• რეკლამა
  • კონტაქტი
08:41, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვითხოვთ მწვანე ბარათების გაუქმებას! გამყრელიძის და იმნაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას!” – 4 მოთხოვნა სახელმწიფოს – ზვიად ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
21:05 01-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

ნანა სულავა

„ალიას“ კითხვებს პასუხობს საზოგადოება „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:

– თქვენ მიერ ორგანიზებული ხალხმრავალი აქციების შემდეგ ფაქტია, რომ დაჟინებით აღარ ეწევიან კოვიდპასპორტების აუცილებლობის შესახებ აგიტაციას. როგორ ფიქრობთ, აქციებმა გამოიღო შედეგი თუ ზოგადად, მსოფლიოში კოვიდთან დამოკიდებულება შეიცვალა?

– როგორც იცით, 24 აგვისტოდან მოყოლებული 12 აქცია ჩავატარეთ, მათ შორის მასშტაბებით გამოსარჩევია 28 ნოემბრის და 5 დეკემბრის აქციები, სადაც 10  ათასი და 15 ათასი კაცი გამოვიდა. ყველას გვახსოვს, თუ რა მდგომარეობა იყო კოვიდტერორის მხრივ ჩვენს აქციებამდე, კარგად გვახსოვს ის უიმედობა, პესიმიზმი და ნიჰილისტური სტატუსები, რომელიც სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ ერს სძინავს, აქციებზე ხალხი არ გამოდის, ფეისბუკში კაკუნში ყველა მაგარია და ა.შ. მრავალრიცხოვანი აქციების წყალობით, ხალხში გაჩნდა ოპტიმიზმი და გამარჯვების იმედი. რაც მთავარია, შემუშავებული სტრატეგიის და აქციაზე გაკეთებული სწორი გზავნილების წყალობით, დღეს მორალური უპირატესობა ჩვენს მხარეზეა. კოვიდტერორი დღეს საქართველოში მორალურად დამარცხებულია და მალე ფაქტობრივ გამარჯვებასაც ვიზეიმებთ! ჩვენ ვხედავთ, თუ რა მდგომარეობაა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, გერმანიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში… სამწუხაროდ, იქ კოვიდტერორი აქტიურ ფაზაშია…

– ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ ბევრი ადამიანი კოვიდით კი არა რეანიმაციული ინფექციების შედეგად გარდაიცვალაო. კლინიკებში შიდა ინფექციები იგულისხმა? აბა, რა იცის მან, რის შედეგად გარდაიცვალნენ? ქვეყანაში 14 ათასი გარდაცვლილიდან მხოლოდ 39-ის ისტორია შეისწავლეს და ისიც არ არის სრულყოფილად გამოკვლეული. ახლა ამბობენ, იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონია გავრცელებული, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალიაო და ამას იმით ხსნიან, რომ იქ მოსახლეობის  უმრავლესობა აცრილია.

– მოწესრიგებულ სახელმწიფოში ამ განცხადების გამო გამოძიება დაიწყებოდა, ჩვენთან გაატარეს, ჩვენმა ორგანიზაციამ ოფიციალურად მიმართა გენერალურ პროკურორს, ეკატერინე ტიკარაძის ამ განცხადების გამო გამოძიება დაეწყოთ. როდესაც ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ათასობით ადამიანის გარდაცვალება არა ვირუსის, არამედ ზოგიერთი კლინიკის არაკეთილსინდისიერების ბრალია, ამაზე წაყრუება დანაშაულია. ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა და ახლაც არ მჯერა კოვიდგარდაცვალების სტატისტიკის, გამორიცხულია ამდენი ადამიანი კოვიდით იღუპებოდეს. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 50 000 ადამიანი კვდება, საშუალოდ, დღეში – 137. დიდი ალბათობით, სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილებს კოვიდგარდაცვალებას აწერენ, რომ სიტუაცია დაამძიმონ და ვაქცინაცია წაახალისონ!  თუ ასე არაა და ჩემი ეჭვები უსაფუძვლოა, მაშინ რატომ არ დგება ეპიდსიტუაციის მართვაზე პასუხისმგებელი პირების საკითხი? თუ ყველაფერი კარგადაა, ხალხმა აივანზე ტაში უნდა დაუკრას და როდესაც ამდენი ხალხი იღუპება, არავინ არ უნდა აგოს პასუხი? 

– ახალი ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა და განაცხადა, ადამიანებმა ნაკლებად უნდა მიიღონ მონაწილეობა მასობრივ ღონისძიებებზეო. ეს განცხადება რამდენად არის ლოგიკური, როდესაც მასობრივ ღონისძიებებში ახალი წლის დღეებში ხელისუფლებამ  5 მილიონი დაიხარჯა? მარტო დედაქალაქში კი არა, რეგიონებშიც ჩატარდა კონცერტები. ხალხს ზეიმი სჭირდება, სიხარული მოენატრაო, განაცხადეს. ეს ხომ არასახელმწიფოებრივი მიდგომაა ამ პრობლემის მიმართ? ეს ხომ არ გამოიწვევს კოვიდთან დაკავშირებით უკონტროლო მდგომარეობას?

– ახალ ჯანდაცვის მინისტრს მოვუწოდეთ, რომ ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი პოსტებიდან. რაც შეეხება მასობრივ ღონისძიებებზე დასწრებას, რა თქმა უნდა, ალოგიკურია, უკვე 2 წელია დაშინებით, ჩაკეტვებით და სახლში გამოკეტვებით,  ხალხს ფსიქოზი დამართეს, საარჩევნოდ ასიათასიანი აქციები რომ ტარდებოდა, მაშინ სად იყო კორონა? იგივეს ვიკითხავ საახალწლო ღონისძიებებზე და კონცერტებზეც… ესპანეთის პრემიერმა 11 იანვარს განაცხადა, დადგა დრო  კორონას ვუმკურნალოთ ისე, როგორც ჩვეულებრივ გრიპს და შეწყდეს როგორც ინფიცირების შემთხვევების, ასევე ჰოსპიტალიზაციის რაოდენობების თვლაო. რამდენი ხანია, მე და ჩემი მეგობრებიც ამას ვამბობთ და საქართველოს ხელისუფლებამაც იგივე მიდგომებით უნდა იხელმძღვანელოს.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და მწვანე ბარათების გაუქმების მოთხოვნით, 23 იანვარს აქციას გავმართავთ. ასევე ვითხოვთ გამყრელიძის და იმნაძის თანამდებობიდან გადაყენებას, საკოორდინაციო საბჭოდან გამოძევებას და მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. ასევე სკოლებში პირბადის ტარება უნდა გაუქმდეს და შეწყდეს ტესტირება, რომელიც რეალურად სეზონური გრიპებისგან ვერ არჩევს კორონა ვირუსს და ფულის საკეთებელი მანქანაა, ერთი დღე ტესტირება, რომელსაც სანდოობა არ გააჩნია, 600 000$ დოლარამდე უჯდება ჩვენს სახელმწიფოს და აშკარაა რომ ვიღაცა ხელს ითბობს ამით. ასევე ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მალე გაიმართება ჩვენი პეტიციის განხილვა, რომელიც მწვანე პასპორტების გაუქმების შესახებ არის. ასევე მალე უნდა გაიმართოს კოვიდტერორთან დაკავშირებული 4 სარჩელის განხილვა, როგორც საქალაქო, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში.

თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved