ზუგდიდის ყინულის მოედანი მე გავხსენი, ამათ კი გააფუჭეს. ოღონდ ყინულის მოედანზე ბევრად მეტი ფულის ხარჯვას აგრძელებენ, ვიდრე ჩემს დროს იხარჯებოდა.
ჰოკეის გუნდიც შეუქმნიათ. ოღონდ, როგორც გაირკვა, ეს ის “ჰოკეისტებია”, რომელთაც ჰოკეის ჯოხის ნაცვლად ცოცხები უჭირავთ ხოლმე ხელში ჩვენი აქციების დროს და ამაში სოლიდურ სპორტულ ანაზღაურებას იღებენ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
კომენტარები