დღეს, 7 ივლისს, “ენმ”-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ, სოციალური ქსელით, მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ მომავალი კვირიდან ბრძოლა დააანონსა, მას კომენტარებში ბევრი ეკითხება, სად იყო აქამდე.
ჟურნალისტი, სასჯელაღსრულების სამსახურის ყოფილი პიარი, სალომე მახარაძე და ნიკა მელია პოსტის კომენტარებში საუბრობენ:
სალომე მახარაძე:
“მაინც დააგვიანეთ ….. ადამიანებს მითუფრო ჟურნალისტებს როცა უსწორდებიან ფიზიკურად ერთი -ორი – ოცდაოთხი საათი უნდა გამოხვიდეთ და დაიცვათ ! ეს მაშინ როცა ორ დღეში მოსახლეობის მხარდაჭერა და არჩევანი გინდათ უნდა დაიცვათ …. თუ დააცლით მედია მოსპონ, დროშა დაგლიჯონ …. და ამ დროს მხოლოდ ორ სტატუსსს დაწერთ დაკარგავთ ნდობას ! თქვენ როცა გიჭირდათ გეფარებოდნენ !!! ფიზიკურადაც და პროფესიულადაც !”
ნიკა მელია:
არანაირად არ გეთანხმები. პოპულისტურია ეს მესიჯი, სორრი. და ბევრი რამე არ გაქვს გააზრებული. განსაკუთრებით როცა ამბობ დაგეცვა ჟურნალისტები, ჩასულიყავი იმ დღეს რუსთაველზე და დაგეცვა’შენ როცა გიჭირდა გეფარებოდნენო- მე ჩემს კერძო ინტერესებით არ ვარ ამ ბრძოლაში და შესაბამისად ამ პროცესში ჩემი პერსონალური გაჭირვება არასოდეს მქონია. გამოსავალი არის ერთი – ამათი გენერალური დამარცხება, თორემ სხვანაირად აქ ახალი არაფერი ხდება და ხვალ უარესი მოხდება… შენ რასაც მწერ, ზუსტად ეს უნდოდა ხელისუფლებას რომ მე რუსთაველზე ჩავსულიყავი 2 დღის წინ ეს რომ მომხდარიყო იქ სხვა პროცესები განვითარდებოდა და დღეს ცოტა სხვა ვითარება გვექნებოდა, უფრო მძიმე ჩვენთვის და უფრო სასარგებლო ბიძინასთვის და უფრო მძიმე იგივე ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ. ეს რაც მომწერე შეინახე და თვეების შემდეგ გაიხსენე..”
სალომე მახარაძე:
არც თქვენი კერძო ინტერესი მიგულისხმია და არც გუშინ იყო ვინმეს მათშორის რომელიმე არხის ან ჟურნალისტის კერძო ინტერესი ! ქვეყანა დაზარალდა გუშინ ! მეორე ზემოთ წერთ ეს უნდოდათ და ასე იყო საჭირო …. ეს გუშინ და გუშინწინ ხმამაღლა უნდა გეთქვათ ! კონტაქტში უნდა იყოთ ამომრჩეველთან ( სხვის ამომრჩეველთანაც ), სიჩუმე მაშინ როცა დედაქალაქის ქუჩებში ბავშვებს დასდევენ უხერხულია ! უხერხულია ასე იყო საჭირო – და იქნებ იყო კიდეც მაგრამ უნდა აგეხსნათ მაშინვე. ნუ იღებთ საწინააღმდეგო აზრს მტრობად … პირიქით. ეს იყო ადრეც ყველაზე ხშირი შეცდომა ხალხის პულსიდან ხელის აღება ! ჩემი პოპულისტობა კი რავიცი …… მეტი ბერკეტი მაქვს სხვის ხარჯზე ეგ რომ მინდოდეს. არაა ეს გასაბრაზებელი გასათვალისწინებელია”
ნიკა მელია:
არ ხარ სალომე ინფორმირებული ქვეყანა დაზარალდებიდა ბევრად, მე რომ მემოქმედა.. რადგან ვამბობ ამას, ვიცი,ისე არ გაკადრებდი ასეთი აპლომბით თქმას. და მხოლოდ წელს დასდევენ ? ახლაც ვიდრე ამას გწერ შეიძლება ვინმეს ისევ გაეკიდონ და ყველას ვერ ვუშველით.ასე იყო ადრეც ძალდატანებით თავს პარსავდნენ თბილისის ქუჩებში, როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება, ქუჩაში ძალით თავის გადაპარსვა და ა.შ. დამთავრდა, ქაოსი დამთავრდა ასე იქნება ახლაც გენერალურად უნდა დაამარცხო.
სალომე მახარაძე:
მე არა ამომარჩეველს უნდა უთხრათ …. იმსახურებენ ინფორმირებას. კი შეიძლება უარესი ყოფილიყო მაგრამ დროულად უნდა გამოჩნდნენ ლიდერები პოზიციით. ესაა და ეს. გეთნხმები გენერალურად უნდა დაამარცხო! მაგრამ ნახეთ სტატუსის ქვეშ რამდენი გეკითხებათ სად იყავიო ? … გენერელურად რომ დაამარცხო გენერალურად უნდა აგირჩიონ ! ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანია ამ ბრძოლაში ამიტომ უნდა აუხსნათ დროზე და გასაგებ ენაზე ! თორემ ფიზიკურად მიუხედავად მასშტაბის. მაინც რომ ვერ გადაეფარებით ყველას ვიცი. ეს პიარის რჩევაა და შენიშვნააა და არა სადაო თემა ! და ზუსტად ვიცი გესმით ! ნიკა საჭირო მეტჯერ გაიმარჯვეს ამ წლებში … არ ვჩქარობდით ძალით თუ ნებით … იქ არ უნდა მდგარიყავი … ისე უნდა იმოქმედოთ რომ ხალხს ესმოდეს და არ უჩნდებოდეს კითხვა სად იყავი ?! ისე ტემპი აქამდე აწეულიყო ჯობდა … ეს ზოგადად ყველასი).
ნიკა მელია:
იციან და ვინც არ იცის ისიც გაიგებს სალომე, ტყუილად დარდობ ამჯერად. სხვა რამეზე ვკონცეტრირდეთ. მხოლოდ ემოცია არაა საკმარისი. ამ ბრძოლაში ჭკუაც არ უნდა გადავდოთ გვერდზე. მირჩევნია ეს წუხილი გქონდეს შენ ახლა, ვიდრე სხვა რეალობა მიგვეღო უფრო მძიმე, 20 ივნისის შემდეგ რა მდგომარეობაშიც ვიყავით, როცა ნახევარი საქართველო მე მაბრალებდა მომხდარს, თავისი ოპოზიციის ნაწილით – იგივე მოხდებოდა, მე ძეგლივით იქ ვერ დავდგებოდი იქ და მოქმედება მოიტანდა დიდ ზიანს და ზუსტად ის მოხდებოდა რაც ოცნებას უნდოდა ოკ.დროებით. ნუ ჩქარობ, პლზ.
კომენტარები