• რეკლამა
  • კონტაქტი
19:17, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სამთავრობო და ადგილობრივმა “ავტორიტეტებმა” “საქმე გაარჩიეს” და დაზავდნენ? – რა მოხდა დმანისში მას შემდეგ, რაც 22 დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვნენ?

ალია ავტორი - ალია
19:41 05-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

დღეს შსს აცხადებს, რომ “დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, როგორც პირველ, ასევე გუშინ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და ასევე საპროცესო მოქმედებები. დაკავებული არავინაა, არცერთი პირი. გუშინ რამდენიმე პირი გადაიყვანეს გამოკითხვაზე, თუმცა არ დაუკავებიათ. ისინი დაკითხვის შემდეგ გათავისუფლდნენ”

“ალია” შეგახსენებთ, როგორ და რატომ გრძელდებოდა გუშინ კონფლიქტი დმანისში:

გუშინ არაერთი საათის განმავლობაში მოქალაქეები შეკრებილნი იყვნენ პოლიციის შენობასთან და ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას, ვიდეოკადრებიც არსებობს, სადაც ისინი პოლიციის წარმომადგენლებს ეუბნებიან:

“22 კაცი დააკავეთ, იქეთა მხრიდან არავინაა დაკავებული. ჩვენი ოჯახის წევრს შეუვარდნენ, პიწკზე არიან გადარჩენილი ქალბატონები, ამის მპატიებელი არ ვართ, სვანეთიდან მოდის ხალხი, სანამ არ დაძაბულა უფრო, სიტუაცია უნდა განიმუხტოს და ეს 22 კაცი გათავისუფლდეს.” – ვიდეო – https://fb.watch/5zAyatmf4r/

პოლიციის არც ერთი წარმომადგენელი ეუბნება მათ, არ გვყავს დაკავებულები და მხოლოდ გამოკითხვაზე არიანო, არც იმას ეუბნებიან, არ გვყავს დაკავებული 22 ადამიანიო. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე საათი გრძელდება კონფლიქტი, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ სცემს ერთ წაქცეულს ათობით ადამიანი და ა.შ. რამდენიმე ადგილას ერთდროულად მწვავდება სიტუაცია.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი ინფორმაციით, ინციდენტის რამდენიმე ფიგურანტი უკვე დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით დაკავებული არაავინაა. რომელი სტყუის, ვერ გავარკვიეთ, მაგრამ ცხადია, შიდა კომუნიკაცია არ მუშაობს.

ადგილობრივები კი ამბობენ მედიასთან, რომ გამოძიება ვერ გაგრძელდება, რადგან ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გვერდი-გვერდ უნდა იცხოვრონ.

გამოდის, გომელაური და ლილუაშვილი გასაშველებლად ჩასულან გუშინ დმანისში, დიდად გაშველებაც კი არ გამოუვიდათ, როგორც ვხედავთ.

მერიაში “საქმე გაირჩა”, ხელი ჩამოართვა რამდენიმე კაცმა ერთმანეთს და დამთავრდა? “საქმის გარჩევაც” დასჯადია, კანონით, ბატონო მინისტრებო.

დაარქვით დროზე რამე სახელი დმანისში მომხდარ ამბავს, თორემ გენგრევათ ისედაც მორყეული სკამები.

თუ ვერავის დააკავებდით, თუ კანონის გვერდის ავლით უნდა მოგეგვარებით კონფლიქტი, თუ მაინც უნდა გამოგეშვათ დაკავებულები – დროზე მაინც გამოგეშვათ, დაპირისპირება არ გაგრძელდებოდა იმდენი საათით.

თუ მაინც არ კანონობს კანონი და მხოლოდ “საქმის გარჩევით” წყდება ასეთი საქმეები, ბარემ წინა დღეს ჩასულიყავით, რას დააწყვიტეთ ხალხს ნერვები? წინა დღეს მოგეგვარებიათ, თუ ასე უნდა “მოგვარებული” და დანაშაულს დანაშაული აღარ დაემატებოდა. დაგეკავებიათ და მერე ამნისტია “გამოგეცხოთ”… ბოლო სიტყვა რომლის იყო ისე, “კანონიერი გომელაურის”, თუ კანონიერი ლილუაშვილის”?

იყო ჩხუბი, ცემა, იყო დაპირისპირება, დაუმორჩილებლობა – ჩავიდა შს მინისტრი და სუს-ის უფროსი, შეიკრიბნენ მერიის შენობაში და მაშინ როცა გარეთ ხალხს ქოლავდნენ, რამდენიმე კაცში გაირჩა საქმე და რამდენიმე კაცმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვა, მერე ეს რამდენიმე კაცი გამოვიდა გარეთ და ხალხს უთხრა, ხელი ჩამოვართვით ჩვენ და მორჩაო? ანუ, თავის მხრივ, ეს რამდენიმე კაცი ჯგუფების “ავტორიტეტები” იყვნენ? – ასე იყო? სამთავრობო და ადგილობრივი “ავტორიტეტები” დაზავდნენ? “ყოჩები” დაზავდნენ და ასე “გაიასნდა”?

და დღეს შსს გვიმტკიცებს, არავინ დაგვიკავებიაო და არავინ რომ დაუკავებია, კარგი ჰგონია?

მოვყვებოდით ახლა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება და რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ასე და ასე მოხდებოდა, მაგრამ მგონი, უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ ნორმალური, დემოკრატიული ქვეყნების მთავრობათა მაგალითი ჩვენ არ გამოგვადგება!

თეგები: გრიგოლ ლილუაშვილიდმანისივახტანგ გომელაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved