• რეკლამა
  • კონტაქტი
18:40, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არის თუ არა გახარია ივანიშვილის პროექტი? – “სტრატეგიულად ვიაზროვნოთ…” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:32 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“არ!!! არ!!! მესამედაც გავიმეორებ – არ არის ეს გახარია ივანიშვილის პროექტი… ის – გახარია, შესაძლოა, ყველაზე მეტად სწორედ ივანიშვილს ეჯავრება ახლა.

თავად გახარიას აქვს ივანიშვილთან დალაგების სურვილი… ამ წამსაც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მოღალატე თუ მტერი, თუ დასახვრეტია.

“ნუ გამწირავთ ბ-ნო ბიძინა, მომისმინეთ! მათქმევინეთ და მე აგიხსნით, რატომ მინდოდა მელიას დაჭერის გადავადება, მართლა “ნაცებთან” კი არ ვიყავი შეკრული, უბრალოდ… ” ესაა გახარიას პირველი გზავნილი, ხოლო მეორე ორსიტყვიანია:

“მერე გამოგადგებით”.

მაგრამ, ივანიშვილი გახარიას არ შეურიგდება… ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. პირიქით – დაანგრევს და მოანგრევს და მიანგრევს და ეცდება, მას ააღებინოს პირობითად 3 % და არა უმეტეს, ხოლო “ოცნებამ” მიიღოს 43 % და მეტი…

მაგრამ, ვაიდა…

აი, ვაიდას შემდეგაა საინტერესო და, როცა ვაიდას არ ურთავს მსჯელობას მიმომხილველთა დიდი ნაწილი, ამიტომ ვიჭედებით.

ვაიდას შემდეგ არის ეს:

თუ ოცნება ვერ მიიღებს 43 % – ს, რიგგარეშე არჩევნები მართლაც დაინიშნება.

რიგგარეშე არჩევნებში “ოცნება” კვლავ ვერ მიიღებს იმჯერზე 51 % – ს.

და მას დასჭირდება კოალიცია…

ჰო! ჰო! კოალიცია!

და ვაიდას თანახმად, ის კოალიციურ მთავრობას ვერ გააკეთებს ნაც.მოძრაობასთან, ლელოსთან, ზ.ჯაფარიძის გირჩთან… აღმაშენებელთან და ევ.საქთან…. და არ გააკეთებს ვასაძის პარტიასთან (ასე ღიად არ გაყიდის საკუთარ თავს)… ვინ რჩება?.. ვინ და მოღალატე გახარია… რომელიც მყის გარდაიქმნება კოალიციური! მთავრობის სუბიექტად!

რა ვუყოთ ვაიდას?

ოპოზიციამ უნდა ურტყას გახარიას

გახარიამ უნდა მიიღოს 1-2 და არა უმეტეს პროცენტი.

ოცნებამ უნდა მიიღოს 43%-ზე ნაკლები.

ოპოზიციამ უნდა მიიღოს 55 + პროცენტი.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიციამ უნდა მიიღოს 51 % გახარიას ხმების გარეშე.

როგორ?

არ ვიცი! დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გიბოდიშებთ და, 30-35… ჰა, ჰა, 40 % – იც სანატრელი ექნებოდა ოპოზიციას.

ახლა გავიმეოროთ კითხვა – არის კი გახარია ივანიშვილის პროექტი?

არ არის?

არის!..

სტრატეგიულად უნდა ვიაზროვნოთ.”

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved