• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას 1000 ვარდი შეწირეს

ალია ავტორი - ალია
12:11 04-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას ნანა ბეღელაძისა და ლევან ლექვაძის ოჯახებმა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ვარდები შესწირეს

„ის გზა, რომელიც ბოლო კვირას ვნების შვიდეულში ჩვენ გოლგოთის გზა გავიარეთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა თქვენთან ერთად, ეს დაგვირგვინდა უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით. რაც მთავარია, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ერს, რომელმაც აჩვენა მსოფლიოს მაგალითი, როგორები ვართ, აჩვენა, რომ ერთად დგომა შეგვიძლია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ” – ეს ის სიტყვებია რომელის წარმოთქმის დროსაც მისი მეუფე გერასიმე ატირდა.

ღვთისმშობლის კვართის სამყოფელს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასა და მეუფე გერასიმეს, ქართველი ხალხისგან საჩუქრად ათასი ვარდი, დღეს გადაეცა.

„უფალმა და დედა ღვთისმშობელმა გვიმრავლოს ასეთი მეუფეები ქართველებს და სრულიად საქრისტიანოს, გულით მადლობა თქვენო მეუფებავ უფლისთვის თავგანწირვისთვის და ამ უდიდესი სიყვარულისთვის მიიღეთ ეს მცირედი, მაგრამ მთელი გულით მოძღვნილი საჩუქარი, მადლიერი ქართველი ერისგან უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ კეთილ საქმეში”, – ამბობს ნანა ბეღელაძე, რომელმაც ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში ვარდები ჩაიტანა და ტაძარს შესწირა.

„ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ კეთილ საქმეში. შეგეწიოთ დედა ღმრთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს.ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა!”,-ვკითხულობთ ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეპარქიისთვის შემოწირული ვარდებით კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის საკათედრო ტაძრის ხატები და საკურთხეველი სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა წითელი ვარდებით მორთეს. კვირაცხოვლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ეირვა საკათედრო ტაძარში დილის 9 საათზე დაიწყო.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved