• რეკლამა
  • კონტაქტი
09:08, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Washington Examiner: “ოცნება” არც ამერიკის და არც ტრამპის მეგობარია

ალია ავტორი - ალია
20:59 12-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
866

ამერიკული გამოცემა Washington Examiner საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ქართული ოცნება არც ამერიკის და არც ტრამპის მეგობარი არ არის.

სტატიის ავტორი, ტომ როგანი მიმოიხილავს იმ მიზეზებსაც, თუ რატომ შეიძლება ტრამპმა, პირიქით, ნაცვლად ოცნებისადმი მეგობრული დამოკიდებულებისა, ოცნების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. როგანი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტრამპი მის ფიქციას წამოეგება.

ამასთან, სტატიაში ვკითხულოთ, რომ ნოემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დაშინებისა და აშკარა გაყალბებით იყო გაჯერებული, ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები შეაჩერა.

“ნოემბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელობით დაშინება და აშკარა გაყალბება მოჰყვა, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები.

ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მკაფიო კონსტიტუციური მოთხოვნაა და ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს უჭერს. კანონიერი ვალდებულებების ამ ღალატის საპასუხოდ, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ხელისუფლების კონსტიტუციური ლოიალობის აღდგენის მოთხოვნით. ქართულმა ოცნებამ არანაირი სინანული არ გამოხატა. პირიქით, საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას მან უაზრო სისასტიკით მოახდინა რეაგირება. ასობით ადამიანი სასტიკად სცემეს და/ან დააკავეს კანონიერი საფუძვლის გარეშე. მედია ასევე გახდა ძალადობრივი სამთავრობო ბანდების მიზანმიმართული სამიზნე. აქ მთავარი ბოროტმოქმედი ბიძინა ივანიშვილია.

მიუხედავად იმისა, რომ ის ოცნების საპატიო თავმჯდომარე მხოლოდ ქაღალდზეა, ივანიშვილი ხელისუფლების მიღმა უმაღლესი ავტორიტეტია. მილიარდერმა ოლიგარქმა, ივანიშვილმა თავისი ფული რუსეთში პოსტსაბჭოთა ინდუსტრიის ძარცვით გამოიმუშავა. დღეს ის იყენებს თავის ძალაუფლებას უაზრო კორუფციისთვის, ანაწილებს სამთავრობო რესურსებსა და მომგებიან კონტრაქტებს, რათა მისი ოჯახის წევრებმა და მისდამი ლოიალურმა პირებმა სარგებელი ნახონ.

იმ ძალადობის საპასუხოდ, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს, ბაიდენის ადმინისტრაციამ მათთან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ამპარტავნულად დებს ფსონს, რომ ტრამპი უგულებელყოს მათ სისასტიკესა და კორუფციას.

პარტიას სურს, რომ ტრამპმა უგულებელყოს მათ მიერ სახელმწიფო რესურსების მოპარვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო მამაკაცებსა და ქალებზე თავდასხმა. “ქართულ ოცნებას” ასევე სურს, რომ ტრამპმა ვერ შეამჩნიოს მათი ხვეწნა-მუდარა რუსეთისადმი, მათი პრემიერმინისტრის დასწრება ჰამასის წამყვანი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე და მათი მხარდაჭერა ჩინეთის სტრატეგიული ინტერესებისადმი.

ამ უკანასკნელმა ფაქტორმა მთავრობა პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე და, როგორც ჩანს, ჩინეთის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ინტერესების არაკვალიფიციურ მხარდაჭერამდე მიიყვანა.

ოცნება იმედოვნებს, რომ ტრამპი იგივე მიდგომას გამოიყენებს, როგორც უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის მიმართ. კერძოდ, მიესალმება მის რიტორიკულ შექებებს, უგულებელყოფს ტრამპისა და ამერიკის უმაღლესი ინტერესების ღალატს.

ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტრამპი მის ფიქციას წამოეგება. პირველი ადმინისტრაციის პერიოდში, Nord Stream 2-ის გაზსადენის სანქცირებით, ტრამპმა აჩვენა მზაობა, მიზანში ამოეღო ის ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც ძირს უთხრიან აშშ-ს უსაფრთხოებასა და ინტერესებს.

ივანიშვილი და ოცნება გადმოსცემს სწორედ იმას, რაც ტრამპის პოლიტიკურ იდენტობას განსაზღვრავს: კორუმპირებული ელიტა, რომელიც ჩვეულებრივი მამაკაცებისა და ქალების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ყოველგვარი დანაშაულის შეგრძნების გარეშე”, –

ტომ როგანი მიხეილ ყაველაშვილის არალეგიტიმურ პრეზიდენტად დანიშვნაზეც საუბრობს და მის მიერ გაკეთებულ ანტიამერიკულ განცხადებებზე ამახვილებს ყურადღებას.

წყარო – ფორმულა

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved