პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი:
გუშინ, სანამ მთელი საქართველო გამარჯვებას ზეიმობდა, „ოცნებამ“ არჩევნების მანიპულაციისკენ მიმართული ოთხი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე აირჩია.
1. დაძლია ვეტო საარჩევნო კოდექსზე – შედეგად ერთპარტიული ცესკო ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს;
2. მიიღო „ამნისტიის შესახებ“ კანონი კოვიდ-პანდემიის დროს დაწესებული ჯარიმების ჩამოსაწერად – პირველი ნაწილი 2021 წლის არჩევნების წინ ჩამოაწერა;
3. პირველი მოსმენით მიიღო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონი;
4. მიიღო ცვლილებები საპენსიო საგენტოსთან დაკავშირებით;
5. უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლე აირჩია უვადოდ.სანამ ქვეყანა ზეიმობდა, „ოცნება“ ძალაუფლების განმტკიცებაზე ზრუნავდა.
კომენტარები