• რეკლამა
  • კონტაქტი
20:39, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილი ძალიან შეშინებულია, ის რომ რუსი ოლიგარქია, ორი აზრი არ არსებობს” – ნინო ბურჯანაძე

ალია ავტორი - ალია
20:02 03-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
306

პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, “მთავარ არხთან” ამბობს”

 

“ბიძინა ივანივილი ძალიან შეშინებულია, მსოფლიოში მიდის ახლა ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა, მით უმეტეს ვინც დაკავშირებულია რუსეთთან და ივანიშვილი რუსი ოლიგარქი რომ არის, ორი აზრი არ არსებობს, მას ახლა აწუხებს არა უკრაინა, საქართველო და საქართველოს პერსპექტივა… მეცინება ივანიშვილი ოდესღაც ვიღაცამ პროდასავლურ ლიდერად რომ ჩათვალა. მას ახლა აწუხებს ის რომ მისი აქტივები შეიძლება გაიყინოს და გასაქცევი არსად ექნება. მოგწონს, არ მოგწონს ერთია, მაგრამ უჭკუაო ვერ იტყვი, ისე ატრიალა ქართული პოლიტიკა, როგორც უნდოდა, მაგრამ რეალურად ის დიდი საფრთხის მატარებელია ჩვენი ქვეყნისთვის, ის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, მას უბრალოდ გასაქცევი არ ექნება, ის ახლა ფიქრობს თავი თავზე, თავის ოჯახზე და თავის აქტივებზე, ამიტომ საქართველო ახლა მრავალმხრივი საფრთხის წინაშე დგას, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ივანიშვილი უჭკუო არ არის, მაგრამ ერთია ბიზნესში და მამაძაღლობაში ჭკუა და მეორეა – პოლიტიკური ჭკუა. მაგალითად, პოლიტიკური ჭკუა დავინახეთ აზერბაიჯანის შემთხვევაში. კაცი იყო მოსკოვში, როდესაც ლუგანსკის და დონეცკის აღიარება მოხდა, ჩამობრუნდა ბაქოში და იმდენად ჭკვიანურად იმოქმედა, რომ მადლობა გადაუხადეს.

ჩვენმა ხელისუფლებამ კი იმდენად უტვინოდ, ნაჯახით იმოქმედა, ჭკუიდან გადაიყვანა უკრაინელი მეგობრები. უკრაინელკებს აქვთ უფლება ქართველებს განსაკუთრებული დახმარება მოსთხოვოს, 90-იან წლებში, როდესაც მართლა მარტონი ვიყავით, პირველ რიგში აფხაზეთის ომში გვერდში დაგვიდგნენ უკრაინელები, უკრაინელი პილოტები დაიღუპნენ…

ახლა არის დანის წვერზე გასავლელი და მესმის, ხელისუფლება უნდა იყოს ფრთხილი, ფრთხილი ერთია და კურდღელი და ჩირგვებში შემძვრალი…

მოხალისეებს მთავრობები კი არ აგზავნიან, თვითონ მიდიან, ჯარის ნაწილების გაგზავნა გამორიცხულია და ამას არავინ მოგთხოვდა, მაგრამ მოხალისე თუ მიდის, ეს არის სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოსთვის ომის გამოცხადება. მაგრამ არიან უგუნურები, შეშინებულები, რომ ივანიშვილის და შესაბამისად მათ ფულს არაფერი დაემართოს. ეს პრორუსულზე უარესია, ეს მონური პოზიციაა და მონას არავინ პატივს არ სცემს.”

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილინინო ბურჯანაძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved