• რეკლამა
  • კონტაქტი
11:51, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზვიად გამსახურდიას წინასწარმეტყველური ლექსი უკრაინაზე – კონსტანტინე გამსახურდია

ალია ავტორი - ალია
03:50 02-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,989

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:

“ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი…”

ეს ლექსი ზვიად გამსახურდიამ თავისი ბიძის, ზურაბ ფალავანდიშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელიც კიევის მისადგომებთან დაიღუპა მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ლექსი ასევე ეძღვნება ყველა ქართველს, ვისთვისაც სულ ერთი არ ყოფილა უკრაინის და უკრაინელი ხალხის ბედი.

გუშინ და დღეს კიევში თითქოს გაცოცხლდნენო შთამბეჭდავი სურათები, ამ ლექსშია რომ არის დახატულნი. ჩვენი საუკეთესო სურვილები უკრაინელ ხალხს და ვილოცოთ, რომ უფალმა აარიდოს უკრაინას ომი და სისხლისღვრა.

ზვიად გამსახურდია, ქართველი ჯარისკაცი კიევთან
(ზურაბ ფალავანდიშვილის ხსოვნას)

ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან,
სატანის ლახვარს შეაგებე მკერდი დევური.
ციდან ღვარცოფი ინთხეოდა, წუნწუბის, ლავის,
მაგრამ ვინ ნახა დადუმება მედგარი მკლავის!
დნეპრი იწვოდა. პროჟექტორი ღამის მთევარი
ზეცის იარებს აშიშვლებდა. გუგუნი ზართა
ეჯიბრებოდა კანონადის გრიალს განგაშით,
ქართლის დევგმირი გოდლად იდექ კიევის კართან.
მიწის რყევაში, მიწის დგანდგარში
გურამიშვილის გამხნევებდა დიადი ლანდი;
ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი.
დღეს შენს საფლავზე ზუბოვკიდან მოაქვთ ყვავილნი,
გესალმებიან უკრაინის სავსე თაველნი.

მინაწერი, 6.10.2022 წელი:

ეს ლექსი, დაწერილი გასული საუკუნის 60-იან წლებში არ არის მხოლოდ მეორე მსოფლიო ომზე და მხოლოდ წარსულის რეტროსპექტული დანახვა. ის მომავალზეცაა, იმაზე რაც უკრაინას ელოდა და 2022 წლის 24 თებერვლიდან რეალობად იქცა. ჩემთვის ეს ლექსი ოპტიმისტურ განწყობაზე სრულდება. შესაძლოა ითქვას, იგი წინასწარმეტყველურია, პროფეტული წინათგრძნობით დაწერილი. “ზუბოვკის ყვავილები” ოპტიმისტური სიმბოლოა, მშვიდობა საღვთო და საკაცობრიო სამართლის ნიშნით აღბეჭდილი.

,,ამადაც წახდა მუხთალი მტრის ყოველი ფანდი!”

თეგები: ზვიად გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!
ახალი ამბები

აირჩიე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციიდან!

11:40 02-16-2026
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved