• რეკლამა
  • კონტაქტი
03:06, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გარანტიების მისაღებად ესტუმრა მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილს და რას უყვებიან “ალიას” ხვალინდელ აქციაზე?

ალია ავტორი - ალია
00:14 10-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
130

თამო კეშელავა, ალია

“ალიას” ყოფილი ძალოვანი ესაუბრება, რომელიც ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს და კულუარულ ამბებს გვიყვება

-საშინელებათა ფილმის ყურება რომ უნდა ბავშვს, მაგრამ ეშინია და მეორე ოთახიდან ცალი თვალით უყურებს, ისე უყურებენ პატარა ოპოზიციური პარტიები ახლა სააკაშვილს, კი, სოლიდარობას ვუცხადებთ, კი, პოლიტიკური პატიმარი გვგონია, მაგრამ მაინც არ წავალთ აქციაზეო, ამბობენ. მიშა ემოციურია, ის მარჯვნივ და მარცხნივ დაარიგებს თავის გულმოწყალებას, ამიტომ მისი დაკარგვა ბოლომდე არ უნდათ და არც ის იციან, მის მიცემულ გარანტიებს უნდა ენდონ, თუ არა. დღეს მეუფე ნიკოლოზმა დაიწყო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი, მან ღიად თქვა, რომ “ხელისუფლებები” უნდა შერიგდნენ და განა არ იცის, რომ მიშა აღარ არის ხელისუფალი და პრეზიდენტი? ძალიან კარგად იცის, მაგრამ იცის ისიც, რაც არ იცის ხალხმა, იცის, რომ ახლა, რეალურად უკვე ორი ხელისუფლებაა ქვეყანაში და ამ ორი ხელისუფლებიდან სასწრაფოდ რამე თუ არ შეირჩა – ორი დიასახლისის ხელში ჩავარდნილ სამზარეულოს რაც დაემართა, ჩვენც ის ბედი გვეწევა. მეუფე ნიკოლოზი მივიდა გარანტიების მისაღებად, უცნაურია, მაგრამ ასეა, ციხეში მყოფ სააკაშვილთან მივიდა გარანტიების მისაღებად საპატრიარქოსა და ხელისუფლებისთვის. ივანიშვილს გარანტიები კი მიღებული აქვს, ჩემი ინფორმაციით, ქვეყნის პარტნიორი ქვეყნებისგან, მაგრამ მას პირადად სააკაშვილის გაცემული გარანტია სჭირდება, რადგან საქართველოში საკმაო კაპიტალი აქვს. ივანიშვილს აღარ სჭირდება გარანტიები მთელი “ოცნებისთვის”, არც არაფერში სჭირდება მთელი პარტია, მისთვის საკმარისია “ოცნების” რაღაც ნაწილი “გადარჩეს” პოლიტიკურად. ღარიბაშვილი რომ ვერ დარჩება ამ გუნდში, ცხადია, ის ბოლომდე დაიხარჯა, მთელი აგრესია თავის თავზე გადაიტანა და ასევე უნდა მისულიყო, როგორც მას და ბევრს ეგონა მეორე ტურამდეც, რომლის მერეც ის გადადგებოდა, მაგრამ, თუ სააკაშვილი ციხიდან მეორე ტურამდე გამოვა, ის პრემიერად ვეღარც მეორე ტურამდე დარჩება და სწორედ, ამიტომ დაიწყო საუბარი მის შეცვლაზე. ივანიშვილი პოლიტიკაში დაიტოვებს ერთ “გემს”, რომ ასე იცურაოს მშვიდად და იმდენ ადამიანს დაიტოვებს “ოცნებიდან” ამ ერთი გემის სამართავად რომ ეყოს, მეტი რაში სჭირდება? მე მეგონა მეუფე ნიკოლოზის ამ განცხადებების შემდეგ, მედია დაესეოდა “ოცნების” გუნდს, იქ მდინარაძეს ჰკითხავდა, თქვენ გააგზავნეთ მეუფე ნიკოლოზი? მერე კობახიძეს დაუსვამდა იგივე კითხვას და ასე შემდეგ. ხომ ცხადია, რომ მეუფე ნიკოლოზს თავისით არც კი დაესიზმრება ასეთი განცხადებების გაკეთება? სხვათა შორის, საკმაოდ ჭკვიანი და ამბიციურია და პატრიარქობასაც კი უმიზნებს, პოლიტიკური სარგებლის გარეშე, პოლიტიკაში არ ჩაერევა. დარწმუნებული რომ არ იყოს, ასეთ ხმამაღალ განცხადებებს არ გააკეთებდა.

-მიიღო ეს გარანტიები მეუფე ნიკოლოზმა?

-კი, მიიღო, სწორედ ამიტომ ისაუბრა ამაზე ხმამაღლა, ამიტომ ახსენა ახალი ერა, ამიტომაა დარწმუნებული, რომ, როგორც ამბობს, “ბატონი მიხეილი ციხიდან გამოვა”. მან ძალიან საინტერესო ფრაზა თქვა, სააკაშვილს შევთავაზე, რომ ერთად ვიფიქროთ შენ გუნდთან ერთად, შერიგებაზეო, ამით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სააკაშვილისგან უნდა წამოიღოს გარანტიები და არა პირიქით. სააკაშვილის მომხრეების ხსენება არ იყო შემთხვევითი – რა გარანტიები შეიძლება სჭირდებოდეს მეუფე ნიკოლოზს სააკაშვილის მომხრეებისგან? როცა სააკაშვილი გარეთ გამოვა და გამოვა აუცილებლად, მისმა მომხრეებმა ძალადობრივი ქმედებები არ უნდა განახორციელონ, სისხლი არ უნდა დაიღვაროს, მშვიდად უნდა ჩაიაროს. ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილი, შესაძლოა ხვალაც გამოუშვან…

-როგორ გამოუშვან?

-როგორ შევიდა 2003 წელს პარლამენტში? ყველა კარი იღება, თუ გასაღების მორგება ვიცით. ამერიკა რატომ არ აკეთებს განცხადებებს? როგორ გგონიათ “ენმ”-ის ამერიკულ ლობს სძინავს? ამერიკა ყოველთვის მაშინ სდუმს, როცა რაღაცას ელის და ახლა ელის, ე.წ. რევოლუციის მშვიდობიან დასასრულს. დღეს უკრაინამ განაცხადა, მიშას შემთხვევაში, მხოლოდ ექსტრადიციის გეგმას არ განვიხილავთო – მაშ, რა გეგმას განიხილავს? სხვათა შორის, პირველი განცხადება როცა გააკეთა ნიკა მელიამ, მაშინ 13 ოქტომბერი დაასახელა აქციის დღედ – მერე სწრაფად შეიცვალა და რატომ? ჩემი ინფორმაციით, უკვე ჩარეული იყო ამ მოლაპარაკებებში საპატრიარქო და სწორედ მათ შეცვალეს თარიღი, რადგან, სვეტიცხოვლობაა, სიმბოლური დღეა, მიშასაც უყვარს სიმბოლოები და საპატრიარქოსაც და არც ის იყო შემთხვევით, 2003 წლის 23 ნოემბერს რაც მოხდა.

-ამჯერადაც რომ 23 ნოემბერს დაელოდოს?

-თუ მიშა მეორე ტურამდე არ გამოვა, ოცნება პირწმინდად მოიგებს არჩევნებს და არ ჩატოვებს “ოცნების” ხელში არც ამერიკა და არც ევროპა ქვეყანას, ეს შემოყვანილი მიშა ისევ უნდა გაიყვანონ, გამოდის და ან ჩაალპონ ციხეში. ფაქტია, მოლაპარაკებები დაიწყო, ვიხილეთ ეს დღეს უკვე, ეს მოლაპარაკებები მიშას ციხიდან გამოსვლის მერეც გაგრძელდება. სხვათა შორის, შევარდნაძეს რომ არ ჩაებურტყუნებია, წავედი სახლში და თავის დროზე დაეწყო მოლაპარაკებები, რაღაც დოზით შეინარჩუნებდა გუნდს. მერე მოლაპარაკებებს აზრი არ ჰქონდა. ასე აღარ ექნებოდა, ამჯერადაც, მერე დაწყებულ მოლაპარაკებებს აზრი. რას უნდა ელოდოს მიშას 23 ნოემბრამდე? თაფლის ჭამაც შეწყვიტა, იმდენი ვეძახეთ, სანამ ფეხზე დგომა შეუძლია, სანამ ძალა აქვს, მანამდე უნდა გამოვიდეს. თუ დღეს უკვე მისგან წაიღეს გარანტიები, ის ციხეში რაღას ელოდოს? რისი გაკეთებაც ხვალ შეუძლია, იმას რატომ გადადებს რამდენიმე კვირით? ასე რომ მიშა გამოვა, ხელშიც აიტაცებენ და ხალხიც მზად ეყოლება მის პარტიას ემოციისთვის, სჭირდება მიშას მხარდამჭერების ემოცია, არ შეუძლია სხვანაირად.

თეგები: მეუფე ნიკოლოზიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ევაკუატორი ბათუმში
ახალი ამბები

როგორ აარჩიო ევაკუატორი ბათუმში – ავარიული ევაკუაციის საკონტროლო სია

18:43 06-09-2026
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა

17:57 06-09-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი

15:20 06-09-2026
მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

მაისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

14:11 06-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved