• რეკლამა
  • კონტაქტი
03:23, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ბიძინა არ გამოჩნდა აქციაზე, ვერანაირი გადარჩენის ოპერაცია ეს ვერ იქნება” – ლელა ჯეჯელავა

ალია ავტორი - ალია
23:24 06-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,873

ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:

“ქართული პოლიტიკური სპექტრის მთავარი პრობლემა ის არის, რომ სასურველსა და რეალურს შორის ზღვარის გავლება უჭირთ და ამიტომ არასოდეს იყენებენ იმ მოცემულობას, რომელიც მათთვის მისაღები არ არის, გავიგეთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი მონაწილეობს ივანიშვილის გადარჩენის ოპერაციაში. მომაწილეობს , მაგრამ არ ხელმძღვანელეობს.

წუხანდელ ბრიფინგზე ჩემთვის ორი საკითხი იყო მნიშვნელოვანი:

1. ეს იყო ბიძინას გზავნილი ბრიუსელისათვის თუ

2. ბრიუსელის გზავნილი ბიძინისათვის?

ევროპიდან დაბრუნებული სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად ვერ იტყოდა რომ რეზოლუცია საბოლოო ვერდიქტი არ არის. იმ ფონზე, როცა მან საგანგებოდ აღნიშნა, რომ ის ერთადერთი ოფიციალური პირია, რომელსაც ყველაზე მაღალი დონის შეხვედრები ჰქონდა ევროპელებთანაც და ამერიკელებთანაც.

რაც შეეხება 16 -ის აქციას, თუ იქ ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩნდა, როგორც რიგითი მოქალაქე, ვერანაირი გადარჩენის ოპერაცია ეს აქცია ვერ იქნება. არ მივა ბიძინა, არ მივა ხელისუფლება. დარჩება პრეზიდენტი ოპოზიციურად განწყობილ პროდასავლურ საზოგადოებასთან და სურათი იგივეა: ხელისუფლებას არ უნდა ევროპა, ევროპა ხალხის არჩევანია.

პრეზიდენტი ამბობს, რომ მან ყველაფერი გააკეთა ივანიშვილის და ევროპული კურსის გადასარჩენად და იწყება სრულიად სხვა პროცესი ქვეყანაში.

მე პირადად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ვერც 16-ში მივა აქციაზე და ვერც თავის პოზიციას დააფიქსირებს საჯაროდ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ამის გამართლება, რომ ბიძინა პოლიტიკაში აღარ არის, აბსურდია, რეზოლუცია მას ეძღვნება და კეთილი ინებეთ და აიძულეთ, ღიად დააფიქსიროს თავის პოზიცია საქართველოს ევროპულ მომავალზე.

მიუხედავად ჩვენი სუმბურული დამოკიდებულებისა პრეზიდენტისადმი, ის გაცილებით უფრო წონიანი და საშიში პოლიტიკური ფიგურაა, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ხო, მექი კედიას გენებს რომ შეუძლია გაიღვიძოს, ესეც გახსოვთ ალბათ. რა გჭირთ, პოლიტიკოსები, ისწავლეთ, არასასურველი მოცემულობის სათქვენოდ გამოყენება, როგორ შეიძლება ასე სწორხაზოვანი აზროვნება?”

თეგები: ბიძინა ივანიშვილილელა ჯეჯელავასალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved