“მთავარი არხის” ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოღოთოსთან მსუბუქი ავტომანქანა ეზოში შევარდა.
სავარაუდოდ, მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ერთ- ერთი ადგილობრივი მაცხოვრებლის ეზოში შევარდა.
შემთხვევის შედეგად, ავტომობილში მყოფი ერთი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაშავებული საავადმყოფოში გადაჰყავს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.
კომენტარები