ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაში – ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, სამწუხაროდ, ორივე ავტომობილი მდინარის ხევში გადავარდა.
“მთავარის” ინფორმაციით, ავტომობილებში 4 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კომენტარები