა!.. სხვა თუ არაფერი, დასავლეთი ჩვენ ვერ ან ძნელად თუ დაგვიცავს; ყოველ შემთხვევაში, გაუჭირდება ისეთივე მომარაგება, როგორც უკრაინას ამარაგებს!
… მაგრამ, მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ მე (ჩვენ) არაფერი ვიცით და, აი, დათო ოქიტაშვილმა კი – ყველაფერი იცის! წარმოვიდგინოთ, რომ თუთიყუშმა მას ისეთი ინფო მიაწოდა, რომელიც ჩვენ არ გვაქვს!
ახლა ვკითხოთ დათოს, ირმას და სხვებს – უნდა კი დასავლეთს რუსეთთან სადმე დამარცხება? თუ ის – დასავლეთი გვითრევს ამ ომში, და თუ ვიცით, რომ ჩვენ აპრიორი დავმარცხდებით, რატომ აკეთებს ამას დასავლეთი? თავისივე თავის მტერია?..
ეს არაა მილიონდოლარიანი კითხვა, თუმცა, ადრესატებს, ვეჭვობ, მასზე პასუხი გაუჭირდებათ!
ოქეი – ახლა ყველაფერს დავანებოთ თავი!
და წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერში მართალია დათო კი არა, ლალი! ლალი კი არა, გია-უცნობი! და კიდევ ვინმე!
ვიკითხავ ასე – იცით თუ არა, რამდენი მოიერიშე ჯარისკაცი ჰყავს კავკასიაში რუსეთს?!! ვიმეორებ – კავკასიაში და არა საქართველოში?!..
ლალისაა თუ დათოს ავუხსნი, რომ სულ ასეთი ჯარისკაცი არის 3000-მდე!.. ანუ, სახმელეთო ოპერაცია-იერიშზე, ისე, რომ მოაშიშვლონ ზურგი, მაქსიმუმ შეიძლება გადმოვიდეს 3000 ოკუპანტი!
ახლა მათ მივმართავ – ჩვენი ნაქები ჯარი ამ 3000 ოკუპანტს ვერ გაუმკლავდება?..
თუ ვერა – რატომ?
ვაჰ! ოქეი! გეტყვით – მეტის რესურსი რუსეთს, უბრალოდ, არ აქვს! არა! არა!
ტაქტიკური ამოცანები აქვს გადასაწყვეტი უკრაინაში სადაც დედა ეფშვნება!
ნუთუ ესეც გაუგებარია?..
ვაჰ… კეთილი! თუ ესეც გაუგებარია, მაშინ მიპასუხეთ – რამშტაინის ბაზაზე რომ ბრძანდებოდა ბ-ნი ბურჭულაძე (პაატა არა, ჯუანშერი); თეორიულად შეიძლება თუ არა, რომ რუსეთმა ეს ჩაგვითვალოს მის წინააღმდეგ ქმედებად და ამის გამო დაიწყოს ომი?.. თუ კი – მოითხოვეთ რამშტაინის ფორმატიდან საქართველოს ამოწერა! თუ არა – ამიხსენით, ვინ რას აკეთებს ბურჭულაძეზე უარესს?..”
თეგები: ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი კამპუსის სტუდენტების ერთი დღე თიბისიში – გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში

13:58 10-27-2025
ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved