ზუგდიდში ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქალებისთვის ხორცსაკეპი მანქანების ყიდვაზე, რამაც თავის დროზე საზოგადოებაში აზრთა სხვაობა გამოიწვია, ტენდერი ჩაიშალა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მერიაში უთხრეს. ამავე ცნობით, ტექნიკის ნაცვლად ქალებს 200-200 ლარის ოდენობის ფულად საჩუქარს, ვაუჩერებს და თაიგულებს გადასცემენ.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი, საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის გამო გაუქმდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა დღესასწაულისთვის 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარმოდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 – 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს, რათა თითოეული მათგანის ინტერესი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული.
კომენტარები