• რეკლამა
  • კონტაქტი
22:16, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

აქვს თუ არა, პუტინს ბირთვული იარაღის სროლის საშუალება? – ზურაბ ფარჯიანი

ალია ავტორი - ალია
19:35 06-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104
დიპლომატი ზურაბ ფარჯიანი:

დღევანდელზე – სერიოზულად.

ერთ მეგობარს აქვს უკრაინელების მსგავს დარტყმებზე წუხილი, რომ აი ამ დარტყმას აუცილებლად მოყვება რუსეთის მხრიდან გაუგონარი ესკალაცია და მისი ლოგიკით, სჯობს ასე ძლიერად არ ურტყას უკრაინამ რუსეთს.
პუტინი რომ “ზედმეტად” არ გააბრაზოს.
მასაც და სხვებსაც მინდა ვუპასუხო.

1) პუტინმა და რუსეთმა აქამდე ყველა იარაღი გამოიყენა უკრაინის გასანადგურებლად და გასატეხად.

უბრალოდ არ არსებობს იარაღი, რომელიც რუსეთს აქვს და უკრაინას არ დაარტყა.
ბირთვულის გარდა. ბირთვულზეც დავწერ.
.
რომ არა უკრაინის გაუტეხლობა, დასავლეთის დახმარება და ძველი საბჭოთა მემკვიდრეობა, მეტროს და ბომბსაფრების სახით (რადგან საბჭოთა კავშირი მთელს მსოფლიოსთან აპირებდა ომს) – დღეს უკრაინის მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.
ყოველ შემთხვევაში, ყველამ იცის, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და ყველა იარაღი დაუშინა უკრაინას, რაც ჰქონდა.
შესაბამისად რამე “ჯოკერი” (ბირთვულის გარდა) არ აქვს და ვერაფერ ახალს ვერ “შემოგვთავაზებს”.
ალბათ დაბომბავს მორიგ ეკლესიას, სკოლას, საავადმყოფოს ან საბავშვო ბაღს.
გასაგებია, რომ ეს ცუდია, მაგრამ უკრაინამ მოსკოვი გინდ ბომბოს, გინდ არა, მაინც იგივეს იზამს პუტინი. რადგან იგივეს აკეთებს 2022 წლის 24 თებერვლიდან.
მანამდე კი, არც რაკეტებით ბომბავდა უკრაინა ოკუპირებულ ყირიმს (არადა საერთაშორისო სამართლით თავისუფლად შეეძლო), არც ბელგოროდს ურტყამდა დრონებით და არც კრასნოდარში აფეთქებდა ქარხნებს.
მაგრამ მოუნდა “ბიჭს” Киев за 3 дня.

2) ერთადერთი იარაღი, რაც რუსეთს არ გამოუყენებია – არის ატომური იარაღი.

ახლა ატომურ იარაღს რაც შეეხება – ატომური იარაღი არის სტრატეგიული და ტაქტიკური.
მარტივად რომ ავხსნათ, ტაქტიკური იარაღი არის ბრძოლის ველზე რომ გამოიყენო და რაღაც ადგილზე კონცენტრირებული მოწინააღმდეგე გაანადგურო და “გზა გაითავისუფლო”.
სტრატეგიულის მიზანი კი მთლიანად სახელმწიფოს, მისი დიდი ქალაქებია განადგურება და წელში გატეხვაა.
ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას რომ 1300 კილომეტრიან ფრონტზე აზრი არ აქვს, ამის შესახებ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ჩატარებული წვრთნების, “Снежок” მერე იცოდნენ საბჭოთა კავშირში.
მით უმეტეს დღევანდელობაში, უკრაინის გაფანტულ ფრონტზე, რომელსაც უკრაინელები პრაქტიკულად დრონებით აკონტროლებენ.
რა აზრი აქვს რუსებისთვის დონეცკის რომელიმე სოფელთან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადიაციულ ფონში წინ 2 კილომეტრით წასვლას და მერე ისევ გაჩერებას ან ახალი ბირთვული იარაღის გამოყენებას?
რამდენი ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწევთ?
და მეორე მომენტი – როგორ გგონიათ, უკრაინელები რომ შევარდნენ ტანკებით მართლაც ისტორიული რუსეთის კურსკის ოლქში, მაშინ არ გამოიყენებდა “კეთილი ძია პუტინი” ბირთვულ იარაღს?
რომ ჰქონოდა მაგის “საშუალება”?
ყველანაირი რუსული სტრატეგიით, სამხედრო დოქტრინით, ყველა რუსული დოკუმენტით რაც კი ოდესმე მიუღიათ და ზოგადად ყველანაირად რუსეთის ტერიტორიაზე მტრის ჯარის შეჭრაზე პასუხი ძალიან ადვილად იქნებოდა ბირთვული იარაღი.
მაგრამ არ იყო. რატომ?
გულჩვილი ტიპია პუტინი და უკრაინელი ხალხი ენანება?
ამისი თუ კიდევ ვინმეს გჯერათ, გთხოვთ ექიმს მიაკითხეთ.
შესაბამისად, ტაქტიკურის გამოყენებას აზრი არ აქვს მისთვის და სტრატეგიულს კი ვერ იყენებს, რადგან იცის რომ ან იარაღი არ გაისვრის, ან მსროლელი, ან საბოლოო ჯამში გაცილებით უარესი იქნება მისთვის.
“გიჟი თავისუფალია” და საბოლოოდ ვერავინ იტყვის, რას იზამს, მაგრამ მილიონჯერ ისროდა აქამდე, რომ ჰქონდეს ეს “გაპრავებული”.
მაგის გარდა კი ისედაც ყველაფერი ესროლა კიევს.
ახლაც ალბათ ესვრის. ყველაფერს რაც აქვს.
გაძლება კიევს, ხარკოვს, ოდესას და მთლიანად უკრაინას.
მათ სხვა არჩევანი არ დაუტოვეს.
და გახსოვდეთ – თქვენ იმ ხალხის შთამომავლები ხართ, ვინც თემურ ლენგმა 8-ჯერ ააოხრა.
და ამით იმის თქმა კი არ მინდა, არიქა, ხმალი დაიჭირეთ და მტერს გაუვარდით-თქო, უბრალოდ იქნებ იმაზე მაინც დაფიქრდეთ, რა უნდა ექნა ან ჩვენს წინაპარს, ან თქვენ რას იზამდით, როდესაც შუა აზიიდან 8-ჯერ მოვიდოდა მტერი თქვენს გასაწყვეტად?
იქეთ გავუვარდით, სამარყანდსა და ბუხარაში თუ რა?
და ამ დროს რას იზამდით?
კისერს მიუშვერდით გამოსაჭრელად თუ ყველაფერს ესროდით, რაც გექნებოდათ?!
არავის უხარია ომი და უბედურება, უბრალოდ მოსაკლავად და გასაწყვეტად რომ მოგადგებიან, არ მგონია დრონის სროლას ხაჭაპურის დაცხობა სჯობდეს.
ამ ომის დასრულების ბრწყინვალე და ძალიან ადვილი გზა არსებობს – პუტინმა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და მიხედოს რიაზანს, ნოვგოროდს, ურიუპინსკს.
ვინც გაიგებთ – გაიგებთ
თეგები: ზურაბ ფარჯიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved