• რეკლამა
  • კონტაქტი
11:48, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელებმა იშოპინგეს – მკვლელობიდან 10 წუთში ისინი პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავდა?

ალია ავტორი - ალია
00:25 09-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
467

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, თბილისში, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, ორივე თავდამსხმელი, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბაზრობაზე, საყიდლებზე წავიდა.

თბილისის შუაგულში დატრიალებული უმძიმესი მკვლელობის შემდეგ, პოლიციამ მოქმედება იქამდე არ დაიწყო, სანამ 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულებმა ქვეყნის საზღვრი არ დატოვეს.

მედიის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციას შემთხვევიდან 10 წუთში უკვე იდენტიფიცირებული ჰყავდა. 

ერთ-ერთი ვერსიით, კავილაძე ვაგზლის ბაზრობაზე მამასთან, კონსტანტინე კაველაძესთან მივიდა და ფული გამოართვა.  კონსტანტინე კაველაძე ბაზარში 12%-იან წილს ფლობს. 

აკაკი ჭელიძეზე და გიორგი კავილაძეზე ახლა ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ამ საქმეში ბურუსით არის მოცული დანაშაულის მოტივი – რატომ მოკლეს ნიკო. მკვლელობაში ბრალდებულები ნიკოს არ იცნობდნენ და ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

გავრცელებული ინფორმაციით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა დათი და გუგა კაკულიებმა დაუკვეთეს. მოტივი კი 20 წლის წინ რუსეთში კაკულიებსა და ნიკოს მამას შორის დაწყებული დაპირისპირება გახდა რაც ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას მკვლელობით დასრულდა, თუმცა ეს ვერსია ოჯახმა გამორიცხა. კვარაცხელიები ადასტურებენ, რომ ორ “კანონიერ ქურდს” შორის დაპირისპირება იყო, თუმცა თუმცა შემდეგ ურთიერთობა დაალაგეს და საბოლოოდ, მოკლული ნიკოს მამა დავით კაკულიას შვილიც მონათლა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, გუგა კვარაცხელია თავადაც ე.წ. კანონიერ ქურდობას აპირებს. მას ამ სტატუსის მინიჭებას ე.წ. ერთ-ერთ ქურდულ სხოდკაზე დაპირდნენ. სწორედ ამიტომ უმცროსმა კაკულიამ  ჩათვალა, რომ ქურდულ სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ მის ნათლიაზე შურს იძიებდა, გუგა  კაკულიამ შურისძიება თავად გადაწყვიტა, თუმცა მან საქართველოში შემოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ მკვლელობის ორგანიზებაში კონკრეტული პირობებით ახლო მეგობრები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ჩართო.

დათი და გუგა კაკულიების შესახებ მათ ოჯახს საუბარი არ უნდა მკვლელობის ორგანიზებაში დადანაშაულებული ძმები კი წლების განმავლობაში მოსკოვში ბოლოს კი სომხეთში ცხოვრობდნენ, თუმცა  ერევანის დატოვება რამდენიმე კვირის წინ მას შემდეგ  მოუწიათ, რაც მედიის ინფორმაციით ერთ-ერთ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს. სად იმყოფებიან ახლა კაკულიები უცნობია, თუმცა მათი კრიმინალური წარსულის და ისტორიების შესახებ ბევრი იციან თბილისშიც.

თეგები: ნიკო კვარაცხელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved