• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად ეს მუნიციპალიტეტი, არის ის ისტორიული მონაკვეთი, რომელიც აკავშირებდა დასავლეთს და აღმოსავლეთს, სანამ რიკოთის გვირაბი გაკეთდებოდა – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
15:02 09-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე

ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ მხარეში, გამორჩეულში თავისი ბუნებით რაზეც ყველა თანხმდება  თუნდაც იმ  სტატუსის გამო, რომელიც  ამ რეგიონში ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს აქვს.

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი- თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით უმნიშვნელოვანესია როგორც შიდა ისე გარე ტურიზმისთვის.

თქვენ კარგად გახსოვთ, თუ  რამდენად დიდ ყურადღებას აქცევს „ქართული ოცნება“ გარემოზე ზრუნვას და ეროვნული პარკების და დაცული ტერიტორიების პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას.

როდესაც ვსუბრობთ პოტენციალის ბოლომდე გამოყენებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის სარგებელი, რომელიც მოსახლეობისთვის მოაქვს ამ ეროვნულ პარკებს და დაცულ ტერიტორიებს.

აუცილებელია შეიქმნას სარგებლის მთლიანი ჯაჭვი,  რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ადგილობრივს ბოლომდე ჩაერთოს  თავისი კუთხის,  მხარის განვითარებაში  და მიიღოს სარგებელი.

როდესაც ვსუბრობთ ადგილობრივებზე,  არ შეიძლება არ აღვნიშოთ ის განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა, რითაც გამოირჩევა ხარაგაული.

ბევრ ჩვენგანს გვიმგზავრია ამ ულამაზეს მხარეში, გვითქვამს, რომ  ციცაბო ფერდობებზე მიწების დამუშავება,  შრომა, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, რომელიც აქ  განვითარებულია, ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას.

ეს ის მოსახლეობაა, რომელიც თავისი შრომით, ყოველდღიურად ამტკიცებს, რამდენად აუცილებელია ყველამ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ოჯახების, რეგიონის და  ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად ეს მუნიციპალიტეტი,  ეს მონაკვეთი, არის ის ისტორიული მონაკვეთი, რომელიც აკავშირებდა დასავლეთს და აღმოსავლეთს, სანამ რიკოთის გვირაბი გაკეთდებოდა.  აქ მიმდინარეობდა ვაჭრობა დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის.  ეს ისტორიული მნიშვნელობა აუცილებელია სწორად გავიგოთ და ბოლომდე გამოვიყენოთ ის რეალური შესაძლებლობები, რომელიც  რეგიონში არსებობს.

როდესაც ვსაუბრობთ რეგიონის განვითარებაზე, ძლიერ საქართველოზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა- თვითმმართველობა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას არ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით.

ამ მუნიციპალიტეტში ბევრი პროექტია განხორციელებული, თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა კიდევ უფრო დიდი ტემპი და ამას აუცილებლად მივაღწევთ  ძლიერი თვითმმართველობით, ძლიერი მერით და საკრებულოთი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ცენტრალური ხელისუფლება.  ყველა ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ დროულად და ადგილობრივების ინტერესების გათვალისწინებით.

ჩემთვის განსაკუთრებით  სასიხარულოა კანდიდატად წარმოვადგინოთ კობა ლურსმანაშვილი- ადამიანი, რომელთან ერთად  მე-9 მოწვევის პარლამენტში ოთხი წელი ვიმუშავე, სამი წელი  ერთ კომიტეტში ვმუშაობდით.

ნებისმიერ საკითხზე იგი აუცილებლად ახსენებდა ხარაგაულს და ყოველთვის ცდილობდა მაქსიმალურად გაეთვალისწინებინა ამ მუნიციპალიტეტის ინტერესები, რაც ლოგიკურიცაა, იგი ხარაგაულის მაჟორიტარი იყო, მანამდე იყო მერი, ახლაც ასრულებს მერის მოვალეობას და დარწმუნებული ვართ, რომ აუცილებლად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და გააგრძელებს თავისი მუნიციპალიტეტის, თავისი ხალხის მსახურებას.

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved