• რეკლამა
  • კონტაქტი
19:34, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სანამ ივანიშვილს სახლთან არ მივადგებით, არაფერს დათმობენ… რუსულმა “კაგებემ” შეაღწია ოპოზიციაშიც” – მუმლაძე

ალია ავტორი - ალია
02:13 10-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
335

მოძრაობა “საქართველოს” წევრი, გიორგი მუმლაძე:

“სანამ ბიძინა ივანიშვილს სახლთან არ მივადგებით, სანამ ქართული ოცნების ოფისებთან არ მივალთ, არაფერს დათმობენ. უნდა გავაგდოპთ, არ წავა. ხელისუფლებას ვერ შეცვლის ხალხი, ვისაც არა გაქვს გამბედაობა, თავგანწირვის უნარი და ნდობა. ეს ხელისუფლება რა ხალხმა უნდა ჩაანაცვლოს ისიც უნდა ვიცოდეთ და ეს ხალხი ვერავის ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ბიძინა არავის არაფერს არ დაუთმობს, სანამ არ წაარმევ. ამისთვის კი საჭიროა ნაციონალური მოძრაობა არ იყოს სამარცხვინო მდგომარეობაში. გუშინდელი ნიკა მელიას განცხადება, თუნდათ, ამას არ უნდა მივცეთ პოლიტიკური ელფერიო. ამას ამბობენ ქოცებიც. ტრაგედიაზე და მკვლელობაზე ხმა არ ამოვიღთო, მხოლოდ იმ საქმეზე ვილაპარაკოთ, რაც მოხდა 10-15 წლის წინ და ის რომ ახლა კლავენ ბავშვებს, ამაზე ხმა არ უნდა ამოვიღოთო და ასე მეგობრებო, ვერ გავფრინდებით.

დაველოდოთ მომენტსო და რა მომენტი უნდა მოვიდეს მეტი? არ მითხრათ ახლა არჩვენებით მოვუგებთო, 2020 არჩევნებზე ჩემი ხელით მაინც არ აღმომეჩინა ათობით და ასობით გაყალბებული ოქმი. 3700 შემაჯამებელი ოქმიდან 2000-ში იყო დისბალანსი. რამდენიმე ასული კაცი ვაპროტესტებდით, ყველა იჯდა კაბინეტში. ნიკა მელია პუფებს ეძახდა, ვინც შევა პარლამენტშიო და კი სხედან პარლამენტში.

ნიკა მელიას როდესმე უთქვამს, რომ აი, კახა კალაძემ მომპარა არჩევნები და მაგაზე შურს ვიძიებო? მე არ გამიგია. თუ თვითონ არ სჯერა რომ არჩევნები გაყალბდა და წაართვეს, სხვამ რატომ უნდა დაიჯეროს?

წარმოუდგენელია, ეხვეწებით ხელისუფლებას, უი, იქნება გადადგე… არც გადადგება, არც პასუხისმგებლობას აიღებს და ნულოვანი შიში აქვთ, რატომ? იმიტომ რომ თქვენ კომფორტის ზონას ვერ გაცდით, ფეხით არ დადიხართ ქუჩაში, ვინმე თუ არ გიცავთ, ბაზარში თქვენ არ დადიხართ, გაჭირვებულ ხალხს თქვენ არ ხვდებიოთ. ვერ დავამარცხებთ ასე ივანიშვილს.

თუ არაფერს გააკეთებთ, გამოდის, ეს მილიონები იმიტომ გაქვთ, რომ ბიძინას აწყობს რომ გქონდეთ, თორემ, დღედაღამე მუშაობენ ჩემი მეგობრები, რომ თავი ირჩინონ. არ უნდათ რომ ჩვენნაირ ხალხს ჰქონდეთ შემოსავალი, რადგან იციან, ჩვენ მთელ შემოისავალს მივმართავთ რეჟიმის წინააღმდეგ.

უი, იმას არ ეწყინოს, ამას არ ეწყინოს, ბოდიში და ფეხზე მკიდია, ვის რა ეწყინება, ქვეყნის ბედი წყდება. ჩემი შვილი რომ სკოლაში გავუშვა, ამისი არ უნდა მეშინოდეს. ივანიშვილს და მის ბრბოს დაასრულებს სინდისიერი პოლიტიკოსების მოღვაწეობა, სხვა შემთხვევაში, რუსული ფეოდალიზმი გაგვსრესს ბოლომდე.

გუშინ, ივანიშვილის შვილიშვილი არ მოკვდებოდა იქ, იცით რატომ? ბურთი რომ გადაუვარდებოდა, მისი პირადი დაცვა ჩავიდოდა იქ და ჩვენ შვილებს არა ჰყავთ პირადი დაცვა. ეს უნდა დავასრულოთ. ეს ფეოდალური მიდგომა თუ არ დავასრულეთ, არ ვიქნებით მართლები არც ქვეყნის და არც უფლის წინაშე.

საზოგადოებაა ცუდიო, რომელი საზოგადოება? 1801 წლიდან ჩვენმა ხალხმა რამდენი აჯანყება მოაწყო რუსეთის წინააღმდეგ? რეპრესიებს გაუძლო, ქართული ენა შეინარჩუნა, 9 აპრილი მოუწყვეს – გადაიტანა, შიდა ომები გადაიტანა, ტერიტორიები წაართვეს, მაინც არ გატყდა, ვარდების რევოლუცია მოაწყო, სახელმწიფო წამოაყენა ფეხზე. ბოლო 3 არჩევნები მოუგო ხალხმა რუს ოლიგარქს და ვისაც ხმა მისცა იმან არ დაიცვა და ხალხის ბრალი რატომაა რამე? ვინც ქართელ ხალხს ლანძღავს ის აკეთებს რუსულ საქმეს. პირველ რიგში პასუხისმგებელი არის პოლიტიკური სპექტრი.

ჩემი ინტერესია, ნაციონალურ მოძრაობაში ნორმალური ხალხი მოვიდეს ლიდერებად, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები მოვიდნენ, მეგობრულად მაინც იბრძოლებენ იმ კაცის გადასარჩენად. თუ პოლიტიკა არ ესმის, მეგობრობა უნდა ესმოდეს, მეგობარი და ძმაკაცი უნდა იყოს, რომ იბრძოლოს მისი თავისუფლებისთვის.

როცა ჩემი სტუდენტები მეკითხებიან ის რატომ არ ხდბა, ეს რატომ არ ხდება, პასუხები არა მაქვს, იმიტომ რომ არაფერი არ კეთდება.

რუსულმა კაგებემ წარმატებით შეაღწია ოპოზიციურ სპექტრშიც, ეს პირდაპირ შემიძლია გითხრათ სამწუხაროდ.ამის მაგალითია თუნდაც ის დუმილი, რასაც ვხედავთ. პუფები, სიტყვის გამტეხავები ვერ დაამარცხებენ კრიმინალ ივანიშვილს, რომელიც არის მკვლელი სისტემის შემქმნელი.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი მუმლაძენიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)
ახალი ამბები

საქართველოსა და ირლანდიის დიდი დაპირისპირების მოლოდინში – ბორჯღალოსნები ზაფხულის ტურნეს საშინაო კედლებში იწყებენ (თიბისი)

13:07 07-03-2025
თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში
ახალი ამბები

თიბისის ახალი ფუნქციონალი – დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

11:04 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved