• რეკლამა
  • კონტაქტი
20:22, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არაფერი არ მაქვს დასამალი, აბსოლუტურად არაფრის არ მეშინია“ – ეკა სარია გავრცელებულ ჩანაწერებზე

ალია ავტორი - ალია
17:21 07-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
531

“პოსტ ფაქტუმის” პროდიუსერი, ეკა სარიაც და ჟურნალისტებიც აცხადებენ, რომ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში აღწერილი საუბარი გასული წლის ნოემბერში შედგა. ისინი ამბობენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟებულია, რაც დაინტერესების შემთხვევაში, მარტივად დადგინდება.

ეკა სარია აცხადებს, რომ დასამალი არაფერი აქვს და არაფრის ეშინია.

“ძალიან მეწყინა და ძალიან გავბრაზდი, იმიტომ, რომ ეს არის მართლა გასაბრაზებელი. მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ ამას არ გააკეთებდნენ და აქ, კომპიუტერებში, მაგიდებში, მაგიდის ქვემოთ, ჩემ სავარძელში და ჩემ პირად ცხოვრებაში არ ჩაძვრებოდნენ. არა იმიტომ, რომ რამე მაქვს დასამალი, არაფერი არ მაქვს დასამალი, აბსოლუტურად არაფრის არ მეშინია, მე რომ შემშინებოდა, 20 წლისას შემეშინდებოდა და ამ გზას არ ავირჩევდი, ან როდესმე გადავუხვევდი ამ გზიდან, უბრალოდ არის ძალიან უსიამოვნო.

ერთადერთი, რაზეც ძალიან ვწუხვარ არის ის, რომ წყაროს გაუთქმელობა, ჩვენ ვდებთ ამის პირობას და ზუსტად ამიტომ არის ეს ძალიან ცუდი, რომ არის ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, იმიტომ, რომ მათ გუშინ უნდოდათ წყაროს გასაჯაროება, თუმცა დარწმუნებული ვარ, აქამდეც გადასარევად იცოდნენ საიდან მოგვდიოდა ჩვენ ეს მასალები”, – ამბობს სარია.
მისი თქმით, ჟურნალისტები არაფრის ფაბრიკაციას არ ახდენენ, უბრალოდ იკვლევენ მასალას. ლაშა კვესელაძე, რომელიც ჩანაწერის კიდევ ერთი მონაწილეა, ფიქრობს, რომ ინტერესი უფრო მეტად გიორგი გაბუნიას მიმართ იყო. ის გამორიცხავს, რომ ჩანაწერი თანამშრომელს გაეტანა.

“გამოვრიცხავ, იმიტომ, რომ ჩანს ახლა იქ სულ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველანი ერთმანეთს ვენდობით. არც არაფერს ისეთს არ ვსაუბრობთ, რეალურად ჩვენ ვგეგმავთ ჩვეულებრივ სიუჟეტს, რომელიც რამდენიმე დღეში გავიდა ეთერში”, – ამბობს ის.

ნიუპოსტი.

თეგები: ეკა სარიაფარული მიყურადება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved