ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:
20 აზრი ანაკლიის პორტის თაობაზედ!
1. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა მთავრობამ რუსეთის ზეწოლით ჩააგდო.
2. კონკრეტული ფორმალური პასუხისმგებელი იყო (და არის) ბ-ნი გახარია, მას არ ხიბლავდა ანაკლიის პროექტი.
3. სხვა პასუხისმგებლები არიან ქ-ნი თურნავა (იმხანად ეკ.მინისტრის მოადგილე) და მინისტრი ბ-ნი გიორგი ქობულია – ეს უკანასკნელი, საერთოდაც, ფოთის პორტის ლობისტი იყო.
4. ფოთის პორტის და ინფრასტრუქტურის არაერთი ჯგუფი (მათ შორის, ფარცხალაძის ჯგუფი) ძირს უთხრიდა და ძირავდა ანაკლიის პორტის პროექტს.
5. “რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში”, ცხადია, მნიშვნელოვანი სიტყვაა, რომელმაც ხელი შეუშალა პორტის პროექტის განხირციელებას!
მაგრამ, კვირიკაშვილის დროს, ივანიშვილმა ვერ გარისკა ანაკლიის არ-მიცემა ამერიკელებისათვის! “კონტი ჯგუფი” ერთ-ერთი მფლობელი იყო ანაკლიის პორტისა!
6. რუსეთის ფაქტორისა და პოზიციის გარდა, ანაკლიის პორტის (ძველი კონსორციუმის) წინააღმდეგ ივანიშვილის მოძრაობის საფუძველი იყო ბ-ნი ხაზარაძის მიმართ მისი “შიში”! განსაკუთრებით ამ უკანასკნელის პოლიტიკაში მისვლის შემდეგ.
7. ბოლო პერიოდში, ინვესტორების და ინვესტიციების მოზიდვა ხაზარაძეს მართლაც უჭირდა… თუმცა, ამის მთავარი საფუძველი იყო სახელმწიფოს არსებითი და-უ-ინტერესებლობა პორტით.
8. ინვესტორებმა, ხაზარაძის თქმით, 75-80 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს პორტში. თავად ხაზარაძე ამბობს, რომ თანხის ნახევარი მისი და ბადრი ჯაფარიძისაა! ხელისუფლების მომხრე პირები მე მეუბნებიან, რომ ეს ტყუილია. სიმართლის გარკვევა მხოლოდ “ოთხეულიდან” ერთ-ერთის აუდიტითაა შესაძლებელი.
9. ხაზარაძის ჯგუფი არბიტრაჟში ასაჩივრებს პორტის პროექტის წართმევას… ჩემი ინფორმაციით, საუბარია 700 მილიონი დოლარის კომპენსაციაზე.
10. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო ამ თანხას გადაიხდის თუ დამარცხდება!
11. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ახალი კონკურსის ჩატარებაში ხელს არ შეუშლით საარბიტრაჟო დავა.
12. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ “ძველ ინვესტორებს” სახელმწიფო ნებით (არბიტრაჟამდე) არაფერს გადაუხდის.
13. ახალი კონკურსის მეორე ტურში, ჩემი ინფორმაციით, გადასულია ერთი ჩინური კომპანია.
14. ახალი კონკურსის თანახმად, სახელმწიფო გაასხვისებს 49%-ს.
15. ჩემი ინფორმაციით, თუ ჩინური კომპანია დაეპატრონება 49%-ს, ვაშინგტონში შეიძლება გააკეთონ განცხადება ამის დაუშვებლობის თაობაზე.
16. პირადად მე არ მხიბლავს არა მხოლოდ ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობა, არამედ, სახელმწიფოს 51%-იც.
17. ჩემთვის უცნობია, რას უპირებს სახელმწიფო კუთვნილ 51%-ს… თუ გასხვისებას აპირებს, რა გარანტია გვაქვს, რომ პორტის მომავალი მაჟორიტარი მფლობელი არ გახდება შესაძლოდ მესაკუთრე ჩინური კომპანია?
18. რა ვიცით ჩინური კომპანიის თაობაზე?
19. კონკურსში მონაწილეობდნენ ამერიკული კომპანიებიც – მე მაინტერესებს, რატომ არ გადავიდნენ ისინი მეორე ტურში?.. ასევე – მაინტერესებს, ვინ უთხრა უარი კომპანია “ცერბერუსს” (და არა მხოლოდ მას) თავის დროზე.
20. … აქ უნდა იყოს მეოცე კითხვა/დასკვნა… ახლა გავჩუმდები.
კომენტარები