• რეკლამა
  • კონტაქტი
15:34, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს, ყველაზე გრძელი მარხვა – სააღდგომო მარხვა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
14:43 03-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
194

დღეს სააღდგომო მარხვა დაიწყო. მართლმადიდებლურ სამყაროში მარხვას დიდი ადგილი უკავია. ყველაზე გრძელი მარხვა აღდგომის მარხვაა, ის ექვსი კვირისგან შედგება. წელს აღდგომის მარხვა 2 მარტს დაიწყო და 18 აპრილს დასრულდება.

დიდი მარხვის პირველი შვიდეული განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევა.

დიდი მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათი მიცვალებულთა ხსენების დღეებია. იკურთხება საკურთხი.

25 მარტს (ახალი სტილით 7 აპრილს) აღინიშნება ხარება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ხსნილია თევზითა და ღვინით.

დიდი მარხვის მე-5 კვირას არის ხსენება ღირსისა მამისა იოანე კიბისაღმწერელისა, რომელმაც აღწერა სათნოებათა კიბე აღმავალი ზეცად. სრულდება წმიდა ბასილი დიდის წირვა.

დიდი მარხვის მე-5 შაბათს დაუჯდომლის შაბათი ეწოდება. ამ დღეს იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი გალობა, რომელიც დაწესებულია მოსახსენებლად კონსტანტინეპოლში აღვლენილი საყოველთაო და გულმხურვალე ლოცვისა, რომელიც შეისმინა დედამ ღვთისა და მისი შუამდგომლობით შეწყდა ღვთის რისხვა. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.

მე-6 შაბათს ლაზარეს შაბათი ჰქვია. ამ დღეს ვდღესასწაულობთ მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინებას ტარდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა. ხსნილია თევზითა და ღვინით.

მე-6 კვირა – ბზობაა, ანუ იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში. ტაძრებში იკურთხება ბზა. ხსნილია თევზითა და ღვინით. სრულდება წმიდა იოანე ოქროპირის წირვა.

დიდ მარხვას მოსდევს ვნების შვიდეული. მარხვა კვლავ უფრო მკაცრი ხდება, განსაკუთრებით დიდ პარასკევს – იესო ქრისტეს ვნებათა ხსენების დღეს.

დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდგზის ზეთისცხება“, როგორც მას დღეს უწოდებენ.

აქედან ჩანს, რომ ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების მიზანია ავადმყოფის ხორციელი სნეულებისაგან განკურნება და ცოდვათა მიტევება.

დღეს ეს საიდუმლო სრულდება ეკლესიებში დიდი მარხვის პერიოდში ან მძიმე ავადმყოფთან სახლში, როდესაც ამისი აუცილებლობაა, წლის ნებისმიერ დროს. ამასთან, თუ ავადმყოფთან საიდუმლოს ჩატარებისას ჩვენი მთავარი მიზანი სნეულების დათრგუნვაა, ეკლესიაში მას მორწმუნეები ძირითადად ცოდვათა მიტევების გამო ესწრებიან; თუმცაღა, ცხადია, ორივე შემთხვევაში საიდუმლოს ორივე ზემოქმედება ძალაშია, რამეთუ სნეულებისაგან სრული განკურნება ცოდვათა მიტევების გარეშე, ადამიანისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

მამაოები მორწმუნეებს ურჩევენ,  ზეთის კურთხევაში მონაწილეობა ყოველწლიურად მიიღონ რადგან, თუ აღსარებისას ადამიანს ის ცოდვები მიეტევება, რომლებიც აღიარა და მოინანია, გადმოცემის თანახმად ზეთის კურთხევისას, დავიწყებული ცოდვებიც ეპატიება.

სხვადასხვა ეკლესიებში ზეთის კურთხევა დიდი მარხვის სხვადასხვა კვირაში სრულდება, რაც საშუალებას აძლევს მორწმუნეს გამორიცხოს შემთხვევითი, დამაბრკოლებელი მიზეზი და არ დააკლდეს ამ დიდი მადლის მომნიჭებელ საიდუმლოს.

 დიდ პარასკევს დღის 2 საათზე იესო ქრისტეს გარდამოხსნის მოსახსენიებლად ტაძრებში ხდება გარდამოხსნის გადმოსვენება. ამ დღეს განსაკუთრებით მძიმეა მარხვა.

მეექვსე კვირის ბოლოს, 19 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved