• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, სამშაბათი, 17 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის დროს პროკურორთან ერთად ვემალებოდი მთელი ღამე კორუმპირებულ პოლიციას… მოძალადე მონათა ჯოგია ქართული პოლიცია” – ლექსო მაჭავარიანი

ალია ავტორი - ალია
23:30 01-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

სამოქალაქო აქტივისტი, ლექსო მაჭავარიანი:

დაიწყებენ ახლა, რომ პოლიციელი გმირია და ცალკეული შემთხვევები მათი მუნდირის ღირსებას ჩრდილს არ უნდა აყენებდეს.

ხოდა, რომელი ერთია გმირი?

დაკითხვის დროს ბავშვები თვითმკვლელობამდე რომ მიჰყავთ, ისინი?

თუ შშმ პირს უმოწყალოდ რომ სცემენ ესკალატორზე სიარულის გამო, ისინი?

იქნებ, ოჯახში ძალადობის დროს რომ იძახებენ და მსხვერპლის ჩაჩუმებას ცდილობენ, ისინი?

ან იარაღს და ნარკოტიკს რომ გვიდებენ უფროსის ბრძანებით, ისინი?

ზამთარში აქციაზე გასათბობად მიტანილი შეშის გამო რომ გვიჭერენ, იქნებ, ისინი?

ან სასამართლოზე ცრუ ჩვენებებს რომ იძლევიან, ისინი?

მოძალადე ნაბიჭვრებს ლოკაციებს რომ აწვდიან და ჟურნალისტებს აცემინებენ, ისინი ხომ არა?

ააა, ალბათ, ქურდებთან და ძველ ბიჭებთან ერთად არჩევნებს რომ აყალბებენ, ისინი.

ან იქნებ, ამათი კოლეგები, ამ ყველაფრის შემყურე ხმას რომ არ იღებენ, სამსახური არ დავკარგოო?

გმირი კი არა, მოძალადე მონათა ჯოგია ქართული პოლიცია და ეგეთი იყო ყოველთვის.

შევარდნაძის დროს ვაგზლის მეტროში გამძარცვა პოლიციამ. აი, ასე, გამაჩერეს, ჯიბეები ამომიტრიალეს და ფული ამომიღეს.

სააკაშვილის დროს მინისტრის მოადგილის რანგში პროკურორთან და გარემოს დაცვის ინსპექციის ჯგუფთან ერთად რიკოთზე, მანქანაში ვემალებოდი მთელი ღამე ადგილობრივ კორუმპირებულ პოლიციას, რომ ბრაკონიერებისთვის არ შეეტყობინებინათ ჩვენი ოპერაციის შესახებ.

ივანიშვილის დროს რაც ხდება, კი ხედავთ ყველა. მისი მთავარი დასაყრდენია ეს პოლიცია ბინძურ საცვლებში მქექავ სუსთან ერთად.

ხოდა, დასაშლელია ეგ სისტემა თავიდან ბოლომდე და ახლიდან ასაწყობი. სანამ ამას არ ვიზამთ, კიდევ ბევრი მსგავსი შემთხვევის მომსწრე ვიქნებით.”

თეგები: ლექსო მაჭავარიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved