• რეკლამა
  • კონტაქტი
00:36, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიბრძოლებ ფიზიკურად… ქვეყნის გადატრიალებაო, დაიწყებს ოცნება, გადატრიალებულია უკვე  ქვეყანა, გადმოსატრიალებელია” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
04:14 01-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
451

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ტვ პირველთან ამბობს, რომ თუ ის გახდება პარტიის თავმჯდომარე, გზა გაეხსნებათ ახალგაზრდებს, რომლებიც, მაგალითად, არიან საკრებულოს წევრები:

 

ამ ახალგაზრდებთან ერთად ვაპირებთ ქვეყნის აშენებას და ყველა ბარიერს, რომელიც იქნება, დავშლით, ახლა ქართულმა ოცნებამ როგორც უნდა ისე გადათარგმნოს, ქვეყნის გადატრიალებაო, რომ დაიწყებს ქართული ოცნება, გადატრიალებულია უკვე  ქვეყანა, როცა რუსეთისკენ მიგვაქანებენ, ჩვენ ქვეყანა გვყავს გადმოსატრიალებელი აქეთ, საბრძოლია, მე ვაპირებ, ფიზიკურად, ჩემი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად ბრძოლას რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ და არა სეირნობას. არ ვაპირებ არც სეირნობას, არც დაძინებას საღათას ძილით, არც 3 კვირაში ერთხელ გამოჩენას. კოალიციას თუ ვინმესთან გავაკეთებ, ეს იქნება ქართველი ხალხი, სოფე-სოფელ, რაიონ-რაიონ და რასაც ახლა ვაკეთებ, ათჯერ მეტს გავაკეთებ, ათჯერ მეტ ადამიანს დავარწმუნებ.

მოკლე განცხადება მინდა გავაკეთო, მოვისმინე სოციალურ ქსელში და მინდა პასუხი გავცე.

ქირქილებენ რომ ხაბეიშვილი გოიმია, სოფლელია, ბრენდულები არ აცვია და ლილოში ყიდულობს ტანსაცმელს …. მე წარმოვადგენ მშრომელ, წესიერ, პატიოსან ხალხს და არა ვიწრო პრივილეგირებულს, “ელიტას”.
დიახ, მე არ გავზრდილვარ ელიტარულ ოჯახში, გავიზარდე რიგით ქართულ ოჯახში, მამაჩემი ინჟინერი კაცი იყო, მამაჩემს 90-იანი წლების შემდეგ, ოჯახი რომ გამოეკვება, არ უთაკლია არასდროს და ვამაყობ ჩემი გარდაცვლილი მამით, არ უთაკილია, რომ მისი ოჯახის გამოსაკვებად დაცვაში ემუშავა და ღამეები ეთენებინა. დედაჩემი 30 წელი პედაგოგი იყო, ათასობით ბავშვი ჰყავს გაზრდილი, მარინა კოტრიკაძეს, დღეს, დედაჩემი, პენსიონერი ქალი, გაზის ანათვალზე დადის აფრიკაში, მოსკოვის გამზირზე, მისი არაჯანმრთელი… უამრავ წამალს სვამს. პენსიონერი დედაჩემი დღეს დადის კიბე-კიბე, ოჯახ-ოჯახ. მე და ჩემ ემიგრატ ძმას, არასდროს არ გვიკადრებია დედისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ამის საშუალება, აღგვზარდე, ახლა დაისვენე, არ გვიკადრებია და რატომ – არასდროს ჩემ ოჯახში სათაკილო არ ყოფილა შრომა, წესიერება და პატიოსნად მუშაობა. ჩემი ძმა, საქართველოს თავდაცვის ძალების კაპიტანია და პრეზიდენტ სააკაშვილს იცავდა მისი მკერდით, 13 წელი ემსახურა საქართველოს, 2013 წლიდან ემიგრაციაშია, დღეს ტრაილერის მძღოლია – ვამაყობ დედაჩემითაც, მამაჩემითაც, ჩემი ძმითაც და იმ ხალხს მინდა ვუთხრა, დიახ, მე ასეთ პრინციპულ, წესიერ, მშრომელ ხალხს წარმოვადგენ და დიახ, მე ვიქნები მთავარი მებრძოლი, ელიტარული კასტა რომ არ იყოს, ამისთვის ვიბრძოლებ. მე არ წარმოვადგენ ელიტარულ და პრივილეგირებულ ოჯახს, მე წარმოვადგენ ქართულ, ტრადიციულ, ქრისტიან- მართმადიდებლურ ოჯახს და ასეთი ადამიანების წარმომადგენელი ვიქნები, ასეთად დავრჩები და ასეთი ადამიანების ინტერესებისთვის ვიბრძოლებ.

“სააკაშვილი ამ ახალ გუნდთან ერთად შეასრულებს მნიშვნელოვან როლს, ერთადერთია, ვის გავლენასაც ვაღიარებ” – ხაბეიშვილი

თეგები: ლევან ხაბეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved