• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რო­დე­საც აცხა­დე­ბენ, რომ თუ სა­ვი­ზო რე­ჟიმს და­ვა­წე­სებთ, მე­ო­რე მხა­რე და­ი­წყებს ომს, ეს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­კარ­გვას ნიშ­ნავს” – ანდრო გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
13:33 08-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი ან­დრო გო­ცი­რი­ძე ambebi.ge – სთან, ამბობს:

“ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა დიდი ნა­კა­დი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს ძა­ლი­ან ბევრ რისკს. ეს პირ­ველ რიგ­ში, შე­იძ­ლე­ბა იყოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ჯა­შუ­შე­ბის, დი­ვერ­სან­ტე­ბის, ან სხვა ტი­პის დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის შე­მოგ­ზავ­ნა, რაც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მოქ­მე­დე­ბის კლა­სი­კაა. შე­საძ­ლოა, დღე­ვან­დე­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის ფარ­გლებ­ში გან­ვი­ხი­ლოთ ამ ყვე­ლაფ­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წარ­მა­ტე­ბულ სა­კუ­რორ­ტო სე­ზონს შე­საძ­ლოა მყი­სი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ეფექ­ტი ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ღა­რი­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ან მცი­რე და მიკ­რო ბიზ­ნე­სის­თვის, მაგ­რამ გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს რუ­სულ ეკო­ნო­მი­კა­ზე მიბ­მას, რუ­სულ ტუ­რის­ტულ ნა­კა­დებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, რა­საც უფრთხი­ან არა თუ ჩვე­ნი მსგავ­სი ქვეყ­ნე­ბი, არა­მედ ისე­თი მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც, რო­გო­რი­ცაა გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და სხვა. რუ­სე­თი ბერ­კე­ტად იყე­ნებს ამ ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბებს და ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ტუ­რის­ტუ­ლი ნა­კა­დის აკ­რძალ­ვით მო­ა­ხერ­ხებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­წყოს ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა რუ­სულ ფულ­ზე. ამას გარ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ რო­დე­საც ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ხვდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, აქ შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს პრო­ვო­კა­ცი­ებს და მოხ­დეს იმ ტი­პის და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­მელ­საც რუ­სე­თი გა­მო­ი­ყე­ნებს, თით­ქოს­და, სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­სა­ცა­ვად.

ზო­გა­დად, მრა­ვა­ლი მე­თო­დი და მე­ქა­ნიზ­მი არ­სე­ბობს ამ­გვა­რი სი­ტუ­ა­ცი­ის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად. კარ­გია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ჩა­ერ­თნენ ამ სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვა­ში, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და­ვა­ში და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­და­ნაც გა­იხ­სნე­ბა დის­კუ­სია აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი ზუს­ტად ის სა­კი­თხია, რომ­ლის გარ­შე­მოც უნდა ითა­ნამ­შრომ­ლოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ძა­ლამ, რო­მე­ლიც არ არის აშ­კა­რად პრო­რუ­სუ­ლი. ეს არის ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სი. სა­ხელ­მწი­ფო­ში არ­სე­ბო­ბენ ამ დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც იცი­ან, რა მიდ­გო­მე­ბი უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ბუ­ნებ­რი­ვია, შე­მიძ­ლია რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი თე­ზი­სი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო:

1. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, რუსი ვი­ზი­ტო­რე­ბის მხრი­დან უნდა შე­იქ­მნას რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი, ვგუ­ლის­ხმობ, სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქეს და არამც და არამც ეროვ­ნე­ბას, რად­გან ამ ყვე­ლა­ფერს, ბოლო დროს, ქსე­ნო­ფო­ბი­ის მან­ტია უნ­დათ რომ მო­ას­ხან. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მი უნდა შე­იქ­მნას, რო­მე­ლიც გა­მო­რი­ცხავს რუსი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უვა­დოდ გა­ჩე­რე­ბას ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

2. უნდა და­რე­გუ­ლირ­დეს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან ბიზ­ნეს-აქ­ტი­ვე­ბის, ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა (არ ვგუ­ლის­ხმობ აკ­რძალ­ვას, მხო­ლოდ – რე­გუ­ლა­ცი­ას), ესეც აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი გზაა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში.

3. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა არ­სე­ბობ­დეს იმ საფრ­თხე­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ამ­გვარ­მა დიდ­მა ნა­კა­დებ­მა გა­მო­იწ­ვი­ონ უსაფრ­თხო­ე­ბის ჭრილ­ში, ოღონდ, ეს სპე­ცი­ფი­კუ­რი თე­მაა და ამა­ზე სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა უნდა იმუ­შა­ონ.

4. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თი ბერ­კე­ტად იყე­ნებს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყოფ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც თა­ვის გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ და­ნა­ზოგს აქ აგ­ზავ­ნი­ან და არ­ჩე­ნენ ოჯა­ხებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას რუ­სე­თი ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს ბერ­კე­ტად და არც ის მგო­ნია, ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­დნენ თავს პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იქ­მნას რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი და მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლე­ბის რე­პატ­რი­ა­ცი­ის, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სქე­მა, თუ რო­გორ ეხ­მა­რე­ბა მათ სა­ხელ­მწი­ფო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი მო­ინ­დო­მე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, რად­გან რუ­სეთ­ში მათ­ზე მუ­შა­ობს:

1. ეფ-ეს-ბე და პირ­და­პირ მათ გა­და­ბი­რე­ბას აწარ­მო­ებს.

2. ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რულ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა მა­ინც და მა­ინც სა­სურ­ვე­ლი არ არის, ვი­ნა­ი­დან ასეთ დროს ვი­თარ­დე­ბა ოკუ­პან­ტის მი­მართ მიმ­ღებ­ლო­ბა, რაც შემ­დგომ­ში აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­სა და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა­ზე – ომს ვერ იგებს მარ­ტო ჯარი და მთავ­რო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა თუ არ არის საბ­რძო­ლო სუ­ლის­კვე­თე­ბით გან­წყო­ბი­ლი.

“პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვთქვათ, რომ ამას ქსე­ნო­ფო­ბი­ას­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს, ეს არის, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, მცდა­რი გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მიღ­წე­ვა­ზეა გათ­ვლი­ლი. აქ სა­უ­ბა­რია ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უკონ­ტრო­ლო ჩა­მოს­ვლა­ზე იმ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის მი­მარ­თაც მათ ორი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი აგ­რე­სია გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ათ და უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის განმვა­ლო­ბა­ში კი, მი­ნი­მუმ სამი ღია საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჰქონ­და ქვე­ყა­ნას­თან. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ამ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­მართ მი­უ­ღებ­ლო­ბაც რომ არ­სე­ბობ­დეს, ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. გა­საკ­ვი­რი უფრო ისაა, რომ ოკუ­პან­ტი და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­დის იმ ქვე­ყა­ნა­ში, რომ­ლის 1/3 ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ამ­ბა­ვია. ქსე­ნო­ფო­ბი­ას­თან ამას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს იმი­ტომ, რომ ჩვენ ვსა­უბ­რობთ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და არა რო­მე­ლი­მე ნა­ცი­ა­ზე. რუსი ერი­დან დი­სი­დენ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოდით­გან­ვე ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და ცხოვ­რობ­დნენ, დღე­საც არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი. და­სა­ნა­ნი უბ­რა­ლოდ ის არის, რომ რუ­სე­ბის 80% დღეს პუ­ტი­ნის მო­საზ­რე­ბე­ბის მიმ­დე­ვა­რია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამარ­თლებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას, აფხა­ზეთს და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად თვლის. ამ ხალ­ხის მი­მართ ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია. უფრო მე­ტიც, უა­რე­სი იქ­ნე­ბო­და, თუ კი მო­სახ­ლე­ო­ბას მისი ერ­თა­დერ­თი მტრის მი­მართ მიმ­ღებ­ლო­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბო­და და ეს მტე­რი დღეს არის კრემ­ლის რე­ჟი­მი. რო­დე­საც მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ თუ კი ჩვენ სა­ვი­ზო რე­ჟიმს და­ვა­წე­სებთ, მა­შინ მე­ო­რე მხა­რე და­ი­წყებს ომს, ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და­კარ­გვას ნიშ­ნავს იმი­ტომ, რომ თუ კი სა­ხელ­მწი­ფოს იმის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს, რომ მის მე­ზო­ბელ­თან მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი და­ა­წე­სოს, მით უმე­ტეს, მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ხელ­მწი­ფოს­თან, მა­შინ ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წი­ლი ამ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ჩაგ­ვი­ბა­რე­ბია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­მა ეს გა­ნა­ცხა­დოს. მე უფრო ვფიქ­რობ, რომ ომის თე­მით სპე­კუ­ლა­ცია-მა­ნი­პუ­ლა­ცია უფრო შიდა აუ­დი­ტო­რი­ა­ზეა გათ­ვლი­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­ნად­გუ­რე­ბას უფრო ემ­სა­ხუ­რე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ჩვე­ნი ყვე­ლა სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი მიგ­ვი­თი­თებს, რომ სწო­რედ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე ყვე­ლა ძა­ლამ, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ­მა მხა­რემ ერ­თად უნდა იმუ­შა­ოს, რათა თავი და­აღ­წი­ოს იმ რუ­სულ საფრ­თხეს, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას, არა­მედ მთელ და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას ემუქ­რე­ბა, რომ­ლის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლო“

 

 

 

თეგები: ანდრო გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved