• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, შაბათი, 1 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, ეს იყო წამება და სისასტიკე, 52 წლის გახდებოდა დღეს” – ექიმი სულხან მოლაშვილზე

ალია ავტორი - ალია
18:18 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

ექიმი თამრიკო კიკაბიძე სულხან მოლაშვილზე წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„52 წლის გახდებოდა დღეს…
აი, ეს იყო თვალით უნახავი სისასტიკე!
საჭმელზე უარს რომ არ ამბობდა და ოჯახს აკრძალული ჰქონდა სადილის შეგზავნა. ციხის საჭმელიც რომ არ შეჰქონდათ და აშიმშილებდნენ. მეზობლის საკნიდან ერთი ნაჭერი ხაჭაპური რომ მიაწოდეს და ბადრაგმა პირიდან ლუკმა გამოუღო და დასაჩიხრებამდე ურტყა.. ეს იყო სისასტიკე!

ცოლი დაპატიმრებიდან ერთი წლის და 2 თვის შემდეგ რომ ანახეს და შვილებს საერთოდ რომ არ ანახებდნენ, ეს იყო სისასტიკე!
ჯერ ლაპარაკი რომ არ იცოდა პატარა შვილმა და ზღულაძემ რომ ბრძანა, ციხიდან ინფორმაციას გაიტანს ბავშვი და ვერ ვანახებთო, ეს იყო სისასტიკე!
ცემაში გონებას რომ კარგავდა ყოველ დღე რამდენჯერმე, ის იყო წამება!
ზურგზე ერთი თავისუფალი ადგილი რომ არ ჰქონდა სადაც ანთებული სიგარეტით არ ამოუწვეს ხორცი, ის იყო თვალით არნახული წამება და ღირსების შელახვა!
ფეხები რომ დაულეწეს და დაუმტვრიეს დუბინკებით, ის იყო წამება!
დანაშაულებისთვის კი არა, პირადი წყენის გამო რომ აწამეს და მიწაში ჩადეს ახალგაზრდა კაცი, ეს არის არა ადამიანური სისასტიკე!
მისი მშობლები რომ გაამწარეს, ლამაზი, ახალგაზრდა ქალი დააქვრივეს, მამას მონატრებული შვილები რომ დააობლეს, ის იყო თვალით არნახული წამება და სისასტიკე!

ამის ჩამდენები ზუსტად იგივე პირობებში უნდა იხდიდნენ სასჯელს!
და არა ისე, როგორც ახლა. სამვარსკვლავიანი სასტუმროს პირობებში, წამოწოლილები რომ არიან თბილად.
ვაი, ყველა არხი არ ანახებს მათ საკნებში?
მაცივრის გარეშე როგორ შეიძლება?
ცოლებთან ხომ არ დაუგვიანდათ „სვიდანია?“
შვილები დროზე მოინახულეს?
სადილი ხომ არ გაუცივდათ?

და მოლაშვილის და უამრავი გამწარებული პატიმრის წამების მნახველები დღეს რომ აღშფოთებულები ხართ. როგორც ექიმი ვიტყვი – ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის გული შეიძლება გაჩერდეს ყოველ წამს.
წინასწარ ნუ პროფესორობთ!”

თეგები: სულხან მოლაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved