არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამოქალქო ერთობა” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს და წერს:
412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი;
1 747 დაჭრილი;
130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს;
35 000 განადგურებული სახლი;
მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი;
რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი;
საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს აგვისტოს ომის შედეგებია.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა, ოკუპაცია კი კვლავ გრძელდება.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია “სამოქალქო ერთობა” 7 აგვისტოს 11:00 საათზე სოფელ ხურვალეთთან აქციას გამართავს.
ერთად გავაპროტესტოთ რუსული აგრესია.
გვახსოვს…”
კომენტარები