• რეკლამა
  • კონტაქტი
08:40, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

1-ელი დეკემბრიდან მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების არქონის გამო, 100 ლარით დაგაჯარიმებენ(?!)

ალია ავტორი - ალია
16:47 10-30-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,279

ანი დვალიშვილი

გადაწყვეტილება მიღებულია – ზამთრის პერიოდში, კონკრეტულად კი, 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვა სავალდებულო გახდება. თუმცა, ეს მხოლოდ გზის გარკვეულ მონაკვეთებს შეეხება და ვინც ამ წესს დაარღვევს, 100 ლარით დაჯარიმდება და ამასთან ერთად, მართვის მოწმობაზე 5 ქულაც ჩამოეჭრება. კანონპროექტი პარლამენტში უკვე შეტანილია და იმის მიუხედავად, რომ დეპუტატები ამბობენ, განვიხილავთ და შესაძლოა მივიღოთო, კანონს აუცილებლად „დააჩაქუჩებენ“. რატომ? იმიტომ, რომ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები დიდი ოდენობით სწორედ ერთ-ერთმა დეპუტატმა შემოიტანა და ახლა მათი რეალიზაციაა საჭირო. ჯაჭვები კი ყველას დასჭირდება და ახლავე აგიხსნით რატომ – მათი გამოყენება,კანონის მიხედვით, უღელტეხილების გადავლისას იქნება საჭირო და თავად განსაჯეთ, აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთში ყოველდღიურად რამდენი მანქანა წავა და რამდენია ისეთი, ვინც ამ პერიოდში, ერთხელ მაინც გაემგზავრება აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ. თუნდაც ახალი წლის დღეები აიღეთ, ბევრი ხვდება სოფლად და ჯაჭვების ქონა ყველასთვის სავალდებულო გახდება, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა გზაზე თოვლი – კანონში პირდაპირ ასე ჩაიწერება, 1-ელი დეკემბრიდან, 1-ელი მარტის ჩათვლით. ჯაჭვების ფასი (წყვილის) 100 ლარიდან დაიწყება და საბოლოო ჯამში, რა თანხებზე მიდის საუბარი, თავად განსაჯეთ.

როგორც ვაანონსებდით, ეროვნული ვალუტა გასულ კვირაში 2.70 ნიშნულზე გამყარდა და ახლა, ეროვნული ბანკი ყველაფერს იზამს იმისთვის, რომ ეს ნიშნული, არამარტო ნოემბერში, არამედ დეკემბრის შუა რიცხვებამდეც შეინარჩუნოს, მერე საახალწლო სამზადისი შეეშველება, მერე კი… პირველ კვარტალში მოლოდინები მუდმივად არის ხოლმე. ჰო, ჩვენი მონაცემებით, ლარის სიმყარისთვის, ეროვნულ ბანკს 100 მილიონი დოლარი აქვს გადადებულ-გამზადებული, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად მოახერხებს ამ თანხის გაყიდვას ბირჟაზე, რადგან, როცა ბოლოს დოლარი გამოიტანა გასაყიდად, ერთი მესამედი უკან წაიღო.

ვაღიაროთ, რომ ჩინეთთან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, ჩინელი მოქალაქეები მოგვიმრავლდნენ. შესაძლოა, ადრე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით და რუსების ფონზე არ ჩანდნენ, მაგრამ ახლა აშკარად ბევრნი არიან. იმდენი არიან, ვერც იმას რომ ვერ იტყვი, ღმერთმა ამვრავლოსო და ისიც გეცოდინებათ, განსაკუთრებით ძველ თბილისში, ბარ-რესტორნის მომხმარებელი უფრო მეტად უცხოელები არიან, ვიდრე ადგილობრივები. რესტორატორები ამბობენ, რომ ეს არამარტო თბილისის ცენტრალურ უბნებში, არამედ გარეუბნებშიც შეინიშნება, რაც შესაძლოა მათთვის კარგია, მაგრამ მთლიანად ქვეყნისთვის, სახარბიელო აშკარად არ უნდა იყოს. მეტიც, არაერთმა უცხოელმა დედაქალაქში კვების ობიექტი იქირავა და კლიენტებად თანამემამულეები ჰყავს. ამასთან ერთად, არსებობს უამრავი ჯგუფი, სადაც მაგალითად რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან გაერთიანებული, ერთმანეთს ეხმარებიან როგორც ბიზნესის დაწყებაში, ისე მის გამართვაში და არც მალავენ, რომ ურჩევნიათ საკუთარ თანამემამულეს ეწვიონ, ვიდრე ქართველებს. სავარაუდოდ, მალე იგივე მოხდება ჩინელებთან მიმართებით და ისიც ვაღიაროთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რესტორნებში წასასვლელი ფული არ აქვს და თუ ვინმე ქეიფობს, ძირითადად ერთი და იგივე ხალხი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved